.png)
ენდოკრინული დარღვევები და მათი გართულებები
2022 / 28 მარტი
დღესდღეობით ენდოკრინული დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ხშირად ეს პრობლემა ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება. ამ დარღვევებს კი მრავალმხრივი სიმპტომატიკა აქვს - მან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები მეტაბოლიზმში, მოახდინოს გავლენა განწყობაზე და ა.შ
ენდოკრინული დარღვევები, ძირითადად, რამდენიმე სახით ვლინდება და ამ ბლოგში სწორედ მათ ტიპებსა და სიმპტომებზე გიამბობთ.
ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ძალიან ბევრ ჰორმონს გამოიმუშავებს. მისი გამომწვევი მიზეზეი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ანთება ან გრეივსის დაავადება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობენ ენერგიის ხარჯვის რეგულირებას მთელ სხეულში. ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის:
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
- ძილის სირთულე
- გაღიზიანება და ნერვიულობა
- დაღლილობა
- ტემპერატურის რთულად რეგულირება
- ნაწლავის ხშირი მოძრაობა
- წონის კლება მადის გაზრდით
- ჩიყვი
ჰიპერთირეოზის მკურნალობა დამოკიდებულია მის მიზეზზე, სიმპტომებსა და ადამიანის საერთო ჯანმრთელობაზე. ისინი შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს, რადიოიოდით თერაპიას ან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიას.
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი მაშინ ვლინდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ეს ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და შეიძლება სხეულის პროცესების შენელება გამოიწვიოს.
მას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა
- მგრძნობელობა სიცივის მიმართ
- ნელი მეტყველება
- დავარდნილი ქუთუთოები და სახის შეშუპება
- მშრალი კანი
- ნელი გულისცემა
- კუნთების კრუნჩხვები
- დაბნეულობა
- ყაბზობა
- წონის მომატება
- ჩხვლეტა ხელებში
ექიმმა შეიძლება შემოგვთავაზოს მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დამატებითი დოზებით, რათა სიმპტომების მართვას დაეხმაროს.
კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომი ვლინდება ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით. კორტიზოლი ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, მეტაბოლური პროცესების რეგულირებასა და არტერიული წნევის შენარჩუნებაში ეხმარება.
კორტიზოლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ კუშინგის სინდრომის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
- წონის მატება
- ხელებისა და ფეხების დათხელება
- მომრგვალებული სახე
- თმის ჭარბი ზრდა
- კუნთების სისუსტე
- ბუნდოვანი ხედვა
- ნაყოფიერების შემცირება
- დაღლილობა
- სისხლჩაქცევები და იისფერი სტრიები
კუშინგის სინდრომის ყველაზე გავრცელებული მკურნალობა სიმსივნის ამოღებაა ფარისებრი ჯირკვლიდან, რომელიც ამ სიმპტომებს იწვევს.
აკრომეგალია
აკრომეგალია თავს იჩენს მაშინ, როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბი ზრდის ჰორმონს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების, ორგანოებისა და სხვა ქსოვილების უჩვეულო ზრდა. მაგალითად:
- შეშუპებული ხელები და ფეხები
- სახის ნაწილების ზრდა
- ძვლის ცვლილებები, როგორიცაა გამოწეული ყბა
- სქელი, მშრალი კანი
- ოფლიანობა და სხეულის სუნი
მისი მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, მედიკამენტებსა და სხივურ თერაპიას მდგომარეობის გამომწვევი სიმსივნის შესამცირებლად.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს იწვევს, იმის გამო, რომ სხეულს არ შეუძლია ინსულინის გამოყოფა ან გამოყენება გლუკოზის დასარეგულირებლად. დიაბეტის ორი ყველაზე გავრცელებული ტიპია ტიპი 1 და ტიპი 2.
დიაბეტი ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
- მუდმივი წყურვილი და ხშირი შარდვა
- შიმშილის შეგრძნება
- წონის მოულოდნელი ცვლილებები
- მუდმივი წყლულები
- დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში
- დაღლილობა
- ბუნდოვანი ხედვა
დიაბეტის მკურნალობა, უმეტესწილად, ცხოვრების სტილის ფაქტორებისა და მედიკამენტების კომბინაციას მოიცავს. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს შეიძლება რეგულარული ინსულინის მედიკამენტები დასჭირდეთ, რათა გლუკოზის დონის რეგულირებას შეძლონ.
ენდოკრინული დარღვევების იდენტიფიცირება შეიძლება, რთული იყოს მათი ფართო სპექტრის სიმპტომების გამო. თუკი რაიმე უჩვეულო სიმპტომი გაქვთ, რომელიც შეიძლება, ენდოკრინულ აშლილობაზე მიუთითებდეს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
აქვე გეტყვით, რომ ენდოკრინოლოგებთან ვიზიტის დაჯავშნა ან ენდოკრინული სისტემის გამოკვლევისთვის საჭირო ანალიზების გამოძახება მარტივად შეგიძლიათ EKIMO-ს აპლიკაციით.