რა იწვევს ხვრინვას ქალებში?

რა იწვევს ხვრინვას ქალებში?

2022 / 18 აგვისტო

ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ხშირად სრულებით ვერ ხვდებიან დისკომფორტს, რომელსაც სხვას უქმნიან. თუმცა, ხვრინვა, ხშირად, შეიძლება, არამხოლოდ დისკომფორტი, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველიც იყოს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ხვრინვა აქტიურადაა გავრცელებული ქალებში და ეს თემა განხილვის ხშირი საგანია, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი. 

 

წონის მატება

 

წონის მომატება ქალებში ხმამაღალი ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. წონის გადაჭარბებულმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება კისერსა და მუცელზე; ცხიმის ამ ზედმეტმა რაოდენობამ კი, შესაძლოა, შეაფერხოს ჰაერის ნაკადის მოძრაობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხვრინვას იწვევს.

 

ორსულობა

 

ბევრი ორსული ქალი ცხვირის შეშუპებისა და მუცლის ზრდის გამო ხვრინავს. ორსულობის დროს ცხვირის ღრუს სისხლძარღვები ფართოვდება. ეს იწვევს ცხვირის შეშუპებას, რაც იწვევს ხვრინვას. გარდა ამისა, ხვრინვამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, რაც საფრთხეს უქმნის დედასაც და ახალშობილსაც, სწორედ ამიტომ, ეს ის სიმპტომია, რომელსაც ორსულმა ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

მენოპაუზა

 

მენოპაუზამ შეიძლება შეამციროს ყელის კუნთების ტონუსი, რაც ქალებში ხვრინვას იწვევს.

 

ჰორმონების დისბალანსის გამო, ქალებს უვითარდებათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: უძილობა, გუნება-განწყობის დარღვევა,ძილის დროს სუნთქვის დარღვევა და ხვრინვა. ხვრინვას კი თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

 

  • ეპიზოდები, რომლებშიც ადამიანი წყვეტს სუნთქვას
  • ძილის დროს ხშირი სუნთქვა
  • გაღვიძება მშრალი პირით
  • დილის თავის ტკივილი
  • უძილობა
  • გადაჭარბებული დღის ძილიანობა (ჰიპერსომნია)
  • სიფხიზლის დროს კონცენტრირების გაძნელება

 

გადაღლილობა

 

როდესაც ქალი უკიდურესად დაღლილია, ყელის კუნთოვანი ქსოვილები მოდუნებულია. სწორედ ამიტომ, ხორხიც ძალიან დუნდება და ეს, საბოლოო ჯამში, ხვრინვას იწვევს.

 

ობსტრუქციული ძილის აპნოე

 

OSA (ობსტრუქციული ძილის აპნოე) არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს ხანმოკლე დროით ვერ სუნთქავს. სუნთქვის ეს პაუზა მინიმუმ ათი წამი გრძელდება.

 

ძილის აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია მძიმეა; რის შედეგადაც სუნთქვის მცდელობისას ჰაერის ნაკადის შემსუბუქება, დაქვეითება ან მთლიანად ჩახშობა ხდება. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი მომენტალურად წყვეტს სუნთქვას ხვრინვებს შორის ხანმოკლე ინტერვალებით, რითაც წარმოიქმნება ჩახშობის ან სუნთქვის ხმები, რასაც, საბოლოო ჯამში, ხვრინვას ვუწოდებთ.