მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა

მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა

2022 / 18 ივლისი

მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა

 

ფსიქიკურ აშლილობას ბევრნაირი ხასიათი აქვს და, შესაბამისად, ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მენტალური პრობლემების წყარო, უმეტესწილად, გენეტიკა ან ცხოვრების სტილი ხდება. გარდა ამისა, ფსიქიკური დარღვევები შეიძლება იყოს მსუბუქი ან ქრონიკული.

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები საერთო ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთი აშლილობა საკმაოდ სერიოზულია და შეიძლება, პროფესიული ჩარევა დასჭირდეს.

 

ქვემოთ მოცემულია ხუთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ტიპი და მათთან დაკავშირებული სიმპტომები:

 

 

ფოთვითი დარღვევები

 

შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი ხშირად განიცდის სტრესსა და შიშს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერმა შეიძლება, გაუჩნდეს ეს შეგრძნებები თუნდაც გასაუბრების ან საჯარო გამოსვლის დროს (რადგან ეს შეიძლება იყოს ნორმალური პასუხი სტრესზე), შფოთვითი აშლილობის მქონე პირები მსგავს შეგრძნებებს არასტრესულ გარემოშიც განიცდიან.

 

"შფოთვა" სინამდვილეში არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს უამრავ სპეციფიკურ აშლილობას, მათ შორის:

 

  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD)
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)
  • პანიკური აშლილობა
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
  • სოციალური შფოთვითი აშლილობა

 

განწყობის დარღვევები

 

მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო განწყობის ცვალებადობა ნორმალურია, განწყობის აშლილობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ უფრო მძიმე სიმპტომებით, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. კონკრეტული აშლილობის მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს მუდმივად სევდიანი, შეშფოთებული, უიმედო.. ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა, შემცირებული ენერგია და სხვა. განწყობის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია:

 

  • დეპრესია
  • დისთიმია
  • ბიპოლარული აშლილობა

 

ფსიქოზური დარღვევები

 

ფსიქიკური აშლილობის ეს ტიპი ინდივიდს რეალობის განცდას აკარგვინებს. მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთმა ვირუსმა, თავის ტვინის სპეციფიკური სქემების მუშაობის პრობლემებმა, ექსტრემალურმა სტრესმა ან ტრავმამ, ასევე ნარკოტიკების მოხმარებამ შეიძლება, დიდი როლი ითამაშოს ფსიქოზური აშლილობების განვითარებაში. ყველაზე გავრცელებული ფსიქოზური დარღვევებია:

 

  • შიზოფრენია
  • შიზოაფექტური აშლილობა
  • მოკლე ფსიქოზური აშლილობა
  • ბოდვითი აშლილობა
  • ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა

 

დემენცია

 

მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, თითქოს ეს არის ერთი ტიპის აშლილობის სახელწოდება, დემენცია არის ტერმინი, რომელიც სპეციფიკური ფსიქიკური მდგომარეობის ფართო სპექტრს მოიცავს. დემენციასთან დაკავშირებული აშლილობებით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითება. დემენციის ფორმებია:

 

  • პარკინსონის დაავადება
  • ფრონტტემპორალური დემენცია
  • ჰანტინგტონის დაავადება
  • ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი
  • ალცჰაიმერი

 

კვებითი დარღვევები

 

ეს არის რთული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხშირად სამედიცინო და ფსიქოლოგის ჩარევას საჭიროებს. ეს აშლილობა იწვევს არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას, როგორიცაა საკვების, სხეულის წონის ან სხეულის ფორმის აკვიატება. მძიმე შემთხვევებში, კვების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები. საერთო სიმპტომები მოიცავს საკვების ძლიერ შეზღუდვას, საკვების მიღებას და შემდეგ ღებინებას ან გადაჭარბებულ ვარჯიშს. კვების დარღვევების ყველაზე გავრცელებული ტიპები მოიცავს:

 

  • ნერვული ანორექსია
  • ნერვული ბულემია
  • ჭარბი კვების დარღვევა
  • პიკას კვების დარღვევა
  • რუმინაციის დარღვევა

 

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასურველია მიმართო სფეროს ექსპერტს. აქვე გეტყვით, რომ ექიმოში შეგიძლია დისტანციურად გაიარო კონსულტაცია ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან.