კლინიკებისთვის

დაარეგისტრირეთ თქვენი კლინიკა აპლიკაცია ექიმოში და გახადეთ თქვენი სამედიცინო სერვისები პაციენტებისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. ექიმო დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ ჯავშნები და შეამციროთ რიგები, პაციენტებს დისტანციური მომსახურება შესთავაზოთ და გამოიყენოთ სამედიცინო საინფორმაციო სისტემა უფასოდ, ექიმოს აპლიკაციასთან ერთად. შედეგად, გეყოლებათ მეტი პაციენტი, რომელთაც უკეთეს სერვისს შესთავაზებთ.

კლინიკის რეგისტრაცია

აპლიკაციაში ჩართულია

ექიმი
1000+
კლინიკა
89
აფთიაქი
335

რას მიიღებთ ექიმოში ჩართვით

პაციენტებს დისტანციურ მომსახურებას შესთავაზებთ

ექიმებს საშუალება ექნებათ, პაციენტებს სრულფასოვანი და ფასიანი სატელეფონო კონსულტაცია გაუწიონ, მაგალითად, შეძლონ მათი შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება და მედიკამენტების დანიშვნა.

გააუმჯობესებთ პაციენტების ინფორმირებულობასა და მკურნალობაზე დამყოლობას

პაციენტი აპლიკაციაში იღებს: ელექტრონილ დიაგნოზებს, რეკომენდაციებს, დანიშნულ მედიკამენტებსა და მიმართვებს, რაც აუმჯობესებს მის ინფორმირებულობასა და მკურნალობაზე დამყოლობას

მოაწესრიგებთ ჯავშნებს და შეამცირებთ რიგებს

ვიზიტის დაჯავშნა და საფასურის გადახდა აპლიკაციაშივეა შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტებს რიგში დგომა აღარ მოუწევთ. შესაბამისად, კლინიკები უფრო ორგანიზებულად შეძლებენ მათ მიღებას.

გაზრდით პაციენტების ნაკადს

ექიმო კლინიკებისა და ექიმების ძებნის პროცესს მოსახერხებელს ხდის. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ექიმთან უკვე აპლიკაციით ჩაეწერება. კლინიკები, რომლებიც EKIMO-ში არიან ჩართული, სხვებთან შედარებით, უპირატესობით ისარგებლებენ.

გაზრდით ცნობადობასა და რეპუტაციას

პაციენტები ექიმებს 5-ბალიანი სკალით შეაფასებენ. რეიტინგს მომხმარებლები ექიმების არჩევისას გამოიყენებენ. ექიმის მაღალი რეიტინგი თქვენი კლინიკის პოპულარობაზე აისახება.

გამოიყენებთ სამედიცინო საინფორმაციო სისტემას უფასოდ

ექიმები ტრადიციული ქაღალდმატარებლების ნაცვლად, გამოიყენებენ სისტემას, რომელშიც ელექტრონულად შეავსებენ დანიშნულებებს, დიაგნოზებს, რეცეპტებს (ინტეგრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს პორტალთან) და გაუგზავნიან მათ პაციენტებს.