მამაკაცის ჯანმრთელობა - რისკები და პრევენცია

მამაკაცის ჯანმრთელობა - რისკები და პრევენცია

2022 / 15 ივნისი

ძალიან ბევრი სანდო კვლევა მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მამაკაცები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, ვიდრე ქალები. ისინი ხშირად იგნორირებას უკეთებენ გარკვეულ, უჩვეულო სიმპტომებს და არ ამბობენ იმ მავნე ჩვევების აღმოფხვრაზე უარს, როგორებიცაა: ალკოჰოლის ხშირი მიღება თამბაქოს მოხმარება და.შ

 

მამაკაცებს და ქალებს ხშირად აწუხებთ ერთნაირი დაავადებები, როგორებიცაა: გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი, სიმსივნე, დეპრესია. თუმცა, კაცებს ასევე აქვთ უნიკალური პრობლემები, როგორიცაა პროსტატის სიმსივნე და პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება. გარდა ამისა, ზემოხსენებული დაავადებების ინტენსივობა კაცებში ხშირად უფრო მაღალია ხოლმე.

 

მამაკაცის ჯანმრთელობის გავრცელებული რისკები

 

მამაკაცების ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გულის დაავადებებია. როგორც ცნობილია, მათ უფრო ხშირად მოსდით გულის შეტევები, ვიდრე ქალებს, ეს კი გამოწვეულია:

 

  • ხანდაზმულობით
  • გენეტიკით
  • მაღალი ქოლესტერინით
  • სისხლის მაღალი წნევით
  • უმოძრაო ცხოვრების წესით
  • ჭარბი წონით
  • შაქრიანი დიაბეტით
  • სტრესით
  • ბევრი ალკოჰოლით

 

გარდა ამისა, მამაკაცები სტატისტიკურად უფრო ხშირად იყენებენ თამბაქოს პროდუქტებს, ვიდრე ქალები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მამაკაცების 40% ეწევა, ქალების კი - 9%. ფილტვის სიმსივნის თითქმის ყველა შემთხვევა გამოწვეულია მოწევით და თამბაქოს მოხმარება შეერთებულ შტატებში პრევენციული დაავადებებისა და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.

 

ზემოთ ასევე ვახსენეთ პროსტატის სიმსივნე რომელიც მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება საკმაოდ ხშირია მათში.

 

მამაკაცების ჯანმრთელობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მელანომაც - კანის სიმსივნე რომლის განვითარების რისკის ქვეშაც 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები ხშირად არიან.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მამაკაცები ნაკლებად დაზარალდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებით?

 

 

პრევენცია

მიიღე სწორი საკვები - დაფასოებული და დამუშავებული საკვები ხშირად სავსეა შაქრით, მარილით, არაჯანსაღი ცხიმებით, ხელოვნური დანამატებით და კალორიებით. შეზღუდე მსგავსი პროდუქტები და მიირთვი: ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტები, ბოჭკოებით მდიდარი საკვები,  ხორცისა და ფრინველის უცხიმო ხორცი და ა.შ

 

რეგულარული ვარჯიში - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გულის დაავადების თავიდან ასაცილებლად. ის ასევე დაგეხმარება, გააუმჯობესო და შეინარჩუნო შენი საერთო ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.

 

გააკონტროლე წელის ზომა - თუ შენი წელის ზომა 100 სმ-ზე მეტია, ეს შეიძლება იყოს გარკვეული რისკების გამომწვევი მიზეზი. მაგალითად, დიდი წელის მქონე მამაკაცებს აქვთ ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებების და ინსულტის უფრო მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ, მუცლის ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა რაციონიდან კალორიების მოცილება და მეტი ვარჯიში.

 

მიიღე ვიტამინები - მნიშვნელოვანია ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების ფართო არჩევანის მიღება, როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ასევე შეგიძლია, ისარგებლო ყოველდღიური მულტივიტამინის ან სხვა დანამატების მიღებითაც, რაც ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს თავიდან აგაცილებს.

 

უარი თქვით მავნე ჩვევებზე - თუკი ეწევი, რეგულარულად იღებ ალკოჰოლს ან იყენებ არალეგალურ ნარკოტიკებს, საჭიროა, შენმა ექიმმა შეგიდგინოს გეგმა, რომელიც ამ ჩვევებზე უარის თქმაში დაგეხმარება. მას შეუძლია გირჩიოს მედიკამენტები, თერაპია ან მკურნალობის სხვა სტრატეგიები.

 

იზრუნე შენს კანზე - მელანომის განვითარების რისკის შესამცირებლად, მიიღე ზომები მზის მავნე ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან თავის დასაცავად. როცა გარეთ ხარ: გაატარე დრო ჩრდილში, დაფარე ღია კანი მზისგან დამცავი საშუალებებით და წაისვი ის ყოველ ორ საათში ერთხელ ან უფრო ხშირად.

 

და ბოლოს, დაგეგმე ყოველწლიური, გადასამოწმებელი კონსულტაციები შენს ექიმთან. ის დაგეხმარება, აკონტროლო წონა, არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე. ასევე, ექიმი მოგცემს დანიშნულებას, თუ როგორ შეცვალო ცხოვრების წესი, მიიღო მედიკამენტები და ა.შ

 

ხოლო თუკი უკვე გეგმავ ექიმთან კონსულტაციას, აქვე გეტყვი, რომ მამაკაცის კვირეულის ფარგლებში, ექიმოდან რამდენიმე სპეციალობის ექიმთან უფასო, დისტანციური კონსულტაციები შეგიძლია გაიარო, რომლის დაჯავშნაც ელექტრონულადვე შეგიძლია.