გზები, რომლითაც მშობელი მოზარდს მენტალური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება

გზები, რომლითაც მშობელი მოზარდს მენტალური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება

2022 / 19 ოქტომბერი

ბავშვები განვითარების ყველა ეტაპზე საჭიროებენ მენტალურ მხარდაჭერასა და თანადგომას. სწორედ ამიტომ, საჭიროა, მშობლები აქტიურად აკვირდებოდნენ შვილების ფსიქიკას და საჭიროების შემთხვევაში რელევანტურადაც ჩაერიონ მათი მენტალური პრობლემების მოგვარებაში.

 

საბედნიეროდ, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეს გზებია:

 

დაძლევის ჯანსაღი უნარების მოდელირება

 

თქვენ შეგიძლიათ, თქვენს შვილს თავიანთ ემოციებთან გამკლავების უნარების მოდელირებით დაეხმაროთ. ისეთი აქტივობები, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, სტრესის ბურთების გამოყენება, ხელოვნების დაკავება (ხატვა, წერა და ა.შ) ან სეირნობა, შეიძლება, შესანიშნავი სტრატეგია იყოს ემოციებთან გასამკლავებლად.

 

დააკვირდით ქცევის ცვლილებებს

 

ძალიან ნორმალურია ის, რომ ბავშვებს აქვთ ქცევის ცვლილებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. თუმცა, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი დისტანცირდა თქვენგან ან მეგობრებისგან, ოჯახისგან ან ჩვეული რუტინისგან, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ის განიცდის რაიმეს. ამიტომაც, უთხარით და აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ თქვენ მასთან ხართ და მზად ხართ მხარი დაუჭიროთ მას.

 

გქონდეთ მასთან ღია და გულწრფელი კომუნიკაცია

 

მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ მას შეუძლია თქვენთან საუბარი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და რომ მას სიყვარულითა და მხარდაჭერით მიიღებენ და მოუსმენენ. უბრალოდ აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ მასთან ხართ აუცილებლად მოუსმენთ განსჯის გარეშე. ამით აუცილებლად გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ ის თქვენთან მოვა, როცა რაიმე პრობლემა ექნება.

 

შექმენით რუტინა და დააწესეთ მკაფიო საზღვრები სახლში.

 

ყოველდღიური გრაფიკის გაურკვევლობამ შეიძლება, ბავშვის ცხოვრებაში სტრესი ან შფოთვა გამოიწვიოს. სახლში ზოგადი რუტინის შექმნამ შეიძლება, გარკვეული შვება და სიმშვიდე უზრუნველყოს თქვენი შვილისთვის, იქნება ეს ყოველდღიური კვების განრიგი თუ ყოველკვირეული კინოს საღამო. მკაფიო საზღვრების ქონა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილმა იცოდეს, რას მოელიან მისგან სახლში, რამაც, შესაძლოა, მინიმუმამდე დაიყვანოს იმედგაცრუების ალბათობა როგორც მშობლისგან, ასევე - ბავშვისგან.

 

მიეცით მას დადებითი უკუკავშირი და ხშირად წაახალისეთ

 

ბავშვებს უყვართ დადებითი უკუკავშირის მიღება და უხარიათ ის, რომ რაღაც კარგად გააკეთეს. იმის ცოდნა, რომ მათ რაღაც კარგად გააკეთეს, ზრდის სიამაყისა და თავდაჯერებულობის გრძნობას, რაც, შეიძლება, დიდხანს დარჩეს ბავშვში. გარდა ამისა, ქცევის პოზიტიური გაძლიერება ხშირად წაახალისებს ბავშვებს ამ ქცევის გამეორებაში.

 

რეგულარულად ისაუბრეთ ემოციებსა და გრძნობებზე.

 

ბავშვები ძალიან ბევრს სწავლობენ მშობლების ყურებით. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვათ, რომ თქვენი დღე იყო კარგი ან ცუდი, შეეცადეთ განიხილოთ სხვადასხვა ემოცია, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში განიცდიდით. ესაუბრეთ მათ იმ მომენტზე, როცა შეხვედრაზე სტრესი იგრძენით ან იმედგაცრუებული დარჩით და შემდეგ ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდით თქვენს ემოციებს ამ სიტუაციაში. ეს ასწავლის მას, რომ მსგავსი გრძნობები ნორმალურია.

 

და ბოლოს, თუკი თქვენს შვილს მისთვის შეუსაბამო ქცევები ან ემოციები შენიშნეთ, აუცილებლად ჩანიშნეთ ფსიქოლოგთან ვიზიტი, რომელიც მას ამ ემოციების მართვაში დაეხმარება.

 

დისტანციური ვიზიტისთვის ან უბრალოდ ვიზიტის ჩანიშვნისთვის კი შეგიძლიათ ექიმოს აპლიკაცია გამოიყენოთ.