5 ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატი

5 ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატი

2022 / 01 აგვისტო

თუკი შენს სამზარეულოში არსებული საკვების ეტიკეტებს გადახედავ, ნახავ, რომ მათში დიდი რაოდენობით საკვები დანამატებია. ისინი, ძირითადად, პროდუქტის გემოს, გარეგნობის, ტექსტურის გასაუმჯობესებლად ან მისი შენახვის ვადის გასაგრძელებლად გამოიყენება.

 

და მაინც, რომელია ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატები და როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე?

 

 

ნატრიუმის ნიტრიტი

 

ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხშირად გვხვდება დამუშავებულ ხორცში, მოქმედებს როგორც კონსერვანტი ბაქტერიების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ისე - მარილიანი გემოს გასამძაფრებლად და მოწითალო-ვარდისფერი ფერის მისაღებად.

 

მაღალ ტემპერატურასთან და ამინომჟავებთან ერთად ნიტრიტი შეიძლება გადაიქცეს ნიტროზამინად, ნაერთად, რომელსაც შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ნიტრიტებისა და ნიტროზამინის ხშირი მიღება კუჭის კიბოს უფრო მაღალ რისკთან ასოცირდება.

 

ამიტომაც, შეგიძლიათ, დამუშავებული ხორცი ისეთი სასარგებლო და მაღალცილიანი ალტერნატივებით ჩაანაცვლო, როგორებიცაა: ქათამი, საქონლის ხორცი, თევზი, ღორის ხორცი, პარკოსნები, თხილი და კვერცხი.

 

გუარის რეზინი

 

გუარის რეზინა გრძელი ჯაჭვის ნახშირწყალია, რომელიც საკვების შესქელებისა და შესაკრავად გამოიყენება. იგი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში და გვხვდება ნაყინში, სოუსებსა და სუპებში.

 

გუარის რეზინა მდიდარია ბოჭკოებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, გუარის რეზინი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს ასუსტებს. სხვა კვლევები კი ვარაუდობენ, რომ გუარის რეზინი ასევე შეიძლება დაეხმაროს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შემცირებას.

 

თუმცა, გუარის რეზინის მაღალმა რაოდენობამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. ეს კი იმიტომ, რომ მას შეუძლია 10-დან 20-ჯერ გადიდდეს.

 

 

სიმინდის სიროფი

 

მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფი სიმინდისგან დამზადებული დამატკბობელია. ის ხშირად გვხვდება წვენებში, კანფეტებსა და მარცვლეულებში.

 

ის მდიდარია ფრუქტოზით, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს დიდი რაოდენობით მოხმარებისას, უმეტესწილად კი - წონის მატებასა და დიაბეტს.

 

სწორედ ამიტომ, უმჯობესია, მის მაგივრად დაუმუშავებელი საკვები მიირთვა და დამატკბობლად შაქრის ბუნებრივი წყაროები გამოიყენო, თუნდაც, როგორიცაა ხილი.

 

კარაგენანი

 

წითელი ზღვის მცენარეებისგან მიღებული კარაგენანი მოქმედებს, როგორც გამასქელებელი ემულგატორი და კონსერვანტი. კარაგენანის ძირითადი წყაროებია: ნუშის რძე, ხაჭო, ნაყინი, ყავის კრემი და რძის პროდუქტები, როგორიცაა ვეგანური ყველი.

 

ითვლება, რომ კარაგენანი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და შეიძლება, ის ასოცირებული იყოს ნაწლავის წყლულებისა და წარმონაქმნების განვითარებასთან.

 

თუ გადაწყვეტ, რომ კარაგენანის მიღება შეზღუდო, არსებობს უამრავი რესურსი ინტერნეტში, რომელიც დაგეხმარება, იპოვოთ ბრენდები და პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს კარაგენანს.

 

ხელოვნური საღებავები

 

ხელოვნური საღებავები, ძირითადად, საკვების ვიზუალის გასაუმჯობესებლად გამოიყენება და მათ იყენებენ როგორც კერძებში, ისე - დესერტებში.

 

თუმცა, ბოლო წლებში ბევრი შეშფოთება გაჩნდა ჯანმრთელობის პოტენციურ ეფექტებთან დაკავშირებით. საკვების სპეციფიკურმა საღებავებმა ადამიანების გარკვეულ ჯგუფში ალერგიული რეაქცია გამოიწვია.

 

ასევე გაჩნდა შეშფოთება გარკვეული საკვების საღებავების კიბოს გამომწვევი ეფექტების შესახებ.

 

როგორც წესი, ხელოვნური საღებავებით ის საკვები იღებება, რომელიც არც თუ ისე მდიდარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ, სფეროს ექსპერტები თითქმის ყოველთვის გვირჩევენ, ისეთი საკვები მივიღოთ რომელებსაც მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები მრავლად ექნებათ.

 

როგორც ხედავ, საკვები დანამატები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ შენს მომნელებელ სისტემაზე. თანაც, მათი მიღების არიდება არც თუ ისე მარტივი რამაა. სწორედ ამიტომ, სასურველია, პერიოდულად გასტროენტეროლოგს ესტუმრო და შენი ჯანმრთელობა გადაიმოწმო.

 

აქვე გეტყვი, რომ ექიმოში გასტროენტეროლოგიის კვირეული უკვე დაიწყო და ძალიან მარტივად, სრულიად უფასოდ შეძლებ, დისტანციურად გაიარო გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.