Document

პაციენტების გამოუცხადებლობა და გაუქმების პოლიტიკა

1.ეს პოლიტიკა/წესი შემუშავდა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს დროული ჯანდაცვის მომსახურება ყველასთვის, ვინც EKIMO-ს იყენებს. მოწოდებული ვართ მივაღწიოთ იმას, რომ პაციენტებმა გააცნობიერონ ექიმის დროის მნიშვნელობა და არასათანადოდ არ გამოიყენონ EKIMO-ს მიერ უზრუნველყოფილი მოხერხებული პირობები.
2.EKIMO-ს მიზნებისათვის, პაციენტის გამოუცხადებლობა ნიშნავს, რომ პაციენტი დროულად არ მივიდა EKIMO-ს მეშვეობით დაჯავშნულ ვიზიტზე, ვიზიტის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარ გაუქმების გარეშე. ამასთან, დასაშვები დაყოვნების დრო მაქსიმუმ ხუთი (5) წუთია შეთანხმებული დროიდან.
3.როდესაც პაციენტი არ ცხადდება დათქმულ შეხვედრაზე (შეხვედრის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარი გაუქმების გარეშე), ექიმებს, რომლებიც EKIMO-ს იყენებენ, შეუძლიათ მონიშნონ შესაბამისი ვიზიტი, როგორც პაციენტის გამოუცხადებლობა.
4.EKIMO-ზე დაფიქსირებული პაციენტის ყოველი გამოუცხადებლობა სეროზულ განხილვას ექვემდებარება პაციენტის წარსული ქცევის გათვალისწინებით. პაციენტების გამოუცხადებლობის ჩვენი პოლიტიკის მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ გაცდენილი ვიზიტების რაოდენობა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ექიმის ღირებული დრო.
5.პაციენტების გამოუცხადებლობის განმეორებითი შემთხვევებისთვის განსაზღვრული ზომები ტარდება იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც შეხვედრებს ნიშნავენ EKIMO-ს - „დაჯავშნე ექიმთან ვიზიტი” - ფუნქციონალის გამოყენებით.
6.ბოლო თორმეტი (12) თანმიმნდევრული თვის განმავლობაში პაციენტის სამჯერ (3) გამოუცხადებლობის (ვიზიტები კლინიკაში, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციები ან სახლში ვიზიტები) შემთხვევაში, პაციენტის ანგარიში EKIMO-ზე დროებით დეაქტივირდება მომდევნო ოთხი (4) თვის განმავლობაში.
7.თუ პაციენტს განმეორებითი გამოუცხადებლობის ისტორია აქვს, მას შეიძლება დროებით გაეთიშოს EKIMO-ს მეშვეობით შემდგომი ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობა, თუნდაც, პაციენტის გამოუცხადებლობის პირველი ან მეორე შემთხვევის დროს.
8.თუ პაციენტს არ შეუძლია ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე გამოცხადება (ვიზიტი კლინიკაში, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი), მან წინასწარ უნდა გააუქმოს აღნიშნული ვიზიტი.
9.ექიმთან დანიშნული ვიზიტის გაუქმება (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) უფასოა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ გაუქმებას ადგილი აქვს წინასწარ - დაგეგმილი ვიზიტის დღის დადგომამდე.
10.თუ დანიშნული ვიზიტი (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) გაუქმდება დაგეგმილი ვიზიტის დღეს, პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი „სერვისის” ღირებულება არ დაექვემდებარება ანაზღაურებას/დაბრუნებას. თუ პაციენტს წინასწარ არ გადაუხდია შესაბამისი საფასური, იგი დაჯარიმდება დაჯავშნილი მომსახურების ღირებულებით და ვერ შეძლებს EKIMO-ზე შემდგომი ტრანზაქციების (ექიმის დაჯავშნა, მედიკამენტების შეძენა და ა.შ.) განხორციელებას, სანამ ჯარიმას სრულად არ გადაიხდის.
11.თუ პაციენტი გააუქმებს ექიმთან ვიზიტს (კლინიკაში ვიზიტს, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციას ან სახლში ვიზიტს) დანიშნული ვიზიტის წინა დღეს (ან უფრო ადრე), EKIMO აუნაზღაურებს მას წინასწარ გადახდილ სრულ თანხას ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში.
12.ბოლო თორმეტი (12) თანმიმდევრული თვის განმავლობაში ექიმთან დანიშნული ვიზიტების (კლინიკაში ვიზიტის, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციის ან სახლში ვიზიტის) ხუთჯერ (5) გაუქმების შემთხვევაში, პაციენტის ანგარიში EKIMO-ზე დროებით დეაქტივირდება მომდევნო ოთხი (4) თვის განმავლობაში.
13.პაციენტს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხა იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმს არ შეუძლია დანიშნულ დროს პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ასეთი შეფერხება არ აღემატება მაქსიმუმ 60 წუთს; პაციენტს ასევე არ ექნება უფლება გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე/დაბრუნებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც მას დალოდებას სთხოვენ (მაგრამ არა უმეტეს 60 წუთისა) და ის უარს ამბობს ამაზე.
14.იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა, რომელთანაც პაციენტმა შეხვედრა დაჯავშნა EKIMO-ს მეშვეობით და წინასწარ გადაიხადა „სერვისის“ საფასური, ვერ შეძლო პაციენტთან შეხვედრა, ან ექიმის შეფერხება 60 წუთს აღემატება, პაციენტმა/მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@ekimo.ge ასეთი ფაქტის ხდომილებიდან სამი (3) დღის განმავლობაში, და ამ შემთხვევაში, პაციენტს კონსულტაციის მთელი გადახდილი საფასური აუნაზღაურდება მომდევნო შვიდი (7) სამუშაო დღის განმავლობაში, პაციენტის მიერ დაჯავშნის დროს შესრულებული თავდაპირველი გადახდის რეჟიმშივე.
15.მომხმარებელს შეზღუდული აქვს ისეთი კონსულტაციის დაჯავშნა, რომელიც მოცემული მომენტიდან 1 საათზე ნაკლებში იწყება.