რამ შეიძლება გამოიწვიოს მხარის ტკივილი?

რამ შეიძლება გამოიწვიოს მხარის ტკივილი?

2022 / 11 აგვისტო

მხარის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ხშირად სრულიად სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. მაგალითად მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ მხარი ტრავმის გამო გვტკივა, შესაძლოა, ის გულის შეტევის გამო გვტკიოდეს.

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა.

 

გულის შეტევა

 

მკლავის ან მხრის ტკივილი, შესაძლოა, გულის შეტევის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ასევე გაწუხებთ ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. გულის შეტევას, როგორც წესი, არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს და ის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და ძლიერდება. ამ დროს ასევე შეიძლება გტკიოდეთ მუცელი, ყბა, ზურგი ან კისერი, გქონდეთ თავბრუსხვევა და ოფლიანობა.

 

კარპალური გვირაბის სინდრომი

 

ცხრა მყესი და ნერვი (ე.წ. მედიანური ნერვი) გადის მილში, რომელსაც ეწოდება კარპალური გვირაბი. ეს მილი მხარის წინა ნაწილიდან ხელისგულამდე გრძელდება. განმეორებითმა მოძრაობებმა, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებების აკრეფა ან ვიდეო თამაშების თამაშის დროს მოძრაობა, შეიძლება, გამოიწვიოს მილის ანთება და ნერვის დაძაბვა, რაც, საბოლოოდ, წინამხრის არეში ტკივილით სრულდება. ამ დროს თქვენ ასევე შეიძლება, შეამჩნიოთ დაბუჟება და ჩხვლეტა ამავე არეებში.

 

ტენდინიტი

 

ხშირმა და ერთგვაროვანმა მოძრაობამ, მაგალითად, ჩაქუჩის დარტყმამ ან ჩოგბურთის თამაშმა, შეიძლება გამოიწვიოს მყესების მცირე ჭრილობები, რომლებიც თქვენს კუნთებს მკლავების ძვლებთან აერთებენ. ასეთ დროს, შეიძლება, მკლავში სისუსტე ან ტკივილი იგრძნოთ. მოთამაშეების უმეტესობა, ვინც ისეთ სპორტს მისდევს, როგორიცაა: ჩოგბურთი, სკვოში, რაკეტბოლი, მხარის მუდმივი რხევის გამო, ტენდინიტი უვითარდებათ, რომელსაც „ჩოგბურთის იდაყვს“ უწოდებენ.

 

 

დაჭიმულობა

 

დაცემამ ან დარტყმამ შეიძლება დააზიანოს ლიგატი - ქსოვილი, რომელიც სახსრის ძვლებს აკავშირებს. ეს შეიძლება დაემართოს მაჯას, იდაყვს ან მხარს, რის მერეც, უმეტესწილად, შეშუპება იწყება, მოძრაობა კი - რთულდება.

 

  • ასეთ დროს აუცილებლად დაწექით და დაისვენეთ
  • გამოიყენეთ ცივი პაკეტები 20 წუთის განმავლობაში
  • შემოიხვიეთ სახვევი დაზიანებულ მიდამოზე
  • თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი ან შეშუპება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

 

დისლოკაცია

 

უეცარმა დარტყმამ ან დაცემამ შეიძლება, სახსარში ორი ძვალი გამოყოს - მაჯის ან მხარის გარშემო. დაზიანებული უბანი, როგორც წესი, ასეთ დროს უცნაურ ფორმას იღებს და შუპდება/ბუჟდება. ექიმის ჩარევის შემდეგ, ძვლები ჩვეულ ადგილს უბრუნდება, რის მერეც დასვენება, ყინული და ფიზიოთერაპია ხდება საჭირო.

 

ოსტეოართრიტი

 

ხრტილი, რომელიც ფარავს და იცავს თქვენი სახსრების ბოლოებს, შეიძლება დროთა განმავლობაში დაიშალოს. ეს იწვევს ტკივილს და შეშუპებას და შეიძლება, გაართულოს სახსრის მოძრაობაც. სპლინტები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და მარტივი ვარჯიშები დაგეხმარებათ ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებაში. შეეცადეთ, დროულად მიხედოთ მტკივნეულ სახსრებს და, ამავდროულად, იყოთ აქტიური, რათა ისინი არ მოდუნდნენ.

 

ბურსიტი

 

სითხით სავსე პატარა ტომრები, სახელწოდებით ბურსა, ამაგრებს თქვენს სახსრებს და არბილებს ხახუნს კუნთებსა და ძვლებს შორის. თქვენ შეგიძლიათ გააღიზიანოთ ისინი მაშინ, თუკი ერთსა და იმავე მოძრაობას ხშირად გააკეთებთ.  მას შემდეგ, რაც ანთება, ტკივილი საკმარისი გახდება იმისათვის, რომ ხელი შეგიშალოთ მარტივ მოძრაობებში, აუცილებლად უნდა მიმართოთ დარგის სპეციალისტს.

 

და ბოლოს, ექიმოს დისტანციური სერვისებით მარტივად შეძლებ დაჯავშნო ვიზიტი ტრავმატოლოგთან ან კარდიოლოგთან, რის მერეც შენი მხარის ტკივილის მიზეზს აუცილებლად შეიტყობ. სპეციალისტის მიერ დანიშნული რეცეპტიდან წამლების გამოძახებას კი სახლშიც კი შეძლებ.