ორსულობა და მხედველობა

ორსულობა და მხედველობა

2021 / 07 ოქტომბერი

ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის ორსულობა და მშობიოარობა. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, რამაც
შეიძლება გავლენა იქონიოს თვალსა და მხედველობაზე. ორსულობის დროს მხედველობის პრობლემები ხშირია და ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღდგება, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს სხვა ორგანოს დაავადებასაც. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში ოფთალმოლოგიური გამოკვლევა არის
ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გუგის გასაფართოებლად (ატროპინი ან ტროპიკამიდი) არ წარმოადგენს საფრთხეს ორსულისთვისა და ნაყოფისთვის.
სავარაუდო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს:
1. რქოვანა - თვალის გარეთა გამჭვირვალე ნაწილი. ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანა გარსის გარდამტეხი ძალის ცვლილება ან მისი შეშუპება. ასევე ხშირია მშრალი თვალის სინდრომი. ამ დროს ორსული პაციენტები უჩივიან მხედველობის დაქვეითებას და დისკომფორტის შეგრძნებას თვალის არეში. ამ დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზის ხმარება. დამატენიანებელი წვეთები უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგის მიერ.
2. მხედველობის დაქვეითება - შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებას მიუთითებდეს, როგორიცაა მაგ: ცენტრალური სეროზული რეტინოპათია, პრე-ეკლამფსიით ან ეკლამფსიით გამოწვეული რეტინოპათია, მაკულის შეშუპება და მწვავე იშემიური ოპტიკური ნევრიტი. ამიტომ ყველა ორსული აუცილებლად უნდა იყოს გამოკლვეული ოფთალმოლოგის მიერ.
3. საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპია / ახლომხედველობა - ხშირად მიოპი ორსულების სურვილია მშობიარობა ჩატარდეს საკეისრო კვეთით იმის შიშით, რომ არ მოხდეს ბადურა გარსის ჩამოცლა და მხედველობის დაქვეითება. ბადურის პერიფერია უნდა დათვალიერდეს ოფთალმოლოგის მიერ. ნახეთქის, გათხელების ან დეგენერაციული უბნის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ლაზერით გამაგრება მშობიარობამდე. ეს პროცედურაც აბსოლიტურად უსაფრთხოა პაციენტისა და ნაყოფისთვის. წარმატებულად ჩატარებული პროცედურის შემდეგ ორსულს შეუძლია ბუნებრივად იმშობიაროს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას საჭიროებენ ორსული პაციენტები, ვისაც აქვს დიაბეტი, ჰიპერტენზია, გლაუკომა ან ჰიპოფიზის ადენომა.
რჩევები თვალი წვეთებთან დაკავშირებით:
ანტი გლაუკომური წვეთები, განსაკუთრებით ბეტა ბლოკატორები მაქსიმალურად მცირე დოზით უნდა დაინიშნოს პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, ხოლო მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სრულად უნდა მოიხსნას. ადგილობრივი და სისტემური კარბონული ანჰიდრაზას ინჰიბიტორები კი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი არ წარმოადგენს ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარების დროს გამოყენებულ პრეპარატებს - როგორებიცაა: ტეტრაკაინი, ტროპიკამიდი და ატროპინი. არ არის რეკომენდებული სტეროიდისა და ანტიბიოტიკის შემცვლელი თვალის წვეთების გამოყენება ოფთალმოლოგის კონსულტაციის გარეშე.