რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

2022 / 04 მარტი

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

 

რაც დრო გადის, არაჯანსაღი ცხოვრების პრობლემები და შედეგები მით უფრო თვალსაჩინო ხდება. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ის თემაა, რაზეც დღესდღეობით უამრავი ადამიანი საუბრობს. თუმცა, საუბართან ერთად, ბევრიც სწორედ რომ ამ წესით ცხოვრებას ცდილობს და მის მთავარ პრინციპებს მიჰყვება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობის ცნებას განმარტავს, როგორც "ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის სრული მდგომარეობა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა".

 

და მაინც, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

 

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იმგვარ პრინციპთა ერთობლიობაა, როგორებიც არის: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ძილის კარგი რეჟიმი.. ეს მართლაც ასეა, თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არამხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრება, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს და ა.შ შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ნაზავია.

 

რას მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი?

 

  • სწორი კვება
  • ფიზიკური აქტივობა
  • ძილის კარგი რეჟიმი
  • პირადი ჰიგიენა
  • მავნე ჩვევების არქონა
  • უსაფრთხო გარემო
  • ჯანსაღი ურთიერთობები
  • ემოციების მართვა
  • სტრესის მართვა
  • შინაგანი სიმშვიდე
  • სულიერი კეთილდღეობა
  • აქტიური სოციალური ცხოვრება

 

ეს სია, შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან ჯანსაღ ცხოვრების წესს ერთი კონკრეტული განმარტება არ გააჩნია და ის ყველაფერ ჯანსაღთან და ადეკვატურთან ასოცირდება.

 

 

რაში გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესი?

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათვალისწინება აგვარიდებს იმ ყოფით თუ ემოციურ პრობლემებს, რაც სტატისტიკურად ძალიან ბევრ ადამიანს ემართება. მაგალითად, ინდოეთში, ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი რისკები ემუქრებათ, როგორებიცაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დააავადებები, სიმსივნე და ა.შ ყველაფერ ამას კი ცუდი ჩვევები იწვევს (არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის არქონა, ძილის დარღვევა, ჭარბი მოწევა ან ალკოჰოლის მოხმარება).

 

ჯანსაღად ცხოვრება აგარიდებთ სწორედ ამ დაავადებების განვითარების რისკს - მაგალითად, 2020 წელს ჩატარებულ კვლევაში, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად მიღება დაკავშირებულია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების 25 პროცენტით დაბალ რისკთან.

 

ხელს უწყობს მატერიალური რესურსის დაზოგვას - რაც უფრო ჯანმრთელი ხართ, მით უფრო ნაკლებად გიწევთ ექიმთან ვიზიტი. ეს კი აუცილებლად დაგეხმარებათ, დაზოგოთ მატერიალური რესურსი.

 

ახანგრძლივებს სიცოცხლის ხანგრძლივობას - თუკი 50 წლის ასაკს ისე მიაღწიეთ, რომ არ მოგიწევიათ, ინარჩუნებთ ჯანსაღ წონას, ხართ რეგულარულად აქტიური, იკვებებით სწორად და ზომიერად მოიხმართ ალკოჰოლს, კვლევების თანახმად, კიდევ დიდხანს იცოცხლებთ.

 

ეს შეიძლება კარგი იყოს გარემოსთვის - ულტრა დამუშავებული საკვები შეიცავს დანამატებს ტექსტურის, გემოს ან ფერის შესაცვლელად. ულტრა დამუშავებული საკვების დამზადება კი ხელს უწყობს სითბური გაზების გამოყოფას, წყლის დეფიციტს, ბიომრავალფეროვნების შემცირებას, პლასტმასის ნარჩენების დაგროვებას და ტყეების განადგურებას. ამ საკვების ნაკლები მოხმარება კი, საბოლოო ჯამში, სასარგებლო იქნება გარემოსთვის.

 

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად ხასიათდება, როგორც "დაბალანსებული ცხოვრება", რომელშიც ადამიანი აკეთებს "ბრძნულ არჩევანს", ანუ ესაა ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე.

 

გამოდის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის თქვენი ვერსია არის იმ პრინციპების მიყოლა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, თავს კარგად გაგრძნობინებთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ. შემდეგ უკვე, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა ნელ-ნელა დაიწყეთ. საბოლოო ჯამში კი, მცირე წარმატებები და მცირე შედეგები დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას.

 

და ბოლოს, თუკი ცხოვრების სტილის შეცვლაში პროფესიონალის რჩევა გჭირდებათ, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. თუ ისინი პირდაპირ ვერ დაგეხმარებიან, მათ შეუძლიათ გირჩიონ სხვა პროფესიონალები, როგორიცაა რეგისტრირებული დიეტოლოგები ან თერაპევტები. მსგავს საკითხებზე კონსულტაციაში კი EKIMO-ს ექიმები სიამოვნებით დაგეხმარებიან.