ექიმებისთვის

ჩაერთე ექიმოში კერძო პრაქტიკოსად და გაუმარტივე ონლაინ კონსულტაციების მიღება შენს პაციენტებს. ჩვენ დაგეხმარებით მოაწესრიგო პაციენტების ჩაწერა, ჩაატარო სრულფასოვანი კონსულტაციები, მიიღო მეტი შემოსავალი და თან, იმუშაო საიდანაც გინდა. 

ექიმის რეგისტრაცია

აპლიკაციაში ჩართულია

ექიმი
1000+
სპეციალობა
87
აფთიაქი
335

ჩვენ გთავაზობთ: 

პარტნიორულ თანამშრომლობას

ექიმოს მხრიდან ექიმთან შესასრულებელი პირობებია: მომსახურების საკომისიო მხოლოდ 25%, ჩართული ექიმის PR, ბრენდირებული აქსესუარების მიწოდება, ყოველ 100 ჯავშანზე 150 ლარიანი ვაუჩერი ექიმოს ონლაინ აფთიაქში ექიმის მხრიდან შესასრულებელი პირობებია: მინიმუმ 5 ონლაინ კონსულტაცია თვის ჭრილში, ექიმოსთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციული პოსტის გაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში

სასურველი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობას

დისტანციური ონლაინ სერვისები საშუალებას მოგცემს, საკუთარი სურვით შეარჩიო სამუშაო ადგილი და გარემო, დამატებითი შეზღუდვების გარეშე

წვდომას სრულფასოვან სამედიცინო სერვისებზე

EKIMO-ს პლატფორმის საშუალებით, საშუალება გაქვს გამოწერე ელექტრონული მიმართვა და დანიშნულება, რომლის მეშვეობითაც პაციენტები მარტივად, ექიმოდანვე გამოიწერენ დანიშნულ მედიკამენტებს

ჩაწერების მოწესრიგებას

დისტანციური ონლაინ კონსულტაციები, შესაძლებლობაა პაციენტების ჩაწერების მოსაწესრიგებისთვის. თან, თავად მართავ საკუთარ სამუშაო განრიგს და ჩაწერების სიხშირეს

პაციენტის კმაყოფილების გაზრდა

პაციენტი აპლიკაციაში იღებს ელექტრონულ დიაგნოზებს, რეკომენდაციებს, დანიშნულ მედიკამენტებს, კვლევებსა და მიმართვებს, რაც აუმჯობესებს პაციენტების ინფორმირებულობას და ამარტივებს მისთვის პროცესებს

სამედიცინო სერვისების უფასო გამოყენებას

ექიმოს პლატფორმის უფასო გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას გაძლევს გაუწიო სრულფასოვანი დისტანციური სამედიცინო მომსახურება შენს პაციენტებს