რა ვიტამინები გვჭირდება ზამთარში?

რა ვიტამინები გვჭირდება ზამთარში?

2022 / 14 დეკემბერი

ცივი დღეებისა და გამწვავებული ვირუსების გამო ბევრი ჩვენგანი უსიამოვნო შეგრძნების ეტაპებს გადის. ზამთარი ნაკლები მზის შუქით, უფრო ცივი ღამეებით, ხშირი წვიმებითა და გრიპის სეზონით ხასიათდება. მსგავსი პერიოდი კი ავტომატურად გვიწყობს ხელს, ვიყოთ ნაკლებადენერგიულები და მოტივირებულები.  

 

თუმცა, იმისთვის, რომ თავი ასე არ იგრძნო, შეგიძლია, საკუთარ სხეულს ამ პერიოდში მისთვის საჭირო დანამატები მისცე. მაგალითად, ასეთი დანამატია ვიტამინები, რომლებიც დაგეხმარება, ცივ პერიოდებში სიჯანსაღე შეინარჩუნო. 

 

ეს ვიტამინებია:

 

ვიტამინი C

 

ვიტამინი C აძლიერებს იმუნიტეტს ზამთრის თვეებში. გარდა ამისა, ის ამცირებს სტრესს და გიცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ადრე ითვლებოდა, რომ C ვიტამინის მოხმარება ავადმყოფობისგან თავის არიდების უებარი საშუალება იყო, თუმცა, ეს ფაქტი, მეცნიერულად არ დადასტურებულა. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ავადმყოფობის შემამსუბუქებელი საშუალებაა. 

 

დღეში 200 მგ C ვიტამინის მიღება დაგეხმარება გაციებისა და გრიპის სიმპტომების შემცირებაში. ვიტამინი C აუცილებელია ორგანიზმისთვის მთელი წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ის გვხვდება ბევრ საკვებში, მისი დანამატის სახით მიღება ასევე საჭიროა. 

 

ვიტამინი D

 

ჩვენ ვიტამინ D-ს ძირითადად მზის პირდაპირი სხივებისგან ვიღებთ, ზამთარში კი ეს გაცილებით რთულდება. იმ დღეებში, როდესაც ტოვებთ დილაუთენია, სიბნელეში ტოვებთ და დაბრუნების პერიოდშიც უკვე ღამეა, თქვენი D ვიტამინის დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს, რაც, საბოლოო ჯამში, დაღლილობასა და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. D ვიტამინის დანამატების მიღება დაგეხმარება ძვლების გაძლიერებასა და სეროტონინის გამომუშავებაში.  

 

B ვიტამინის კომპლექსი

 

B ვიტამინის კომპლექსი, არის 8 ვიტამინის B დანამატის კომბინაცია. თითოეული მათგანი ეხმარება ორგანიზმს, ეფექტურად იფუნქციონიროს და ხელს უწყობს მისი სიჯანსაღის შენარჩუნებას. B ვიტამინის კომპლექსს შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლის წითელი უჯრედების ზრდას, გააუმჯობესოს ენერგიის დონე, უზრუნველყოს ტვინის ჯანსაღი ფუნქცია, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას და ა.

 

თუ ზამთარში ხშირად გრძნობ თავს დაღლილად, მაშინ, შესაძლოა, B ვიტამინის კომპლექსი გჭირდება.

 

ომეგა 3

 

ომეგა 3 გამოიყენება უჯრედული მემბრანების შესაქმნელად, ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის ყველა უჯრედის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ომეგა 3 ამცირებს დაავადების რისკს და ანთებას.

 

გარდა ამისა, ომეგა 3 სასარგებლოა მეხსიერებისთვის და ტვინის გამართულად მუშაობისთვის. ომეგა 3-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კანის სიმშრალე, განწყობის ცვალებადობა და დეპრესია, რაც ზამთარში კიდევ უფრო გაუარესდება.

 

პრობიოტიკები

 

პრობიოტიკები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას, მაგრამ ზამთარში ამ საკითხებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ნაწლავში არსებული კარგი ბაქტერიები, რომლებსაც პრობიოტიკები წარმოქმნიან, ხელს უწყობენ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას. ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებით, პარაზიტებით, საფუარითა და სოკოებით, რომლებიც უფრო ხშირია შემოდგომასა და ზამთარში.

 

თუკი ვიტამინების მიღებას გადაწყვეტ, ექიმოს მდიდარ აფთიაქში შეგიძლია, შენთვის საჭირო მედიკამენტი ონლაინ შეიძინო, რომელსაც ექიმოს კურიერი სახლში მოგართმევს.