რამდენი უნდა ვიაროთ ფეხით წონაში დასაკლებად

რამდენი უნდა ვიაროთ ფეხით წონაში დასაკლებად

2019 / 16 დეკემბერი

ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული და მარტივი ვარჯიში სიარულია.

სიარულით ადამიანს საშუალოდ კვირაში 500 გრამის, 5 თვეში კი 8 კილოზე მეტის დაკლება შეუძლია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც წონასა და მანძილზეა დამოკიდებული.

ზოგადად, თუ თქვენ საშუალო ტემპით ივლით (5 კმ/სთ), ერთ საათში 400 კალორიას დაწვავთ. თუმცა, შეგიძლიათ 5 კილომეტრზე არ გაჩერდეთ და დამატებით 3 კმ გაიაროთ, რა შემთხვევაშიც კიდევ 300 კალორიას დაწვავთ.

შეგიძლიათ უფრო ნაკლებიც იაროთ. მთავარია, სიარული თქვენი დღის ნაწილად აქციოთ. ამაში შეიძლება პედომეტრი (ბიჯსაზომი) დაგეხმაროთ.

 

პედომეტრი და წონაში კლება

 

პედომეტრი ნაბიჯების აღმრიცხველი ხელსაწყოა, ის გამოგითვლით რამდენი ნაბიჯი გადადგით, რის მიხედვითაც გამოანგარიშებს რა მანძილი გაიარეთ და რამდენი კალორია დაწვით.

რომ გაიგოთ, რამდენი კილომეტრი უნდა იაროთ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, ჯერ ის უნდა იცოდეთ, უკვე რამდენს გადიხართ.

მაგალითად, გაიგეთ, რომ ამჟამინდელი გრაფიკის მიხედვით დღეში 8.000 ნაბიჯს დგამთ, წონას კი მხოლოდ ინარჩუნებთ და არ იკლებთ.

როდესაც ეს მონაცემები უკვე გაქვთ, მხოლოდ მარტივი მათემატიკა დაგჭირდებათ იმის გამოსათვლელად, თუ დამატებით რამდენი ნაბიჯი დაგჭირდებათ დასაკლებად.

 

მარტივი მათემატიკა

 

1 კვირაში 500 გრამი რომ დაიკლოთ, დაახლოებით 3.500 კალორია უნდა დაწვათ, რაც დღეში 500 კალორიაა.

1 კილომეტრში ადამიანი საშუალოდ 1.250 ნაბიჯს დგამს და 62.5 კალორიას წვავს.

გამოდის, რომ დღეში 500 კალორიის დასაწვავად, 10,000 ნაბიჯი უნდა გადადგას.

10.000 ნაბიჯი 8 კილომეტრია, რაც საკმაოდ დიდი მანძილია იმისთვის, რომ ყოველდღე მოასწროთ. თუმცა, არსებობს გზები, როგორ შეიძლება ეს რუტინა თქვენს დატვირთულ გრაფიკში რამენაირად მაინც ჩასვათ.

პირველ რიგში, გაითვალისწიენთ, რომ აუცილებელი არაა თავიდანვე 10.000 ნაბიჯით დაიწყოთ. დაიწყეთ ნაკლებით და დროთა განმავლობაში მოუმატეთ.

 

  • ჩამოდით ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ;
  • მანქანა დანიშნულებიდან ცოტა შორს გააჩერეთ;
  • არ გამოიყენოთ ლიფტი და სართულები ფეხით აიარეთ.

რეკომენდებული