EKIMO APP

ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.

EKIMO-ში ჩართული პარტნიორები

  • დაჯავშნე ექიმთან ვიზიტი კლინიკაში

    მოძებნე სასურველი სპეციალისტი აპლიკაციაში სხვადასხვა კრიტერიუმით და დაჯავშნე მასთან ვიზიტი კლინიკაში

  • სატელეფონო კონსულტაცია

    გაესაუბრე ექიმს დისტანციურად, სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად და დაზოგე დრო

  • გადაიხადე აპლიკაციით

    გადაიხადე თანხა ბარათით აპლიკაციის საშუალებით და აირიდე სალაროს რიგები

  • მიიღე და გამოიყენე სადაზღვევო მიმართვა

    მიიღე ციფრული სადაზღვევო მიმართვა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ციფრული მიმართვის გამოყენება შეგიძლია: 1. ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის დაჯავშნისას; 2. ონლაინ აფთიაქით სარგებლობისას

  • მიიღე ელექტრონული დანიშნულებები

    ექიმთან ვიზიტის შემდეგ, დიაგნოზთან ერთად, ელექტრონულად შეგიძლია მიიღო: დანიშნული მედიკამენტები, კვლევები, მიმართვები და რეკომენდაციები.

  • შეიძინე სააფთიაქო პროდუქცია სახლში გამოძახებით

    EKIMO-ს ონლაინ აფთიაქში შეგიძლია მოძებნო სასურველი სააფთიაქო პროდუქცია და შეიძინო ის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. შეკვეთილ პროდუქციას კურიერი ადგილზე მოგიტანს.