რამდენიმე გზა, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე

რამდენიმე გზა, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე

2022 / 07 მაისი

როგორც ადამიანებს, ისე შინაურ ცხოველებსაც რეგულარულად სჭირდებათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმისთვის, რომ მან თავი კარგად იგრძნოს, საჭიროა მუდმივი ფიზიკური აქტივობები, ვეტერინართან ვიზიტები, აცრები, კარგი კვება და ა.შ

 

თუმცა, იმისთვის, რომ უფრო უკეთ ავხსნა, რას მოიცავს შინაურ ცხოველზე ზრუნვა, გადავწყვიტე, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაგიზიარო:

 

დაუთმე დრო შენი შინაური ცხოველის ვარჯიშს

 

ფიზიკური ვარჯიშის გარეშე შინაური ცხოველები ადამიანების მსგავსად, ფორმას კარგავენ. მრავალი ქცევითი და სამედიცინო პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურად 1 საათის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. თუკი ამას რთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებ, შეგიძლია, აქტივობის საათი 3-4 პატარა ნაწილად დაყო და შენი ოთხფეხა მეგობარი რამდენჯერმე გაიყვანო სასეირნოდ 15-20 წუთით.

 

დაუთმე დრო შინაური ცხოველის მენტალურ ვარჯიშებსაც

 

ზოგადად, 15 წუთი გონებრივი ვარჯიში 1 საათიანი ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. რაც უფრო მეტად მოვუწყობთ ჩვენს შინაურ ცხოველებს გონებრივ აქტივობებს, მით ნაკლებია მათი არასასურველი ქცევის განვითარების ალბათობა.

 

გადაყარე ერთი მუჭა საკვები ეზოში და მიეცი საშუალება შენს ოთხფეხა მეგობარს, დამალული „საგანძური“ იპოვოს. მსგავსი სავარჯიშოები მნიშვნელოვნად დაეხმარება შინაურ ცხოველს, სხვადასხვა კარგი თვისება განივითაროს.

 

 

ჩაუტარე შინაურ ცხოველს სტომატოლოგიური მოვლა სახლში

 

გაუხეხე შინაურ ცხოველს კბილები დღეში ერთხელ. ასევე, მიეცი მას ფერმენტული საღეჭი, რათა თავიდან აიცილოს ცხოველმა კბილის სტომატოლოგიური დაავადებები და ცუდი სუნი.

 

მიეცი შენს შინაურ ცხოველს ჯანსაღი საკვები

 

სწორი და ჯანსაღი საკვები აუცილებლად გაამდიდრებს შენი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას, უზრუნველყოფს მას საჭირო ენერგიით და საკვები ნივთიერებებით.

 

გაითვალისწინე, რომ კატის საკვების არჩევისას, აუცილებლად უნდა მოძებნო ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების კარგი ბალანსი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია ძაღლის საკვებისთვისაც, ისევე, როგორც დიდი რაოდენობით ბოჭკო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

 

გარდა ჯანსაღი ინგრედიენტებისა, შეარჩიე შინაური ცხოველის საკვების ფორმულა, რომელიც შეესაბამება შენი ოთხფეხა მეგობრის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქტივობის დონეს. ასევე, ესაუბრე ვეტერინარს, სანამ შენს ცხოველს სპეციალიზირებულ საკვებზე გადაიყვან.

მოუწყე შინაურ ცხოველს კომფორტული კუთხე

 

მაშინ, როდესაც გადაწყვეტ, რომ შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრება გინდა, აუცილებლად უზრუნველყავი ის კომფორტული და უსაფრთხო მოსასვენებელი კუთხით. შეურჩიე მას რბილი საწოლი და გააფორმე მისი კუთხე შინაური ცხოველისთვის შესაფერისი დეკორით.

 

შეამოწმე ღია სადენები ან მავთულები (ახალგაზრდა ცხოველები მიიჩნევენ, რომ ეს შესანიშნავი საღეჭი სათამაშოებია) და შეეცადე, მათგან შორს გაუკეთო ცხოველს კუთხე. ასევე, მოარიდე ოთხფეხა მეგობარს ნებისმიერი მცენარე, რომელიც შხამიანია და მასზე ცუდად მოქმედებს.

 

ცხოველებზე ზრუნვა რომ მნიშვნელოვანია, ამას არაერთი ყოველწლიური ღონისძიებაც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი კი მიუსაფარ ცხოველთა დღეა, რომელსაც საქართველო უკვე მეორე წელია, უერთდება.

 

8 მაისს 3 საათიდან დედაენის პარკში შეძლებ, მეტისების გამოფენა დაათვალიერო, შეძლებ, ასევე, მონაწილეობა დონაციაში, იჩუქო ლეკვი, მოუსმინო მუსიკას, გასინჯო ვეგანური/ვეგეტარიანული საკვები და სასიამოვნოდ გაატარო დრო.

 

აქვე გეტყვი, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ექიმოც უერთდება და ამ კოლაბორაციის ფარგლებში ექიმი თორნიკე ხუჭუა მასტერკლასს ჩაატარებს, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოისმენ.

 

უფრო ვრცლად ღონისძიების შესახებ კი მოცემული ბმულიდან შეიტყობ.