Document

EKIMO-ს წესები და პირობები

1. პირობების ხასიათი და გამოყენება

1.1სანამ EKIMO-ს მობილური აპლიკაციით სარგებლობას გადაწყვეტთ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს („პირობები”) და „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ („პოლიტიკა”), რომლებიც შეგიძლიათ, იხილოთ EKIMO-ს შემდეგ მისამართზე: https://www.ekimo.ge/ka/terms-and-conditions. წინამდებარე „პირობები” და „პოლიტიკა” ერთობლივად წარმოადგენს „თქვენსა“ და EKIMO-ს შორის გაფორმებულ იურიდიულ დოკუმენტს („ხელშეკრულება”) EKIMO-ს სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ). EKIMO-ს მფლობელია და ეკუთვნის სს „ვაბაკოს“ (იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 406102275).
1.2წინამდებარე „ხელშეკრულება“ ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციით EKIMO (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია“, ან „ჩვენ“), რომლებიც უფასოდ არის შეთავაზებული მომხმარებლებისათვის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საბოლოო მომხმარებელი” „მომხმარებელი“ ან „ თქვენ”) („სერვისები”), რაც მოიცავს:
1.2.1„ჯანმრთელობის ანგარიშის/ჩანაწერის” შექმნასა და წარმოებას, (ii) ექიმის მოძებნას სახელის, სპეციალობის და გეოგრაფიული არეალის, ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც შეიძლება შემუშავდეს და უზრუნველყოფილი იქნას EKIMO-ს მიერ, (iii) ექიმთან ვიზიტის დაჯავშნას (ვიზიტი კლინიკაში), (iv) ექიმთან სატელეფონო საუბრის/ვიდეო კონსულტაციის დანიშვნასა და (v) სახლში ვიზიტისათვის ექიმის დაჯავშნას;
1.2.2(i) მედიკამენტების ძებნას, და (ii) რეცეპტების მიღებას პროვაიდერებისგან;
1.2.3(i) სადაზღვევო მიმართვის მიღებას პროვაიდერებისგან, და (ii) სადაზღვევო პოლისის შესახებ ინფორმაციის მიღებას;
1.2.4ლოიალურობის ბარათების/ქულების ჩვენების შესაძლებლობას EKIMO-ს პროვაიდერ აფთიაქებში;
1.2.5მომსახურების ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობას.
1.3„სერვისები” დროდადრო შეიძლება შეიცვალოს EKIMO-ს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და „ხელშეკრულება” გავრცელდება „თქვენ“ ვიზიტებსა და „თქვენ“ მიერ, მომსახურების მიღების მიზნით, „აპლიკაციის” გამოყენებაზე, აგრეთვე, ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც „თქვენ“ „აპლიკაციას“ მიაწვდით დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში.
1.4წინამდებარე „ხელშეკრულება” განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც „თქვენ“ საშუალება გეძლევათ, გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და აღწერს იმ წესს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ „თქვენს“ ანგარიშს, როდესაც რეგისტრირებული ხართ, როგორც EKIMO-ს მომხმარებელი. თუ „ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: support@ekimo.ge.
1.5„სერვისებით“ სარგებლობის მიზნით, „აპლიკაციის” ჩამოტვირთვის ან „აპლიკაციით“ სარგებლობის შემთხვევაში, „თქვენ“ უპირობოდ ეთანხმებით ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ყველა პირობას, „პირობებსა” და „პოლიტიკას” (https://www.ekimo.ge/ka/terms-and-conditions), როგორც ეს მოცემულია “აპლიკაციაში” და ადასტურებთ, რომ მათ თქვენთვის მავალდებულებელი ხასიათი აქვს. წინამდებარე „ხელშეკრულება” ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მანამდე გაგაცნეს „აპლიკაციის” ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში, „თქვენ“ ადასტურებთ დათანხმებას ამ “ხელშეკრულების“ პირობებზე.
1.6„ჩვენ“ უფლებას ვიტოვებთ, „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი მიზეზით შევცვალოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერ დროს, და ინფორმაცია ასეთი ცვლილებების შესახებ EKIMO-ს მეშვეობით მოგაწოდოთ, ხოლო „თქვენ“ კი რეგულარულად უნდა გაეცნოთ „ხელშეკრულებას.“ „თქვენ“ მიერ „აპლიკაციის“ გამოყენება, ყოველი ამგვარი ცვლილების შემდეგ, ნიშნავს „თქვენ“ თანხმობას, რომ დაიცავთ შესწორებულ „ხელშეკრულებას“ და რომ ის მავალდებულებელი იქნება „თქვენთვის“.
1.7„თქვენ“ აღიარებთ, რომ ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობისას ამ „ხელშეკრულებას“ „თქვენთვის“ ექნება მავალდებულებელი ხასიათი და თუ არ ეთანხმებით „ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და არ ისარგებლოთ მისი არცერთი “სერვისით“.
1.8თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ და „სერვისებზე“ განისაზღვრება მხოლოდ EKIMO-ს დისკრეციული შეხედულებისამებრ.
1.9„ხელშეკრულება“ შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გამოყენების პირობები

2.1„თქვენ“ უნდა იყოთ 18 წლის ან უფროსი ასაკის, რომ დარეგისტრირდეთ, მიიღოთ „სერვისები“ ან განახორციელოთ ვიზიტი, ან რაიმე ფორმით გამოიყენოთ „აპლიკაცია“. დარეგისტრირებით, ვიზიტით და „აპლიკაციის“ გამოყენებით ან ამ „ხელშეკრულების“ აქცეპტირებით, თქვენ EKIMO-ს წინაშე აცხადებთ და გარანტიას იძლევთ, რომ ხართ 18 ან მეტი წლის და გაქვთ უფლება, ავტორიზაცია და შესაძლებლობა, გამოიყენოთ “აპლიკაცია“ და „სერვისები“, რომლებიც ხელმისაწვდომია „აპლიკაციის“ საშუალებით, აგრეთვე, თანხმდებით, რომ ეს „ხელშეკრულება“ მავალებელი ძალის იყოს „თქვენთვის“.
2.2„თქვენ" უფლებამოსილი ხართ, „აპლიკაცია“ გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი 14 წლამდე შვილის/შვილების სახელითაც. „თქვენ“ ანგარიშზე ბავშვის პროფილის დარეგისტრირებისთვის, „თქვენ“ EKIMO-ს მინიმუმ ერთი პროვაიდერის მიერ უნდა იყოთ ვერიფიცირებული და დადასტურებული, როგორც რეგისტრირებული ბავშვის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
2.3ბავშვის პროფილის საშუალებით ბავშვის უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია, მიიღოს ბავშვის დაზღვევის სადაზღვევო მიმართვა, სადაზღვევო პოლისები, დანიშნულებები/რეცეპტები და სხვა სამედიცინო მონაცემების/ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერები;
2.4„მომხმარებელს“ შეუძლია, წაშალოს ბავშვის პროფილი და/ან კავშირი გაწყვიტოს ერთ ან ყველა პროვაიდერთან. ეს მოქმედება გამოიწვევს გვერდთან/ბავშვთან დაკავშირებული ყველა ფაილის წაშლას;
2.514 წელი რომ შეუსრულდება, ბავშვის ანგარიში/პროფილი ავტომატურად გაითიშება ყველა პროვაიდერისგან და ყველა შესაბამისი მონაცემი (სადაზღვევო მიმართვა, დაზღვევის პოლისი, რეცეპტები და ა.შ.) წაიშლება; „მომხმარებელს“ წინასწარ ეცნობება აღნიშნულის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის საშუალებით;
2.6ბავშვის ანგარიშის/პროფილის წაშლის შემდეგ, შესაბამისი მონაცემები მთავარ მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით.
2.7მომხმარებელს აპლიკაციაში შესვლა შეუძლია როგორც მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ისე თითის ანაბეჭდის (Fingerprint) IOS-ის და ანდროიდის შემთხვევაში ან სახის გამოსახულების (FaceID) გამოყენებით IOS-ის შემთხვევაში.
2.8მომხმარებელი თავად ირჩევს სურს თუ არა Fingerprint-ის და FaceID-ის ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა მას შეუძლია ნებისმიერ დროს აპლიკაციიდან გამორთოს აღნიშნული ფუნქციები და აპლიკაციაში შევიდე მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
2.9იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აპლიკაციაში შესვლისას მონიშნავს „დამიმახსოვრეს“, ან გაააქტიურებს FaceID-ის ან TouchID-ის, ის აპლიკაციაში შესული (logged in) დარჩება 30 დღის განმავლობაში, აპლიკაციის გამორთვის მიუხედავად. 30 დღის შემდეგ მას მოუწევს ხელახლა შეიყვანოს პაროლი ან შევიდეს აპლიკაციაში FaceID-ის ან TouchID-ის საშუალებით, თუ რომელიმე მათგანი გააქტიურებული ჰქონდა.

3. გამოყენების პირობები

3.1საბოლოო მომხმარებლის ანგარიშის და მონაცემების კონფიდენციალურობა
3.1.1ტერმინები „პერსონალური მონაცემები“ და „მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები“ განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ასახულია „პოლიტიკაში“ (https://www.ekimo.ge/ka/privacy-policy).
3.1.2„მომხმარებელმა“ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს „პოლიტიკა,“ რათა მისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობილი გახდეს:
3.1.2.1გარკვეული ინფორმაციის შეგროვების ფაქტი;
3.1.2.2ინფორმაცის შეგროვების მიზანი;
3.1.2.3ინფორმაცის შეგროვებისა და შენახვის ხასიათი; და
3.1.2.4მომხმარებლების სხვადასხვა უფლებები ამგვარ ინფორმაციასთან მიმართებით.
3.1.3თუ „მომხმარებელი“ დარეგისტრირებულია „აპლიკაციაში“, იგი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის განკუთვნილი ინფორმაციისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და პაროლის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ - არა ეს ნებადართული „მომხმარებლის მიერ“. „მომხმარებელმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს EKIMO-ს საკუთარი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენების ნებისმიერი ფაქტისა ან ეჭვის შესახებ. ამასთან, EKIMO არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ „თქვენი“ ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად. „თქვენ“ კი შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაგეკისროთ EKIMO-ს ან სხვა რომელიმე პირისათვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა „თქვენი“ ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად.
3.1.4თუ „მომხმარებლის“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრული გახდება), ან EKIMO-ს გონივრული საფუძველი აქვს, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ასეთი ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია, EKIMO-ს უფლება აქვს, საკუთარი დისკრეციული შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს „მომხმარებლისათვის“ „სერვისების“ გაწევა.
3.2ექიმის მოძიების ალგორითმი
3.2.1EKIMO-ს ექიმების საძიებო ალგორითმი არის ავტომატური სისტემა, რომელიც აგენერირებს ექიმების სია, მათი პროფილებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიხედვით. ექიმების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს EKIMO–ს მიერ დადგენილ ობიექტურ რანგირებას ან მოწმობას. EKIMO პასუხისმგებელი არ არის ექიმების ძებნის შედეგებში დაფიქსირებულ რელევანტურობის ცვლილებებზე, რასაც დროდადრო შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ექიმების ჩამონათვალი დაეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ავტომატურ გამოთვლას, მათ შორის, მომხმარებლების მიერ შეყვანილ მონაცემებს, მათ კომენტარსა და გამოხმაურებას. ასეთი ფაქტორები შეიძლება დროდადრო შეიცვალოს აღნიშნული სიის ალგორითმის გასაუმჯობესებლად. EKIMO არცერთ შემთხვევაში არ კისრულობს პასუხისმგებლობას „აპლიკაციაში“ ექიმების ჩამონათვალის თანმიმდევრობის სიზუსტესა და შესაბამისობაზე.
3.3ჩამონათვალის შედგენილობა და ინფორმაციის გავრცელება
3.3.1EKIMO პირდაპირ ან არაპირდაპირ აგროვებს და „აპლიკაციაში“ წარმოაჩენს შესაბამის ინფორმაციას მედიკამენტებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ პროვაიდერ აფთიაქებში, აგრეთვე, „აპლიკაციაში“ ნაჩვენები ექიმების პროფილისა და პრაქტიკის, მათი სპეციალიზაციის, კვალიფიკაციის, ანაზღაურების, ლოკაციის, ვიზიტის საათების და სხვა მსგავსი დეტალების შესახებ. EKIMO გონივრულ ძალისხმევას მიმართავს, რათა აღნიშნული ინფორმაციის ხშირი განახლება უზრუნველყოს. მიუხედავად იმისა, რომ EKIMO ამოწმებს ექიმების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და ფოტოებს, იგი, გონივრული ძალისხმევის მიუხედავად, ვერ იქნება პასუხისმგებელი შესაძლო უზუსტობებსა თუ არასაკმარის სისრულეზე.
3.3.2მომსახურების გაწევა EKIMO-ს ან მისი ნებისმიერი „სერვისის“ მიმწოდებლის/პროვაიდერის მიერ ხორციელდება „როგორც არის” და „როგორც ხელმისაწვდომია” პრინციპების საფუძველზე, ყოველგვარი გარანტიებისა და დაპირების გარეშე (პირდაპირ მითითებული ან ნაგულისხმევი, მათ შორის, კომერციული ფასეულობის, სიზუსტის, კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის, საკუთრების უფლების, დაურღვევლობის გარანტიების თაობაზე, რომლებიც წარმოიშვება კანონის შესაბამისად ან სხვაგვარად კანონიერი გზით, საქმიანი ურთიერთობის პროცესში, სარგებლობის ან ვაჭრობის დროს). EKIMO არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას და არ იძლევა გარანტიას, აშკარას/პირდაპირ ან არაპირდაპირს/ნაგულისხმევს, „აპლიკაციასთან“ და „სერვისებთან“ დაკავშირებით. EKIMO არ იძლევა გარანტიას „აპლიკაციაში“ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ნებისმიერი კონტენტის ან ინფორმაციის სისწორეზე. კანონით ნებადართულ ფარგლებში, EKIMO იხსნის ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ „აპლიკაციის“ გამოყენებიდან ან მასზე დაყრდნობიდან, სხვა მომხმარებლების მიერ მიღებული „სერვისებიდან“, გაკეთებული განცხადებებიდან და წარმოდგენილი გარანტიებიდან, აგრეთვე, მომხმარებლების მიერ „აპლიკაციაში“ მოწოდებული კონტენტიდან ან ინფორმაციიდან, ან რაიმე მოსაზრებიდან ან შეთავაზებიდან, რომელსაც EKIMO ან რომელიმე მომხმარებელი იძლევა ან გამოთქვამს პროვაიდერ(ებ)ის მიერ მოწოდებული„სერვისის“ შესახებ.
3.3.3„აპლიკაცია“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე პირების, ფილიალების და ბიზნეს-პარტნიორების სხვა აპლიკაციებთან. EKIMO არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის ამგვარი აპლიკაციების ან მათ მიერ/მათი მეშვეობით უზრუნველყოფილ კონტენტზე, სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე. ნებისმიერი ბმულის ჩართვა „აპლიკაციაში“ არ ნიშნავს, რომ EKIMO მხარს უჭერს აღნიშნული ბმულით დაკავშირებულ საიტს. „მომხმარებელს“ შეუძლია, საკუთარი რისკით გამოიყენოს აღნიშნული ბმულები და მომსახურებები.
3.3.4EKIMO არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებელობას ნებისმიერი იმ ზიანის ან ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება „მომხმარებლის“ მოწყობილობები დაინფიცირდეს „მომხმარებლის“ მიერ „აპლიკაციის“ წვდომის და გამოყენების, ან „აპლიკაციიდან“ რაიმე მასალის, მონაცემების, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის გამო. თუ „მომხმარებელი“ უკმაყოფილოა „აპლიკაციით“, აღნიშნულის ერთადერთი გადაწყვეტა „აპლიკაციის“ გამოყენების შეწყვეტაა.
3.3.5თუ EKIMO დაადგენს, რომ მას თაღლითური, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდეთ, მათ შორის, უკუკავშირის საშუალებით, EKIMO უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ შეზღუდოს თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ ან EKIMO-სთან არსებულ „თქვენ“ ნებისმიერ ანგარიშზე და იმგვარი შინაარსის განცხადება გააკეთოს „თქვენი“ სახელის გასწვრივ, როგორც ეს განსაზღვრულია EKIMO-ს მიერ საკუთარი ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. „თქვენ“ ვალდებული იქნებით, აუნაზღაუროთ EKIMO-ს თქვენი იმ არასწორი განცხადებების ან თაღლითური გამოხმაურების შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც განიცადა EKIMO-მ ან რომელმაც უარყოფითად იმოქმედა EKIMO-ზე ან მის მომხმარებლებზე.
3.4ვიზიტის დაჯავშნა (ვიზიტი კლინიკაში, სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია, ვიზიტი სახლში)
EKIMO საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ ექიმებს/პროვაიდერებს დაჯავშნის ფუნქციონალის საშუალებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაჯავშნონ ვიზიტი „აპლიკაციის“ მეშვეობით:
3.4.1ვიზიტის დაჯავშნა „მომხმარებელს“ საშუალებას აძლევს, ჰქონდეს წვდომა ექიმის გრაფიკზე, სადაც ხელმისაწვდომია ექიმის სპეციალიზაცია და სამუშაო მისამართ(ებ)ი. „მომხმარებელს“ შეუძლია, განრიგის მიხედვით, შეარჩიოს სასურველი ხელმისაწვდომი დრო. იმ შემთხვევაში, თუ „სერვისი“ ფასიანია, „მომხმარებელს“ შეუძლია წინასწარ გადაიხადოს ვიზიტის საფასური და შემდეგ ეწვიოს ექიმს/პროვაიდერს. მხოლოდ ვერიფიცირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ვიზიტის დაჯავშნა წინასწარი გადახდის გარეშე.
3.4.2ნებისმიერი ძიების შედეგები, რომელსაც მომხმარებლები „აპლიკაციის“ მეშვეობით იღებენ, არ უნდა იქნას განხილული, როგორც EKIMO-ს მიერ რომელიმე კონკრეტული ექიმის რეკომენდება. თუ „მომხმარებელი“ გადაწყვეტს ექიმთან ვიზიტს სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აღნიშნული მან საკუთარი რისკის ფასად უნდა განახორციელოს.
3.4.3ზემოაღნიშნული დათქმების გამორიცხვის გარეშე, EKIMO არ არის ჩართული და არ ახორციელებს ჯანდაცვის ან რაიმე სამედიცინო თუ დიაგნოსტიკურ მომსახურებას და არ იძლევა რაიმე სახის რჩევას აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებელს“ და პროვაიდერს/ექიმს შორის რაიმე ურთიერთობაზე. „მომხმარებელი“ აცნობიერებს და ეთანხმება, რომ EKIMO არ იქნება პასუხისმგებელი:
3.4.3.1მომხმარებლის ექიმთან/პროვაიდერთან ურთიერთობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებზე;
3.4.3.2ექიმის (ექიმების)/პროვაიდერ(ებ)ის უნარზე ან განზრახვაზე ან აღნიშნულთა არარსებობაზე, მომხმარებელთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას;
3.4.3.3ექიმ(ებ)ის მიერ დანიშნულ ნებისმიერ არასწორ მედიკამენტზე ან მკურნალობის ხარისხზე, ან ექიმ(ებ)ის მხრიდან რაიმე სამედიცინო დაუდევრობაზე;
3.4.3.4არასათანადო მკურნალობაზე, ან მსგავს სირთულეებზე ან რაიმე სახის დისკომფორტზე, რომელსაც მომხმარებელი განიცდის ექიმის/ პროვაიდერის მხრიდან შეთავაზებული მომსახურების გაუწევლობის/არაჯეროვანი გაწევის გამო;
3.4.3.5ექიმის/პროვაიდერის ან ექიმის/პროვაიდერის პერსონალის მხრიდან ნებისმიერი სახის არასწორ ქმედებასა ან არასათანადო ქცევაზე.
3.4.4მომხმარებელს საშუალება ექნება დაჯავშნოს ვიდეო კონსულტაცია. ვიდეო კონსულტაციის დროს ჩანს მომხმარებლის გამოსახულება, ასევე ისმის მისი ხმა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამორთოს საკუთარი გამოსახულება ან ხმა. იგივე შესაძლებლობა აქვს ექიმსაც. ვიდეო კონსულტაციის დროს მომხმარებელს შეუძლია ექიმს გაუგზავნოს ფაილი (ფოტო ან pdf ფორმატში). გაგზავნილი ფაილი ინახება დროებით ლინკზე და ექიმს შეუძლია გადმოწეროს ის საკუთარ კომპიუტერში. მომხმარებელს შეუძლია დაასრულოს ქოლი გათიშვის ღილაკის მეშვეობით.
3.5პაციენტების გამოუცხადებლობა და გაუქმების პოლიტიკა
3.5.1.1ეს პოლიტიკა/წესი შემუშავდა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს დროული ჯანდაცვის მომსახურება ყველასთვის, ვინც EKIMO-ს იყენებს. მოწოდებული ვართ მივაღწიოთ იმას, რომ პაციენტებმა გააცნობიერონ ექიმის დროის მნიშვნელობა და არასათანადოდ არ გამოიყენონ EKIMO-ს მიერ უზრუნველყოფილი მოხერხებული პირობები.
3.5.1.2EKIMO-ს მიზნებისათვის, პაციენტის გამოუცხადებლობა ნიშნავს, რომ პაციენტი დროულად არ მივიდა EKIMO-ს მეშვეობით დაჯავშნულ ვიზიტზე, ვიზიტის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარ გაუქმების გარეშე. ამასთან, დასაშვები დაყოვნების დრო მაქსიმუმ ხუთი (5) წუთია შეთანხმებული დროიდან.
3.5.1.3როდესაც პაციენტი არ ცხადდება დათქმულ შეხვედრაზე (შეხვედრის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარი გაუქმების გარეშე), ექიმებს, რომლებიც EKIMO-ს იყენებენ, შეუძლიათ მონიშნონ შესაბამისი ვიზიტი, როგორც პაციენტის გამოუცხადებლობა.
3.5.1.4EKIMO-ზე დაფიქსირებული პაციენტის ყოველი გამოუცხადებლობა სეროზულ განხილვას ექვემდებარება პაციენტის წარსული ქცევის გათვალისწინებით. პაციენტების გამოუცხადებლობის ჩვენი პოლიტიკის მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ გაცდენილი ვიზიტების რაოდენობა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ექიმის ღირებული დრო.
3.5.1.5პაციენტების გამოუცხადებლობის განმეორებითი შემთხვევებისთვის განსაზღვრული ზომები ტარდება იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც შეხვედრებს ნიშნავენ EKIMO-ს - „დაჯავშნე ექიმთან ვიზიტი” - ფუნქციონალის გამოყენებით.
3.5.1.6ბოლო თორმეტი (12) თანმიმნდევრული თვის განმავლობაში პაციენტის სამჯერ (3) გამოუცხადებლობის (ვიზიტები კლინიკაში, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციები ან სახლში ვიზიტები) შემთხვევაში, პაციენტის ანგარიში EKIMO-ზე დროებით დეაქტივირდება მომდევნო ოთხი (4) თვის განმავლობაში.
3.5.1.7თუ პაციენტს განმეორებითი გამოუცხადებლობის ისტორია აქვს, მას შეიძლება დროებით გაეთიშოს EKIMO-ს მეშვეობით შემდგომი ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობა, თუნდაც, პაციენტის გამოუცხადებლობის პირველი ან მეორე შემთხვევის დროს.
3.5.1.8თუ პაციენტს არ შეუძლია ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე გამოცხადება (ვიზიტი კლინიკაში, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი), მან წინასწარ უნდა გააუქმოს აღნიშნული ვიზიტი.
3.5.1.9ექიმთან დანიშნული ვიზიტის გაუქმება (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) უფასოა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ გაუქმებას ადგილი აქვს წინასწარ - დაგეგმილი ვიზიტის დღის დადგომამდე.
3.5.1.10თუ დანიშნული ვიზიტი (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) გაუქმდება დაგეგმილი ვიზიტის დღეს, პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი „სერვისის” ღირებულება არ დაექვემდებარება ანაზღაურებას/დაბრუნებას. თუ პაციენტს წინასწარ არ გადაუხდია შესაბამისი საფასური, იგი დაჯარიმდება დაჯავშნილი მომსახურების ღირებულებით და ვერ შეძლებს EKIMO-ზე შემდგომი ტრანზაქციების (ექიმის დაჯავშნა, მედიკამენტების შეძენა და ა.შ.) განხორციელებას, სანამ ჯარიმას სრულად არ გადაიხდის.
3.5.1.11თუ პაციენტი გააუქმებს ექიმთან ვიზიტს (კლინიკაში ვიზიტს, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციას ან სახლში ვიზიტს) დანიშნული ვიზიტის წინა დღეს (ან უფრო ადრე), EKIMO აუნაზღაურებს მას წინასწარ გადახდილ სრულ თანხას ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.5.1.12ბოლო თორმეტი (12) თანმიმდევრული თვის განმავლობაში ექიმთან დანიშნული ვიზიტების (კლინიკაში ვიზიტის, სატელეფონო და ვიდეო კონსულტაციის ან სახლში ვიზიტის) ხუთჯერ (5) გაუქმების შემთხვევაში, პაციენტის ანგარიში EKIMO-ზე დროებით დეაქტივირდება მომდევნო ოთხი (4) თვის განმავლობაში.
3.5.1.13პაციენტს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხა იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმს არ შეუძლია დანიშნულ დროს პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ასეთი შეფერხება არ აღემატება მაქსიმუმ 60 წუთს; პაციენტს ასევე არ ექნება უფლება გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე/დაბრუნებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც მას დალოდებას სთხოვენ (მაგრამ არა უმეტეს 60 წუთისა) და ის უარს ამბობს ამაზე.
3.5.1.14იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა, რომელთანაც პაციენტმა შეხვედრა დაჯავშნა EKIMO-ს მეშვეობით და წინასწარ გადაიხადა „სერვისის“ საფასური, ვერ შეძლო პაციენტთან შეხვედრა, ან ექიმის შეფერხება 60 წუთს აღემატება, პაციენტმა/მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@ekimo.ge ასეთი ფაქტის ხდომილებიდან სამი (3) დღის განმავლობაში, და ამ შემთხვევაში, პაციენტს კონსულტაციის მთელი გადახდილი საფასური აუნაზღაურდება მომდევნო შვიდი (7) სამუშაო დღის განმავლობაში, პაციენტის მიერ დაჯავშნის დროს შესრულებული თავდაპირველი გადახდის რეჟიმშივე.
3.5.1.15მომხმარებელს შეზღუდული აქვს ისეთი კონსულტაციის დაჯავშნა, რომელიც მოცემული მომენტიდან 1 საათზე ნაკლებში იწყება.
3.6არავითარი ექიმი-პაციენტის ურთიერთობა; გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების აკრძალვა
3.6.1გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი კონტენტი, ტექსტი, მონაცემი, გრაფიკული მასალა, სურათი, ინფორმაცია, შეთავაზება, სახელმძღვანელო და სხვაგვარი მასალა (ერთობლივად, „ინფორმაცია”), რომელიც „აპლიკაციაში“ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი (თქვენს შეკითხვებზე ან პოსტებზე პასუხად მოწოდებული ინფორმაციის ჩათვლით), შეიძლება უზრუნველყონ მხოლოდ სამედიცინო პროფესიის პირებმა. ამგვარი ინფორმაციის მოწოდება არ განიხილება, როგორც ლიცენზირებული პროფესიონალი მედიკოსი-პაციენტის ურთიერთობა EKIMO-სა და „თქვენს“ შორის და არ წარმოადგენს დასკვნას, სამედიცინო რჩევას, ან რაიმე კონკრეტული მდგომარეობის დიაგნოსტირებას ან მკურნალობას, არამედ მხოლოდ იმისთვის არის გამიზნული, რომ დაგეხმაროთ კვალიფიციური ექიმის მოძებნაში, რომელიც სათანადო მკურნალობას შეძლებს.
3.6.2ამ „პირობებით“ მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ EKIMO-სგან, აგრეთვე, მისი თანამშრომლების, კონტრაქტორების, პარტნიორების, სპონსორების, სარეკლამო აგენტებისა და ლიცენზიების გამცემთაგან მოიპოვებთ ან სხვაგვარად იღებთ „აპლიკაციიდან”, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. „ჩვენ“ არანაირ გარანტიას, განცხადებას და თავდებობას არ ვუზრუნველყოფთ, არც პირდაპირ და არც ნაგულისხმევი/ირიბი სახით, პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სამუშაოს ხარისხთან, კომპეტენტურობასთან ან „აპლიკაციაში” მოცემულ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით. „ჩვენ“ არცერთ შემთხვევაში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას „თქვენი“ ან ვინმეს წინაშე, „თქვენ“ მიერ ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილების ან ჩადენილი ქმედების გამო.
3.6.3„სერვისები“ არ არის გამიზნული იმისათვის, რომ შეცვალოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თუ „თქვენ“ (პირადად ან სხვა პირისთვის) გჭირდებათ სამედიცინო დახმარება, გთხოვთ, პირდაპირ/უშუალოდ დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას.
3.7„კონტენტზე“ საკუთრების უფლება და წვდომებზე საავტორო უფლებები
3.7.1„აპლიკაციაში“ მითითებული „კონტენტი“ მოიცავს:
„თქვენ“ სახელსა და გვარს;
მოწყობილობას, რომელსაც „აპლიკაციისთვის“ იყენებთ;
ქალაქსა და ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ;
საკონტაქტო მონაცემებს (ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი);
დემოგრაფიულ ცნობებს (სქესი, დაბადების თარიღი);
პირად ნომერსა ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს, საბუთის გამცემ ქვეყანას;
სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, იმ პირთან ურთიერთობის სტატუსს, რომელსაც საგანგებო სიტუაციაში უნდა დავუკავშირდეთ;
თითის ანაბეჭდს (Fingerprint) და სახის გამოსახულებას (FaceID);
ინფორმაციას „თქვენ“ მიერ „სერვისების“ გამოყენების შესახებ, „სერვისების“ გამოყენების გზით, „თქვენი“ ვიზიტების შესახებ ისტორიას;
დაზღვევის შესახებ ინფორმაციას (როგორიც არის: „თქვენი“ სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო პოლისის შინაარსი, სადაზღვევო მიმართვები, სადაზღვევო დაფარვა);
ინფორმაციას აფთიაქისადმი ერთგულების ან ლოიალურობის ბარათის შესახებ;
ჯანმრთელობის მონაცემებს - მაგალითად, რეცეპტებს, მედიკამენტებს, ექიმთან დანიშნულ ვიზიტებს და ა.შ.;
სადებეტო / საკრედიტო ბარათის ნომრის პირველ 6 და ბოლო 4 ციფრს, ბარათის მფლობელის სახელს და გვარს და ტრანზაქციის უნიკალურ კოდს;
EKIMO-ს საშუალებით შეძენილი “სერვისების”/პროდუქტების საფასურის გადახდის ოპერაციებს;
სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებაყოფლობით მოგვაწვდით (მაგალითად: ფოტო, სიმაღლე, წონა, ალერგიები, სისხლის ჯგუფი და ა.შ.);
ინფორმაცია, რომელსაც EKIMO უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით აგროვებს „მომხმარებლებისა“ და ექიმებისგან/პროვაიდერებისგან, EKIMO-ს ეკუთვნის. EKIMO-ს მიერ „აპლიკაციაში“ გამოქვეყნებული და საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის კოპირება ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის ან მოგების მისაღებად, საავტორო უფლებების დარღვევა იქნება და EKIMO დაიცავს თავის უფლებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.7.2ბავშვის პროფილის გამოყენების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გარდა, „აპლიკაციაში” მოცემულია შემდეგი კონტენტიც:
სახელი და გვარი;
პირადი ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ქვეყანა;
დემოგრაფიული მონაცემები (სქესი და დაბადების თარიღი);
სადაზღვევო მიმართვა, სადაზღვევო პოლისი, რეცეპტები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ჩანაწერები;
3.7.3EKIMO უფლებას აძლევს „მომხმარებელს“, დაათვალიეროს და წვდომა ჰქონდეს „აპლიკაციაში“ ან „აპლიკაციის“ საშუალებით ხელმისაწვდომ კონტენტზე მხოლოდ ამ „ხელშეკრულების“ შესაბამისად მოთხოვნის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით. „აპლიკაციის“ კონტენტი, ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და „აპლიკაციაზე“ კონტენტის შეგროვება, განთავსება და შეკრება (ერთობლივად, „EKIMO-ს კონტენტი”) EKIMO-ს საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს „EKIMO-ს კონტენტი“ ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ გამოქვეყნება, დისტრიბუცია ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.
3.8მედიკამენტების შეძენა
3.8.1მედიკამენტების (იგულისხმება ასევე სხვა სააფთიაქო პროდუქტი) ყიდვის პროცესი იწყება მედიკამენტების პაკეტის ძებნის ფუნქციის გამოყენებით. მომხმარებელი ირჩევს კოკრეტულ აფთიაქს, სადაც სურს მედიკამენტების შეძენა. შემდგომ ირჩევს საბანკო ბარათს, რომლითაც სურს შეკვეთის საფასურის გადახდა.
3.8.2მედიკამენტები იყიდება სტანდარტული ფასებით (არ არის გათვალისწინებული ყოველკვირეული აქციები და ლოიალობის ბარათის ფასდაკლებები). ყიდვისას მომხმარებელი ხედავს, რომელი მედიკამენტი საჭიროებს რეცეპტს და რომელი არა. EKIMO არ ამოწმებს ყიდვისას მართლაც აქვს თუ არა მომხმარებელს კონკრეტული მედიკამენტის რეცეპტი, ეს არის აფთიაქის პასუხისმგებლობა.
3.8.3ყიდვის დადასტურებისას შეკვეთის ინფორმაცია გადაეცემა აფთიაქს. აფთიაქს ამ ეტაპზე არ გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია.
3.8.4მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს სადაზღვევო მიმართვა მედიკამენტების შეძენისას.
3.8.5ვინაიდან EKIMO-ს ბაზაში არსებული მონაცემები განახლებადია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით და მასში მყისიერად არ ისახება აფთიაქის საწყობში განხორციელებული ცვლილებები, EKIMO არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული მედიკამენტები ნამდვილად იქნება მარაგში.
3.8.6შემდეგი ნაბიჯია მედიკამენტების ნაშთის გადამოწმება აფთიაქის ელექტრონულ ბაზაში. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული რაოდენობები სრულად არ იძებნება აფთიაქში ან მომხმარებლის მიერ არჩეული რომელიმე მედიკამენტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები. ორივე შემთხვევაში EKIMO ატყობინებს (ნოტიფიკაციით) მომხმარებელს რომ ა) მედიკამენტი არასრულადაა მარაგში ბ) მედიკამენტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვე.
3.8.7თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი რომელიმე მედიკამენტი არასრულადაა მარაგში ან ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, EKIMO ეკითხება მომხმარებელს სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 1 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროის განმავლობაში პასუხს არ დააფიქსირებს, EKIMO ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და სრულად უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას.
3.8.8შემდეგ ეტაპზე შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მისდის კონკრეტული აფთიაქის ფარმაცევტს, რის შემდეგაც ის ახდენს შეკვეთაში არსებული მედიკამენტების მოძიება/შეგროვებას. თუ ფარმაცევტმა აღმოაჩინა, რომ საწყობში არასრულად არის წარმოდგენილი რომელიმე მედიკამენტი, ის ამის შესახებ ატყობინებს EKIMO-ს სისტემას. EKIMO თავის მხრივ ამის შესახებ ნოტიფიკაციით ატყობინებს მომხმარებელს და ეკითხება სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 2 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროში პასუხს არ დააფიქსირებს EKIMO ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას სრულად.
3.8.9შეკვეთილი მედიკამენტების პაკეტი ინახება აფთიაქში მომხმარებლისთვის შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა ამ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი მედიკამენტების წასაღებად, შეკვეთა უქმდება, ფარმაცევტი აბრუნებს ყველა მედიკამენტს საწყობში და მომხმარებელს არ უბრუნდება გადახდილი თანხა.
3.8.10მედიკამენტების პაკეტის გასატანად მისული მომხმარებელი ან კურიერი ატყობინებს ფარმაცევტს მისი შეკვეთის კოდს, რის შედეგადაც ფარმაცევტი მას გადასცემს შეკვეთას.
3.8.11საკურიერო მომსახურების შემთხვევაში EKIMO არ არის პასუხისმგებელი აფთიაქიდან გასული პაკეტის დროულ და უნაკლო მიტანაზე მომხმარებელთან, აღნიშნულზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი.
3.9პრომო კოდების გამოყენება მედიკამენტების შეძენისას
3.9.1მედიკამენტების შეძენისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს პრომო კოდები.
3.9.2ერთი შეკვეთის დროს შესაძლებელია ერთი პრომო კოდის გამოყენება. პრომო კოდის ჩაწერა შესაძლებელია იმავე გვერდზე, სადაც მომხმარებელი ირჩევს ბარათს და აჭერს ღილაკს „გადახდა“.
3.9.3პრომო კოდის შეყვანის შემდეგ, შესაბამისი პროდუქტების ღირებულებას გამოაკლდება აღნიშნული კოდით გათვალისწინებული ფასდაკლების თანხა.
3.9.4მომხმარებლები პრომო კოდებს მიიღებენ სმს შეტყობინების ან სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
3.9.5პრომო კოდი შეიძლება ვრცელდებოდეს პროდუქტების კონკრეტულ კატეგორიებზე ან ქვეკატეგორიებზე და კონკრეტულ პროვაიდერ აფთიაქებში. შესაბამისად, პრომო კოდი შეიძლება ვრცელდებოდეს ერთ ან მეტ პროდუქტზე.
3.9.6პრომო კოდით შეიძლება პროდუქციას აკლდებოდეს ფიქსირებული თანხა ან პროცენტი.
3.9.7ფიქსირებული თანხის ფასდაკლების პრომო კოდის გამოყენების შემთხვევაში, თუ პრომო კოდის თანხა აღემატება კალათაში არსებული, ფასდაკლებას დაქვემდებარებული პროდუქტების ღირებულებას, მომხმარებელს სრულად დაეფარება ამ პროდუქციის ღირებულება, თუმცა პრომო კოდზე დარჩენილ ფასდაკლების თანხას ვეღარ გამოიყენებს, რადგან ერთი პრომო კოდის გამოყენება მხოლოდ ერთ შეკვეთაზე ხდება.
3.9.8პროცენტის ფასდაკლების პრომო კოდის შემთხვევაში, კალათაში არსებულ, ფასდაკლებას დაქვემდებარებულ ყველა პროდუქტს დააკლდება პრომო კოდზე მითითებული პროცენტი.
3.9.9პროცენტიან პრომო კოდზე შესაძლებელია არსებობდეს ლიმიტიც და მომხმარებელი ვერ შეძლებს გარკვეული ფიქსირებული თანხის გადაჭარბებას ფასდაკლების დროს.
3.9.10ზოგიერთი აქცია ითვალისწინებს შეზღუდვას, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი პრომო კოდის გამოყენების უფლება ქონდეს ამ ერთი აქციის ფარგლებში.
3.9.11თუ კალათაში რამდენიმე პროდუქტია, რომლებიც ექვემდებარება ფასდაკლებას, პრომო კოდის თანხები ჩამოაკლდება პროდუქტებს კალათაში არსებული თანმიმდევრობით.
3.9.12თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას პროდუქციის არასრული ნაშთის გამო, მაშინ ამ შეკვეთაზე გამოყენებული პრომო კოდი აღდგება და მომხმარებელი შეძლებს მის გამოყენებას ახალ შეკვეთაზე.
3.10მიმოხილვა და უკუკავშირი
3.10.1ამ „აპლიკაციის“ გამოყენებით, „თქვენ“ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსა და EKIMO-ს ან ექიმს/პროვაიდერს შორის, ექვემდებარება ჩვენს „პოლიტიკას“.
3.10.2მხოლოდ „თქვენ“ ხართ პასუხისმგებელი იმ კონტენტისთვის, რომელსაც „თქვენივე“ გადაწყვეტილებით წარადგენთ „აპლიკაციაში” გამოსაქვეყნებლად, ექიმებთან/პროვაიდერებთან ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროფესიონალებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასებისა და მიმოხილვის ჩათვლით. EKIMO-ს როლი ამგვარი მიმოხილვების/შეფასების გამოქვეყნებაში შემოიფარგლება მხოლოდ შუამავლის ფუნქციით. EKIMO არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას „მომხმარებლის“ მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით, მათ შორის, რეიტინგებისა და მიმოხილვების ჩათვლით, და მისი როლი ამ შინაარსთან მიმართებით გამოიხატება მხოლოდ შუამავლის როლით. EKIMO არ არის ვალდებული, ყურადღება მიაქციოს თავის რომელიმე პლატფორმაზე ნებისმიერი მომხმარებლის მიერ „კონტენტის“ ხელახლა გამოქვეყნების ფაქტს.
3.10.3„აპლიკაციაში“ „თქვენი“ მიმოხილვებისა და შეფასებების გამოქვეყნება ამ პირობების მე-4 პუნქტით რეგულირდება. მე-4 პუნქტში მითითებული დეტალური პირობების შეუზღუდავად, „თქვენ“ ამით თანხმდებით, რომ არ განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ „აპლიკაციაში” რაიმე კონტენტს, რომელიც: ა) არღვევს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას ან რეპუტაციას ან კონფიდენციალურობის უფლებებს, ან (ბ) არღვევს რაიმე მოქმედ კანონს ან რეგულაციას. EKIMO-ს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია, არ გამოაქვეყნოს „თქვენი“ მიმოხილვა და გამოხმაურებები, თუ ეს მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით და/ან „პირობების“ მე-4 პუნქტის მიხედვით/შესაბამისად. ასევე, “თქვენ” ეთანხმებით, რომ EKIMO უფლებამოსილია, დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
3.10.3.1გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად „აპლიკაციასთან“ ან EKIMO-ს „სერვისებთან“ დაკავშირებით; და/ან
3.10.3.2„აპლიკაციაში” დაფიქსირებულ ექიმებთან/პროვაიდერებთან დაკავშირებით უკუკავშირის/გამოხმაურების მისაღებად; და/ან
3.10.3.3თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო ექიმების/პროვაიდერების მხრიდან რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით; და/ან
3.10.3.4შესაბამისი „სერვისების“ მისაღებად; და
3.10.3.5თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში, მაქსიმალურად ითანამშრომლებთ EKIMO-სთან.
3.11ჩანაწერები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
3.11.1EKIMO-ს შეუძლია „მომხმარებლებს“ მიაწოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერები. ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებში ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოცემულია ცალკეულ მოდულებში, როგორიცაა: მომხმარებლის პროფილი, ელექტრონული რეცეპტები ან სადაზღვევო მიმართვა და არის შემდეგი სახის:
3.11.1.1მომხმარებლის მიერ დაჯავშნილი ვიზიტები;
3.11.1.2სიმპტომები, ექიმის მიმართვები, გამოწერილი მედიკამენტები, რეკომენდაციები, დიაგნოზები;
3.11.1.3სადაზღვევო მიმართვები;
3.11.1.4მომხმარებლების მიერ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის სხვა ჩანაწერები.
3.11.2ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერთან დაკავშირებული სპეციფიკური პირობები ქვემოთ არის მოცემული, ამ “პირობების“ დანარჩენი ნაწილებისა და „პოლიტიკის“ დათქმების გამორიცხვის გარეშე:
3.11.2.1„თქვენი“ ჩანაწერები შეიქმნება მხოლოდ მას შემდეგ, დარეგისტრირებდით/შექმნით ანგარიშს და დაადასტურებთ წინამდებარე პირობებს /„ხელშეკრულებას“.
3.11.2.2ექიმის/პროვაიდერის მიერ შედგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი იქმნება „არსებული მდგომარეობის” მიხედვით, ექიმის/პროვაიდერის განზრახვის, რისკის და პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხოლო EKIMO არ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და არ იძლევა რაიმე გარანტიას აღნიშნულთან დაკავშირებით. „თქვენ“ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ექიმს/პროვაიდერს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაიმე შეუსაბამობის შესახებ მიუთითოთ ან რაიმე ფორმით შეავსოთ, წაშალოთ ან შეცვალოთ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერი.
3.11.2.3მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ“ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მომსახურების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, EKIMO არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შეფერხებაზე, რაც შეიძლება შეგექმნათ „სერვისებზე“ წვდომასთან დაკავშირებით.
3.11.2.4„თქვენი“ პასუხისმგებლობაა, რომ „თქვენივე“ მომხმარებლის პროფილში სწორად მიუთითოთ/განაახლოთ მობილური ტელეფონის ნომერი. ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები გადაიგზავნება მომხმარებლის ანგარიშზე, რომელიც დაკავშირებულია მობილური ტელეფონის ნომერთან, პირად ნომერთან, მოქალაქეობასთან, დაბადების თარიღთან. „თქვენ“ მიერ ყოველ ჯერზე, ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაციის (მობილური ტელეფონის ნომრის) შეცვლისას, ჩვენ გამოგიგზავნით დადასტურებას. EKIMO არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანის ან უხერხულობის გამო, რომელიც თქვენი მიზეზით - EKIMO-სთან დაკავშირებული ინფორმაციის დეტალების განუახლებლობით, იქნება გამოწვეული.
3.11.2.5EKIMO იცავს გონივრულ უსაფრთხოებას „თქვენი“ მომხმარებლის პროფილთან და ჯანმრთელობის ჩანაწერთან მიმართებით. ამასთან, EKIMO არ იძლევა გარანტიას, რომ აღუდგება არასანქცირებულ წვდომას, თუ „თქვენ“ თავად დაკარგავთ “აპლიკაციაში” შესასვლელ საიდენტიფიკაციო რეკვიზიტებს, ან სხვაგვარად მოხდება მათი არასანქცირებული გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ “თქვენ“ გეცოდინებათ უნებართვო გამოყენების ან წვდომის შესახებ, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ EKIMO-ს ასეთი უნებართვო გამოყენებისა და წვდომის შესახებ. გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ავტორიზაციის ინფორმაცია და შეგვატყობინოთ ანგარიშის ფაქტობრივი თუ სავარაუდო დარღვევის/შეღწევის შესახებ შემდეგ მისამართზე: support@ekimo.ge.
3.11.2.6თუ გსურთ, „თქვენი“ მომხმარებლის ანგარიშის წაშლა/გაუქმება, აღნიშნული შეგიძლიათ „ჩვენი“ მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირების გზით. ამასთან, წაიშლება მხოლოდ „თქვენი“ ანგარიში და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შესახებ ნებისმიერი ჩანაწერი, რომლებიც EKIMO-ში ინახება, ხოლო „თქვენი“ ექიმების/პროვაიდერების მიერ შენახული „თქვენი“ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები კვლავაც შეინახება მათსავე შესაბამის კლინიკურ სისტემებში/პროგრამულ აპლიკაციებში/უზრუნველყოფებში.
3.11.2.7EKIMO არ არის პასუხისმგებელი, თუ „თქვენ“, „ჩვენი“ მხრიდან სათანადო მცდელობის მიუხედავად, რაიმე მიზეზით არ მოგეწოდებათ ან დაგვიანებით მოგეწოდებათ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები.
3.11.2.8ექიმის/პროვაიდერის მიერ შექმნილი სამედიცინო ჩანაწერების გაზიარება მხოლოდ იმ „მომხმარებლებისთვის“ ხდება, რომლებიც EKIMO-ს მიერ ვერიფიცირებული იქნა პირადი ნომრის, მოქალაქეობის/საცხოვრებელი ქვეყნის, მობილური ტელეფონის და დაბადების თარიღის საფუძველზე. სამედიცინო პროვაიდერები აზიარებენ მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებებს, ხოლო დაზღვევის პროვაიდერები - აზიარებენ სადაზღვევო მიმართვებს.
3.11.2.9EKIMO არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი კონტენტიზე, ფაქტზე, ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერზე, სამედიცინო დასკვნებზე ან ჯანმრთელობის ჩანაწერებში გამოყენებულ ენაზე/მის გამართულობაზე. მხოლოდ თქვენი ექიმი/პროვაიდერია პასუხისმგებელი „თქვენი“ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებსა და მათ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, მათ შინაარსზე.
3.11.2.10EKIMO- ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ამოიღოს ჯანმრთელობის შესახებ ნებისნმიერი ჩანაწერი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუკი მათი გაზიარება არასწორად ან უნებურად მოხდა.
3.11.2.11EKIMO დაიცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შეზღუდვებს ჯანმრთელობის ჩანაწერების გაზიარების ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით.
3.11.2.12„თქვენ“ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ EKIMO-ს შეიძლება, დასჭირდეს ჯანმრთელობის ჩანაწერებზე წვდომა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა „საბოლოო მომხმარებლის“ ნებისმიერი ტექნიკური ან ოპერაციული პრობლემა ჩანაწერების წვდომასა და ფლობასთან დაკავშირებით.
3.11.2.13„თქვენ“ აცნობიერებთ, რომ ექიმები/პროვაიდერები, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობთ EKIMO-ს საშუალებით, შეიძლება, ჩაერთონ სხვა პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებში, ბიზნესის წარმოებისა და EKIMO-ს „სერვისების“ გაწევის მიზნით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ჯანმრთელობის ჩანაწერების გამოყენებისა და შენახვის მიზნით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.11.2.14იმ მოცულობის შესაბამისად, რა მოცულობითაც „თქვენი“ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები გაზიარებულია EKIMO-თვის ან ინახება იმ პროგრამულ აპლიკაციებში, რომლებიც გამოიყენება ექიმების/პროვაიდერების მიერ, რომელთა მომსახურებითაც EKIMO-ს საშუალებით სარგებლობთ, „თქვენ“ თანხმობას აცხადებთ „თქვენი“ ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შენახვაზე EKIMO-ს ან/და იმ პროგრამული აპლიკაციების პროვაიდერების მიერ, რომლებსაც ექიმები/პროვაიდერები იყენებენ, და EKIMO-სთან „თქვენი“ ანგარიშის შექმნისთანავე თანხმდებით აღნიშნული ჩანაწერების შედგენაზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, „თქვენ“ მიერ ამ პირობების საფუძველზე გაცემული თანხმობები და დადასტურებები, სრულად ეხება ბავშის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციასაც, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ EKIMO-ს ბავშვის პროფილით.
3.12ინფორმაცია მედიკამენტებზე
3.12.1აღნიშნული წარმოადგენს მედიკამენტებისა და/ან სამკურნალო საშუალებების შესახებ ინფორმაციის წყაროს და კონცენტრირებულია ამგვარი ინფორმაციის გასაგებად საჭირო ცნობების (მნიშვნელოვანი ან სხვაგვარი) მოწოდებაზე, რაც მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ:
3.12.1.1კომპონენტებს ან ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება ამგვარი მედიკამენტების ან / და სამკურნალო საშუალებების წარმოებაში;
3.12.1.2გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული ან წარმოქმნილი იყოს მედიკამენტების ან/და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გამო;
3.12.1.3ალტერნატიულ მედიკამენტებს/სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას გარკვეული ტიპის ან კატეგორიის მედიკამენტების / სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში;
3.12.1.4სიმპტომებს და მათთან დაკავშირებულ მედიკამენტებს/სამკურნალო საშუალებებს (რომელთა გამოც, ზოგადად, ინიშნება ამგვარი მედიკამენტები/სამკურნალო საშუალებები).
3.12.2„თქვენთვის“ გასაგები და ცხადია, რომ ამ მახასიათებლით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია არ არის გამიზნული კლინიკური რჩევების შემცვლელად და მათ არ უნდა დაეყრდნოთ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. აქვე გაცნობებთ, რომ მედიკამენტებთან ან/და სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული ინფორმაცია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე, რეგიონების მიხედვით და შესაბამისად, აქ ნაჩვენები ინფორმაცია/კონტენტი არის სპეციფიკური მხოლოდ საქართველოსთვის და EKIMO არ არის პასუხისმგებელი კონტენტის გამოსადეგობაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ. EKIMO გაწვდით ინფორმაციას „როგორც არის” საფუძველზე და არა იმ განზრახვით, რომ ჩაანაცვლოს კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან.
3.12.3EKIMO კომერციულად გონივრული ძალისხმევას იყენებს ინფორმაციის მისაღებად სანდო მონაცემთა ბაზებიდან, თუმცა, „თქვენთვის“ გასაგები და ცხადია, რომ ამ მახასიათებლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოტანილია ღია წყაროების პლატფორმებიდან და/ან მესამე პირთა საიტებიდან/კვლევის ანგარიშებიდან და EKIMO-ს არ ეკისრება პასუხისმგებელობა ან რაიმე ვალდებულება ინფორმაციის სისწორის, ან მასში არსებული შეცდომების, ხარვეზების ან უზუსტობების გამო, განურჩევლად იმისა, თუ რა მიზეზი აქვს ამგვარს, ან აღნიშნულის შედეგად დამდგარ რაიმე შედეგს. ნებისმიერი მედიკამენტის ან/და სამკურნალო საშუალების ჩამოთვლა/ჩვენება ან ამორიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ EKIMO მხარს უჭერს ან უარყოფს ამა თუ იმ მედიკამენტის ან/და ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
3.12.4„თქვენ“ გესმით და იაზრებთ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია მედიკამენტებზე ან/და სამკურნალო საშუალებებზე არ წარმოადგენს შეთავაზებას ან რჩევას „თქვენ“ მიერ მათ გამოყენებაზე. აქ მოყვანილი მედიკამენტებისა და/ან სამკურნალო საშუალებების შესახებ ინფორმაცია არ უნდა იქნას გამოიყენებული თვითმკურნალობის მიზნით. სასურველი და მოწოდებულია, რომ „თქვენ“ ყოველთვის გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, სანამ აქ მოცემული ინფორმაციით გადაწყვეტთ სარგებლობას.

4. კონტენტთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები

4.1EKIMO აცნობებს მომხმარებლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება, განათავსონ, გამოაჩინონ, ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, გადასცენ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია, რომელიც:
4.1.1სხვა პირს ეკუთვნის და მასზე „მომხმარებელს“არ გააჩნია სათანადო უფლება;
4.1.2არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით/ფორმით არაკანონერი;
4.1.3ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;
4.1.4არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა უფლებას;
4.1.5არღვევს ნებისმიერ ამჟამად მოქმედ კანონს/კანონმდებლობას;
4.1.6ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველი;
4.1.7სხვა პირის ნაცვლად ხორციელდება;
4.1.8შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით;
4.1.9საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, თავდაცვას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, ან საჯარო წესრიგს ან ახდენს რაიმე დასჯადი დანაშაულის/ქმედების ჩადენის წაქეზებას ან ხელს უშლის რაიმე დანაშაულის გამოძიებას, ან შეურაცხყოფს რომელიმე სხვა ერს.
4.2მოხმარებლებს ასევე ეკრძალებათ:
4.2.1EKIMO-ს კონტენტის მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ასეთის მცდელობა;
4.2.2ნებისმიერი ინფორმაციის (სამსახურებრივი ან სხვაგვარი შეტყობინებების და/ან ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება „აპლიკაციაში“ ან მისი მეშვეობით, რაც ხელის შემშლელია ან კონკურენციაშია EKIMO-ს მიერ „სერვისების“ მიწოდებასთან;
4.2.3„აპლიკაციაში” არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;
4.2.4სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;
4.2.5ნებისმიერი მექანიზმის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან საშუალების გამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური საშუალებები) „აპლიკაციაში” ნავიგაციის ან ძიების მიზნით;
4.2.6„აპლიკაციის“ ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან შეტრიალების/გადაწყობის მცდელობა;
4.2.7ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება EKIMO-ს ნებისმიერი კონტენტის ან „აპლიკაციიდან“ ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;
4.2.8EKIMO-ს ნებისმიერი კონტენტის კადრირება (framing), ცხელი ან ღრმა ბმულების (hor or deep linking) გამოყენება;
4.2.9პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.
4.3მას შემდეგ, რაც EKIMO ან თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულის შესახებ რაიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია, შეზღუდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება 4.1 და 4.2 პუნქტებს. ამასთან, EKIMO უფლებამოსილია, შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისთვის გადასაცემად ან გამოძიების მიზნებისათვის.
4.4„მომხმარებლის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესების ან დებულებების ან ამ „ხელშეკრულების“ („პოლიტიკის“ ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, EKIMO-ს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „აპლიკაციაზე“ წვდომის ან გამოყენების უფლებები და „სერვისების“ მიღების შესაძლებლობა და/ან შეზღუდოს არასასურველი ინფორმაცია „აპლიკაციიდან.“
4.5EKIMO-ს უფლება აქვს, გაამჟღავნოს ან გასცეს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნილია კანონით, ან ზედამხედველი ორგანოს/უწყების, ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც EKIMO, თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ: დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის მიმართ (მათ შორის, ქონებრივი) ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობას და/ან საკრედიტო რისკს, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების აღსრულება ან გამოყენება.
4.6EKIMO პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი სახით დარღვევის.

5. შეწყვეტა

5.1EKIMO უფლებას იტოვებს, შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს „მომხმარებლი“ს წვდომა „აპლიკაციასა“ და „სერვისებზე“ და ასევე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
5.1.1„მომხმარებელი“ არღვევს ამ „ხელშეკრულების“ ან „პოლიტიკის“ პირობებს;
5.1.2მესამე პირი აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ „თქვენ“ მიერ „აპლიკაციის“ ან „სერვისების“ გამოყენების შედეგად;
5.1.3EKIMO ვერ ახდენს მომხმარებლის მიერ EKIMO-სთვის მიწოდებული ინფორმაციის ვერიფიკაციას ან ავთენტურობის დადგენას;
5.1.4EKIMO-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის/ქმედების შესახებ; ან
5.1.5EKIMO-ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებამ შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან EKIMO-ს სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან ასეთი ქმედებები „აპლიკაციის“ ინტერესების საწინააღმდეგოა.
5.2დროებით შეჩერებული, უვადოდ შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი მომხმარებელს უკრძალავს „აპლიკაციის“ გამოყენებას იმავე ანგარიშით, სხვა ანგარიშით ან ხელახლა რეგისტრირებული ახალი ანგარიშით. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეწყვეტის შემდეგ, ასეთ მომხმარებელს აღარ შეიძლება ჰქონდეს წვდომა “აპლიკაციაში” დაცულ თავისივე მონაცემებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე და სხვა მასალებზე. მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი, მუდმივად, ალტერატიული გზით შენახული ჰქონდეს ინფორმაცია ნებისმიერი იმ სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელიც მას გაუწიეს.
5.3თუ „თქვენ“ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, აღნიშნულის გაკეთება შეგიძლიათ „ჩვენ“ მხარდამჭერ გუნდთან შემდეგ მისამართზე დაკავშირებით: support@ekimo.ge.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

6.1არავითარ შემთხვევაში, მათ შორის და არამარტო, დაუდევრობის შემთხვევაში, EKIMO ან მისი/ისევე როგორც, VABACO-ს რომელიმე დირექტორი, ოფიცერი, თანამშრომელი, აგენტი, წარმომადგენელი (ერთობლივად მოხსენიბული, როგორც „დაცული პირები”) პასუხისმგებელი არ არიან/იქნებიან ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განსაკუთრებულ, შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება „აპლიკაციის“ გამოყენებას, ან გამოყენების შეუძლებლობას, „აპლიკაციას“ ან მის კონტენტს, მასალებს, ფუნქციებს და „სერვისებს“, მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებას „აპლიკაციის“ საშუალებით, დაკარგულ შემოსავლებს/ბიზნესს ან დაკარგულ მომხმარებლებს. არცერთ შემთხვევაში „დაცული პირები“ არ იქნებიან პასუხისმგებელნი:
6.1.1ექიმების/პროვაიდერების მიერ ყველა ან რომელიმე კონკრეტული სახის მომსახურების მიწოდებაზე ან მიუწოდებლობაზე იმ მომხმარებლებისათვის, რომელთან დაკავაშირება ან რომლის მართვა ხორციელდება „აპლიკაციის“ საშუალებით;
6.1.2ნებისმიერ კონტენტზე, რომელიც „აპლიკაციაზე“ ან მისი მეშვეობით, განთავსებული, გადაცემული, გაცვლილი ან მიღებული იქნა ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა პირის სახელით;
6.1.3„თქვენ“ მიერ გაზიარებული ინფორმაციისა თუ მონაცემების ნებისმიერ უნებართვო/არაავტორიზებულ წვდომაზე ან მათ შეცვლაზე; ან
6.1.4„სერვისებთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე.

7. შენარჩუნება და განადგურება

7.1EKIMO-ს, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეინახოს „აპლიკაციის“ ან „სერვისების“ მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი ინფორმაციის მიზნის, საშუალებისა და გამოყენების მეთოდებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპიუტერის ვებ-სერვერის „ლოგები“/ჟურნალები იმ ვადით შეიძლება იქნას შენახული, რამდენიც ეს ადმინისტრაციულად იქნება აუცილებელი.

8. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

8.1თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე „ხელშეკრულება“ და ნებისმიერი ურთიერთობა EKIMO-სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
8.2ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე „ხელშეკრულებიდან“ ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ფარგლების, გამოყენებადობის, „აპლიკაციის“, „სერვისების“ ან მათი საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების თაობაზე, განიხილება საქართველოს შესაბამისი სასამართლოების მიერ.

9. საკონტაქტო ინფორმაცია

9.1თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება EKIMO-სთან, წინამდებარე „ხელშეკრულებასთან“ „სერვისებთან“ ან ამ „პირობებით“ გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, EKIMO-ს მომხმარებლებს დახმარების მისაღებად, შეუძლიათ, მოგვმართოთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: support@ekimo.ge.

10. განცალკევებულობა

10.1თუ საქართველოს შესაბამისი სასამართლოები „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულებას ბათილად მიიჩნევენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ, აღნიშნული დებულება გამოირიცხება „ხელშეკრულებიდან“, ხოლო „ხელშეკრულების“ დარჩენილი ნაწილი განმარტებული იქნება ასეთი ბათილი დებულების გარეშე და ძალაში დარჩება „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად; ამასთან, „ხელშეკრულება“ განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულთან მაქსიმალური შესაბამისობით ითვალისწინებდეს ბათილი დებულების მნიშვნელობასა და განზრახვას, როგორც ეს განსაზღვრული იქნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სასამართლოს მიერ.

11. უარი

11.1წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი დებულების/პირობის გაუქმება ან დარღვევის შედეგად შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ასეთი უარის ან თანხმობის წერილობითი გაფორმებისა და EKIMO-ს მიერ ხელმოწერის შემდგომ/შემთხვევაში. EKIMO-ს მხრიდან ნებისმიერი თანხმობა ან „თქვენ“ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი, აშკარა იქნება ეს, თუ - ნაგულისხმევი, არ წარმოადგენს თანხმობას, უარს ან პატიებას რაიმე სხვა ან ნებისმიერ მომდევნო დარღვევაზე.
„თქვენ“ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „პირობებს“ და ეთანხმებით მასში მოცემულ ყველა დებულებას.