რა არის ვოკალური ბიომარკერები და როგორ მუშაობენ ისინი?

რა არის ვოკალური ბიომარკერები და როგორ მუშაობენ ისინი?

2022 / 08 ივნისი

იცოდით, რომ სხვადასხვა ტიპის დაავადება სხვადასხვაგვარად ცვლის ხმას? მაგალითად, თუკი ისეთ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, როგორებიცაა: გული, ფილტვები, ყელი ან ტვინი, ჩვენი ხმა ჩვენთვის შეუმჩნევლად იცვლება. ეს ფაქტი კი ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აღმოაჩინეს და დღეს უკვე ხმის ანალიზების, იგივე „ვოკალური ბიომარკერების“ მეშვეობით მრავალი დაავადების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

 

რა არის ვოკალური ბიომარკერები?

 

ბიომარკერი არის ობიექტურად გაზომილი და შეფასებული ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურ, პათოგენურ პროცესს, ან ფარმაკოლოგიურ პასუხს თერაპიულ ჩარევაზე. ხმის კონტექსტში, ვოკალური ბიომარკერი არის ერთგვარი მახასიათებელი ან ხმის აუდიოსიგნალის მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია კლინიკურ შედეგთან და შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტების მონიტორინგისთვის, მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის ან შეფასების მიზნით.

 

საბოლოო ჯამში, ვოკალური ბიომარკერები ერთგვარი სამედიცინო ნიშნებია, რომლებიც ჩვენი ხმის თვისებებიდან დგინდება და ისინი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავლენენ ჩვენივე ჯანმრთელობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გარკვეული რისკების თავიდან არიდებაში გვეხმარება.

 

 

მეცნიერება ვოკალური ბიომარკერების უკან

 

და მაინც, საიდან იწყება ვოკალური ბიომარკერების ისტორია? 2007 წელს მკვლევართა ჯგუფმა 34 მოზარდი შეარჩია, რომლებიც ფსიქოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ და მათ სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ფსიქოზის ადრეულ ეტაპებზე გამოვლენილი ცვლილებების დასადგენად მკვლევარებმა სწორედ რომ  ხმის ანალიზის ტექნოლოგია გამოიყენეს.

 

2015 წელს კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მკვლევარებმა შეძლეს, 100% სიზუსტით ეწინასწარმეტყველათ კვლევის რომელ მონაწილეებს განუვითარდებოდათ ფსიქოზი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა მცირე იყო, მისმა აღმოჩენებმა ხელი შეუწყო ხმოვანი ანალიზის ტექნოლოგიის გამოყენებას ფსიქიატრიული ჯანმრთელობის აშლილობებში ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის.

 

ამ და მრავალი კვლევის საფუძველზე ჯანდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებმა შეიმუშავეს კომპიუტერული ხედვის მეთოდები, რათა აღმოაჩინონ და „წაიკითხონ“, თუ რას ამბობენ ვოკალური ბიომარკერები:

 

  1. პირველ რიგში, ადამიანის ხმა იწერება და შემდეგ გადადის სპექტროგრამაში (გამოსახულებაში) ამ ადამიანის სამედიცინო მონაცემებთან ერთად;

 

  1. მანქანათმცოდნეობის ალგორითმები აანალიზებენ ხმის ნიმუშებს და ამოიცნობენ ჩანაწერის შაბლონებს, რომლებიც სპეციფიკურია გარკვეული სიმპტომების ან დაავადებებისათვის. ეს შაბლონები ჩნდება, როგორც მცირე ცვლილებები სპექტროგრამაში, რომელიც გამოვლენილია კომპიუტერული ხედვის მეთოდების დახმარებით.

გარდა ამ ყველაფრისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხმის ბიომარკერებს ასევე შეუძლიათ:

 

  • შეამცირონ ზეწოლა სამედიცინო სისტემაზე და სამედიცინო პერსონალზე დისტანციური სერვისის გამოყენებით;
  • დაეხმარონ პაციენტებს იმის გარკვევაში, აქვთ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემა;
  • ტელემედიცინის განვითარება პაციენტების მიერ საკუთარ სახლებში ჩაწერილი ხმის ნიმუშების წყალობით;
  • ჯანდაცვის ხარჯების შემცირება დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით.

 

საბოლოო ჯამში, ვოკალური ბიომარკერები სწორედ ის ინოვაციაა, რომელსაც ადამიანებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება ან არიდება შეუძლია. დღესდღეობით ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ახალი/სხვაგვარი ბიომარკერების აღმოჩენა და ტესტირება, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გააადვილებს პაციენტის დიაგნოსტირებას.