რა უნდა გაითვალისწინო, სანამ შენს ოთხფეხა მეგობარს სახლში მარტო დატოვებ

რა უნდა გაითვალისწინო, სანამ შენს ოთხფეხა მეგობარს სახლში მარტო დატოვებ

2022 / 18 აგვისტო

თუკი ოჯახში ყველანი დილის 9-დან 6-მდე მუშაობთ, ალბათ, საკუთარი ძაღლის მარტო დატოვება ხშირად გიწევთ. დაფიქრებულხარ, რა ემართება შენს ოთხფეხა მეგობარს მაშინ, როცა სახლში არ ხარ?

 

ამ ბლოგში მოკლედ მოგითხრობ, თუ რა პერიოდის განმავლობაშია ძაღლის მარტო დატოვება ნორმა და, ასევე, გირჩევ რამდენიმე გზას, რათა შენს მეგობარს განშორების შფოთვის დაძლევაში დაეხმარო.

 

 

ძაღლის მარტო დატოვება ხშირად მათ თავს მარტოდ აგრძნობინებთ

 

გახსოვდეს, რომ ძაღლები სოციალური ცხოველები არიან. აქედან გამომდინარე, მათ გენებში ავტომატურად დევს სოციალური ინტერაქციის საჭიროება მთელი დღის განმავლობაში. 14 თვეზე უმცროსი ლეკვები არ უნდა დარჩნენ მარტო დიდი ხნის განმავლობაში.

 

გარდა ამისა, ლეკვები ამ ასაკში სოციალურ უნარებს ივითარებენ, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში მათი მარტო დატოვება ამ უნარების განვითარებას აფერხებს, რაც შემდეგ მათ მოდუნებას იწვევს. ასევე, ზრდასრულმა ძაღლებმაც შეიძლება, თავი მარტოსულად იგრძნონ, როცა სახლში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მარტო ყოფნა.

 

ძაღლის მარტო დატოვებამ შეიძლება მასში სტრესი გამოიწვიოს

 

ზოგადად, ძაღლების პატრონების მიერ მარტო დატოვების ხანგრძლივობა ადამიანის ან ოჯახის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ოჯახთა უმეტესობაში ბავშვები სკოლაში საშუალოდ 8 საათის განმავლობაში რჩებიან. თითქმის იმავე დროს ატარებენ სამსახურში მათი მშობლებიც.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ დროს, რომელსაც ისინი მგზავრობას ან დამატებით სამუშაოს ანდომებენ სკოლის ან სამსახურის შემდეგ, გამოდის, რომ მათ ძაღლის დატოვება საშუალოდ 10-12 საათის განმავლობაში უწევთ, რაც ძალიან დიდი დროა.

 

ძაღლები, რომლებსაც ადაპტაცია უჭირთ, განიცდიან სტრესს (ძაღლის იძულებითი აშლილობა). ისინი ამას გამოავლენენ არასასურველი ქცევებით, როგორიცაა: ღეჭვა ან განუწყვეტელი ყეფა.

 

რა უნდა გავაკეთო მაშინ?

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლია, შეამცირო ის დრო, რომელსაც შენი ოთხფეხა მარტო ატარებს, მაგალითად:

 

  • შეიარე სახლში ლანჩზე
  • დაგეგმე ერთი დღით სახლში მუშაობა, თუ ეს შესაძლებელია
  • დროდადრო შენი ძაღლი სამსახურში მიიყვანე
  • თუ შეძლებ, ხანდახან ვინმეს დაუტოვე გასასეირნებლად შენი ძაღლი
  • იქონიე ინტერაქტიული კამერა, რათა შენს ძაღლს სამსახურიდან ესაუბრო

 

გახსოვდეს, რომ ძაღლები ხშირად არიან სენსიტიურები და მათ ემოციებზე ზრუნვა აუცილებელი რამაა. სწორედ ამიტომ, სტრესის ან ნებისმიერი აშლილობის დროს, გირჩევთ ვეტერინართან აუცილებლად ჩანიშნოთ ვიზიტი. ამ პროცესში კი ექიმო აპლიკაციით მარტივად შეძლებთ ვეტერინართან ვიზიტის დაჯავშნას.