ძუძუს კიბოს სახეობები და სიმპტომები

ძუძუს კიბოს სახეობები და სიმპტომები

2022 / 19 ოქტომბერი

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. მას სხვაგვარად ვარდისფერ თვესაც უწოდებენ. დღესდღეობით საკმაოდ ბევრმა არ იცის, თუ რა იწვევს ამ დაავადებას და როგორ უნდა იმკურნალონ პაციენტებმა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ძუძუს კიბოს შესახებ დეტალურად გიამბოთ. 

 

რა არის ძუძუს კიბო?

 

კიბო ჩნდება მაშინ, როდესაც გენები მუტაციას განიცდის, რომლებიც უჯრედების ზრდას არეგულირებენ. მუტაციები საშუალებას აძლევს უჯრედებს, უკონტროლო გზით გაიყოს და გამრავლდეს.

 

სარძევე ჯირკვლის კიბო ვითარდება მკერდის უჯრედებში. როგორც წესი, კიბო ყალიბდება მკერდის ლობულებში ან სადინარებში.

 

ლობულები არის ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ რძეს, ხოლო სადინარები არის გზები, რომლებსაც რძე ჯირკვლებიდან ძუძუსკენ მიჰყავს. კიბო ასევე შეიძლება განვითარდეს ცხიმოვან ქსოვილში ან მკერდის ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილში.

 

უკონტროლო კიბოს უჯრედები ხშირად იჭრება სხვა, ჯანსაღი მკერდის ქსოვილში და მოგზაურობენ მკლავების ქვეშ მდებარე ლიმფურ კვანძებში. მას შემდეგ, რაც კიბო ლიმფურ კვანძებში შედის, მას უკვე აქვს შესაძლებლობა, სხეულის სხვა ნაწილებში გადაადგილდეს.

 

ძუძუს კიბოს ნიშნები და სიმპტომები

 

ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბომ შეიძლება არ გამოიწვიოს რაიმე სიმპტომი. ხშირ შემთხვევაში, სიმსივნე შეიძლება იყოს ძალიან პატარა საიმისოდ, რომ იგრძნოთ ის ხელით, მაგრამ ანომალია მაინც ჩანს მამოგრაფიაზე.

 

ძუძუს კიბოს თითოეულმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი. ამ სიმპტომებიდან ბევრი მსგავსია, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება იყოს განსხვავებული. ყველაზე გავრცელებული ძუძუს კიბოს სიმპტომებია:

 

  1. ქსოვილის გასქელება, რომელიც განსხვავებულად იგრძნობა მიმდებარე ქსოვილისგან
  2. მკერდის ტკივილი
  3. წითელი ან გაუფერულებული, ორმოიანი კანი მკერდზე
  4. მთელი მკერდის ან მისი ნაწილის შეშუპება
  5. ძუძუს გამონადენი დედის რძის გარდა
  6. სისხლიანი გამონადენი ძუძუდან
  7. კანის აქერცვლა
  8. მკერდის ფორმის ან ზომის უეცარი, აუხსნელი ცვლილება
  9. კანის გარეგნობის ცვლილებები მკერდზე
  10. სიმსივნე ან შეშუპება მკლავის ქვეშ

 

თუკი ამ სიმპტომიდან რომელიმე გაწუხებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძუძუს კიბო გაქვთ. მაგალითად, მკერდის ტკივილი ან მკერდის სიმსივნის მიზეზი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი კისტა.

 

მიუხედავად ამისა, თუ თქვენ აღმოაჩენთ სიმსივნეს მკერდზე ან გაქვთ სხვა სიმპტომები, მიმართეთ ექიმს შემდგომი გამოკვლევისა და ტესტირებისთვის.

 

ძუძუს კიბოს სახეები

 

ძუძუს კიბოს რამდენიმე სახეობა არსებობს და ისინი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ინვაზიური და არაინვაზიური.

 

ეს ორი კატეგორია გამოიყენება ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპების აღსაწერად, რომელიც მოიცავს:

 

  1. სადინარის კარცინომა in situ. სადინარის კარცინომა in situ (DCIS) არის არაინვაზიური მდგომარეობა. DCIS-ით, კიბოს უჯრედები შემოიფარგლება თქვენი სარძევე ჯირკვლის სადინარებით და არ იჭრება მკერდის მიმდებარე ქსოვილში.
  2. ლობულური კარცინომა in situ. ლობულური კარცინომა in situ (LCIS) არის კიბო, რომელიც იზრდება თქვენი მკერდის რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში. DCIS-ის მსგავსად, კიბოს უჯრედები არ იჭრება მიმდებარე ქსოვილში.
  3. ინვაზიური სადინრის კარცინომა. ინვაზიური სადინრის კარცინომა (IDC) ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ამ ტიპის ძუძუს კიბო იწყება ძუძუს რძის სადინარებში და შემდეგ იჭრება მკერდის მიმდებარე ქსოვილში. მას შემდეგ, რაც ძუძუს კიბო ვრცელდება ქსოვილზე თქვენი რძის სადინარების გარეთ, ის შეიძლება შეიჭრას სხვა ახლომდებარე ორგანოებსა და ქსოვილებში.
  4. ინვაზიური ლობულური კარცინომა. ინვაზიური ლობულური კარცინომა (ILC) პირველად ვითარდება მკერდის ლობულებში და იჭრება ახლომდებარე ქსოვილში.

 

თუ თქვენ აღმოაჩენთ უჩვეულო სიმსივნეს ან ლაქას მკერდზე ან გაქვთ ძუძუს კიბოს სხვა სიმპტომები, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან.

 

თუ თქვენი პრობლემა კიბო აღმოჩნდა, გახსოვდეთ, რომ ადრეული მკურნალობა ასეთ დროს ძალიან მნიშვენლოვანია. ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობა და განკურნება ხშირად შესაძლებელია.

 

ვიზიტის დასაჯავშნად კი შეგიძლიათ, ექიმოს სამედიცინო პლატფორმა გამოიყენოთ. მით უფრო, რომ ექიმოში ეს კვირა მამოლოგიის კვირეულია და კონსულტაცია მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა.