ენდოკრინული სისტემის ფუნქციები და დარღვევები

ენდოკრინული სისტემის ფუნქციები და დარღვევები

2022 / 19 მაისი

ენდოკრინული სისტემა იმ ჯირკვლებისგან შედგება, რომელიც სხეულის სხვადასხვა უბანში არიან განლაგებული. ეს ჯირკვლები კი, თავის მხრივ, ქმნიან და გამოყოფენ ჰორმონებს.

 

ჰორმონები ერთგვარი ქიმიკატებია, რომლებსაც სისხლის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის შეტყობინება მიაქვთ ორგანოებამდე. სწორედ ეს სიგნალები ატყობინებს სხეულს რა და როდის უნდა გააკეთოს.

 

და მაინც, კონკრეტულად რას აკეთებს ენდოკრინული სისტემა და როგორ მუშაობს ის?

 

ჰიპოფიზის ჯირკვალი გრძნობს, როდესაც ჰორმონის დონე იზრდება და ეუბნება სხვა ჯირკვლებს, შეწყვიტონ ჰორმონების გამომუშავება და გამოყოფა. როდესაც ჰორმონის დონე გარკვეულ წერტილს ქვემოთ ეცემა, ჰიპოფიზის ჯირკვალს შეუძლია სხვა ჯირკვლებს მეტი ჰორმონის გამომუშავება დაავალოს - ამ პროცესს ჰომეოსტაზს უწოდებენ.

 

ჰორმონები, როგორც უკვე აღვნიშნე, გავლენას ახდენენ სხეულში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესზე, მათ შორის:

 

  • მეტაბოლიზმზე
  • ზრდა-განვითარებაზე
  • ემოციებსა და განწყობაზე
  • ფერტილობასა და სექსუალური ფუნქციაზე
  • ძილის რეჟიმზე
  • სისხლის წნევაზე

 

ზოგჯერ ჯირკვლები ძალიან ბევრ ან არასაკმარის ჰორმონს გამოყოფენ. სწორედ ამ დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: წონის მომატება, მაღალი წნევა, განწყობის დაქვეითება და ა.შ როგორც წესი, ჰორმონების გამოყოფის დარღვევა შესაძლოა, ავადმყოფობით, სტრესითა და ზოგიერთი მედიკამენტით იყოს გამოწვეული.

 

 

 

 ენდოკრინული სისტემის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია:

 

  • შაქრიანი დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
  • ჰიპოგონადიზმი (დაბალი ტესტოსტერონი)
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS)
  • ოსტეოპოროზი

 

როგორ უნდა შეინარჩუნო ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობა?

 

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ენდოკრინულ სისტემას სჭირდება იგივე რამ, რაც დანარჩენ სხეულს - ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ექიმთან რეგულარული ვიზიტი.

 

გაითვალისწინე, რომ ენდოკრინული სისტემის პრობლემებს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

 

  • ხშირი შარდვა
  • ხშირი წყურვილი
  • გულისრევა ან კუჭის ტკივილი, რომელიც არ ქრება
  • წონის უეცარი კლება ან აუხსნელი მატება
  • ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე
  • ჭარბი ოფლიანობა
  • გულის აჩქარება ან მომატებული წნევა

 

თუკი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სიმპტომი მაინც გაწუხებს, აუცილებლად ეწვიე ექიმს.

 

და ბოლოს, აქვე გეტყვი, რომ 21 მაისის ჩათვლით, ექიმოს აპლიკაციიდან ენდოკრინოლოგთან უფასო დისტანციური კონსულტაციის ჩანიშვნა შეგიძლია შენთვის მოსახერხებელ დროს.