კანთან დაკავშირებული პრობლემები ზაფხულში

კანთან დაკავშირებული პრობლემები ზაფხულში

2022 / 25 ივლისი

ზაფხული ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი პერიოდია. თუმცა, ეს ის დროა, როცა კანის პრობლემები ყველაზე აქტიურად იჩენს თავს. არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც ზაფხულზე კანს აზიანებს, მაგალითად: მზის სხივების, მწერებისა და შხამიანი მცენარეების ზემოქმედება.

 

და მაინც, კანის რომელი პრობლემებია ყველაზე მეტად გავრცელებული ზაფხულში?

 

მზით დამწვრობა

 

მზით დამწვრობა კანის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ზაფხულში. მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ მზისგან დამცავ კრემს რეგულარულად, ხშირად კანი მაინც ზიანდება ჭარბი მზის აბაზანების შემდეგ.

 

ამიტომაც, ატარეთ მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ 30-იანი SPF-ით ყოველდღე თქვენი კანის დასაცავად. გარდა ამისა, ატარეთ ტანსაცმელი, რომელსაც ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვის თვისება გააჩნია და ასევე, გამოიყენეთ ფართოფარგლოვანი ქუდი თქვენი სახის დასაცავად. თუკი დამწვრობას შეამჩნევთ, მოერიდეთ მზეს, რადგან მისმა ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება კანი ძლიერად დააზიანოს.

 

სიცხის გამონაყარი

 

როდესაც საოფლე ჯირკვლები იკეტება, ოფლი ვერ გამოდის სხეულიდან. ის გროვდება კანქვეშ და შეიძლება ქავილიან გამონაყარად ჩამოყალიბდეს. კანის ამ პრობლემას ხანდახან დასიცხვას ეძახიან.

 

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მსგავსი ტიპის გამონაყარი დღის ყველაზე ცხელ პერიოდში გარე აქტივობების თავიდან აცილებით. სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად, ხშირად მიიღეთ გრილი შხაპი.

 

ფოლიკულიტი

 

ფოლიკულიტი არის ინფექცია, რომელიც თმის ფოლიკულებში წარმოიქმნება. ფოლიკულიტი გარეგნულად აკნეს გავს, მაგრამ მისი გამონაყარი ხშირად ბევრად მგრძნობიარეა. ეს პრობლემა ზაფხულში ძალიან გავრცელებულია, რადგან ფორების დახშობისას ბაქტერიები ოფლიან კანზე მრავლდებიან.

 

შხაპის მიღება ოფლიანობის შემდეგ საუკეთესო საშუალებაა ფოლიკულიტის თავიდან ასაცილებლად. ასევე, არ ჩაიცვათ ოფლიანი ტანსაცმელი. ფორების დაგროვების შესამცირებლად, გამოიყენეთ არაკომედოგენური მზისგან დამცავი საშუალება მთელ სხეულზე.

 

ეგზემის გამწვავება

 

ეგზემა ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც კანის ქავილსა და წითელი, დაბზარული ლაქების განვითარებას იწვევს. ზაფხულის ამინდმა შესაძლოა ეგზემის გამწვავება გამოიწვიოს. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება, გააღიზიანოს კანი, ხოლო ოფლი სწრაფად დაგროვდეს იდაყვისა და მუხლების მოსახრელებში. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ეგზემა ჩვეულებრივ ჩნდება.

 

ზაფხულში ეგზემის გამწვავების რისკის შესამცირებლად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სხეულის ზომიერი ტემპერატურა. რეგულარულად ჩამოიბანეთ ოფლი თქვენი კანიდან სუფთა წყლით, დაიტენიანეთ სხეული მთელი სეზონის განმავლობაში და ხშირად გამოიცვალეთ ტანსაცმელი.

 

ნაკბენები

 

ზაფხულში მეტი დროის გატარება ღია ცის ქვეშ ნიშნავს, რომ მეტად დაგკბენენ კოღოები. როდესაც მდედრი კოღოები კბენენ ადამიანებს, ისინი ტოვებენ ნერწყვს შენს კანში და ასტიმულირებენ სხეულის ჰისტამინის რეაქციას. შედეგად წარმოიქმნება წითელი, ქავილიანი ნაკბენები.

 

გაითვალისწინეთ, რომ თუ ნაკბენი გაწუხებთ და გექავებათ, არ შეეხოთ მას და არ დაკაწროთ. მისმა მოქავებამ შეიძლება, გააღიზიანოს შენი კანი, გაზარდოს დაზიანება და შეანელოს მოშუშების დრო.

 

მზის ალერგია

 

მზეზე ყოფნისას შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია). ეს დაავადება, ძირითად შემთხვევაში, ვითარდება მაშინ, თუკი განსაკუთრებული მგრძნობელობა გაქვს მზის მიმართ. ასეთ დროს, შიშველ კანზე შეამჩნევ წითელ, ქერცლიან და უკიდურესად ქავილიან გამონაყარს.

 

თუკი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ზაფხულში განსაკუთრებით გაწუხებს, აუცილებლად მიაკითხე დერმატოლოგს, რომელიც რელევანტურ რჩევას მოგცემს და სწორ მკურნალობას დაგინიშნავს.

 

აქვე გეტყვი, რომ ექიმოში ვენერო-დერმატოლოგებთან კონსულტაციის უფასო კვირეულია და შეგიძლია, ონლაინ, მარტივად დაგეგმო დისტანციური ვიზიტი სფეროს ექსპერტთან.