დიაბეტის ტიპები და გამომწვევი მიზეზები

დიაბეტის ტიპები და გამომწვევი მიზეზები

2022 / 02 მაისი

შაქრიანი დიაბეტი მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის მატებითაა გამოწვეული. ჰორმონ ინსულინს ჩვენს ორგანიზმში გლუკოზა სისხლიდან უჯრედებში გადააქვს, რათა ის ენერგიისთვის გამოიყენოს, ან უბრალოდ შეინახოს. შაქრიანი დიაბეტის დროს, ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან არ შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ის, რასაც ეს ჰორმონი აკეთებს.

 

რა ტიპის დიაბეტი არსებობს?

 

ტიპი 1

 

ამ ტიპის დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს იმუნური სისტემა უტევს და ანადგურებს პანკრეასის უჯრედებს, სადაც ინსულინი მზადდება. გაურკვეველია, რა იწვევს ამ შეტევას. დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს აქვს ეს ტიპი.

 

ტიპი 1-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: უკიდურესი შიმშილი, წყურვილი, წონის კარგვა, ხშირი შარდვა, ბუნდოვანი ხედვა, დაღლილობა.

 

ტიპი 2

 

 ამ ტიპის დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება და შაქარი სისხლში გროვდება.

 

ტიპი 2 დიაბეტი ხშირად გენეტიკური მიზეზებითა თუ ცხოვრების წესის ფაქტორებითაა გამოწვეული. ხშირად, ჭარბი წონა ან სიმსუქნე ზრდის დიაბეტის რისკს. ზედმეტი წონის თქვენს უჯრედებს უფრო მდგრადს ხდის სისხლში შაქარზე ინსულინის ზემოქმედების მიმართ.

 

ტიპის დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თითქმის ტიპი 1-ის სიმპტომების იდენტურია.

 

პრედიაბეტი

 

ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლში შაქარი ნორმაზე მაღალია, მაგრამ ის საკმარისად მაღალი არ არის საიმისოდ, რომ ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.

 

გესტაციური დიაბეტი

 

გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების შედეგია. პლაცენტა გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ორსულის უჯრედებს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის ინსულინის ზემოქმედების მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მომატება ორსულობის დროს.

 

ქალები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ორსულობის დროს, უფრო ხშირად ავადდებიან გესტაციური დიაბეტით.

 

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აქვს. მდგომარეობა ხშირად სისხლში შაქრის ჩვეულებრივი ტესტირების დროს ვლინდება, რომელიც ჩვეულებრივ გესტაციის 24-ე და 28-ე კვირას შორის ტარდება.

 

დიაბეტის პრევენცია

 

ტიპი 1 დიაბეტის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან ის იმუნური სისტემის პრობლემებითაა გამოწვეული. ტიპი 2 დიაბეტის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა გენები ან ასაკი, ასევე არ შეიძლება კონტროლს დაექვემდებაროს.

 

თუმცა, დიაბეტის მრავალი სხვა რისკ-ფაქტორი კონტროლირებადია. პრევენციის სტრატეგიების უმეტესობა მოიცავს დიეტასა და ფიტნეს რუტინის მარტივ კორექტირებას.



პრედიაბეტის დიაგნოზის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელთა გაკეთებაც ტიპი 2 დიაბეტის თავიდან ასაცილებლად სასურველია:

 

  • დაუთმეთ კვირაში მინიმუმ 150 წუთი აერობულ ვარჯიშებს, როგორიცაა ფეხით ან ველოსიპედით სიარული;
  • რაფინირებულ ნახშირწყლებთან ერთად, გამორიცხეთ რაციონიდან გაჯერებული და ტრანს ცხიმები;
  • მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული;
  • მიირთვით მცირე ულუფები;
  • თუ ჭარბწონიანი ხართ, ეცადეთ წონის 7% დაიკლოთ;

 

გარდა ამისა, აუცილებლად განიხილეთ დიაბეტის პოტენციური რისკები თქვენს ექიმთან. თუ რისკის ქვეშ ხართ, ჩაიტარეთ ტესტი და მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს სისხლში შაქრის მართვის შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ ექიმოს აპლიკაციის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა და საჭირო ანალიზების გამოძახება. ექიმოს ასევე აქვს პაკეტური შეთავაზებაც, რომელიც შემდეგ ანალიზებს მოიცავს: ჰომა ინდექის განსაზღვრა, გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი და გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა.