რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აირიდო სეზონური გრიპი

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აირიდო სეზონური გრიპი

2022 / 25 ნოემბერი

გრიპი რესპირატორული ინფექციაა, რომელიც, ცივი სეზონის დადგომასთან ერთად აქტიურად იჩენს თავს. ყოველწლიურად უამრავ ადამიანს უვლინდება ვირუსი მძიმე თუ მსუბუქი სიმპტომებით.  

 

გრიპის საერთო სიმპტომები მოიცავს:

 

  • ცხელებას
  • სხეულის ტკივილს
  • სურდოს
  • ხველას
  • ყელის ტკივილს
  • დაღლილობას

 

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება დაახლოებით ერთ კვირაში, ზოგიერთი ადამიანი კი გართულებების გარეშე უმკლავდება ვირუსს. 

 

მაგრამ ხანდაზმულებში, რომელთა იმუნური სისტემა ხშირად სუსტია, გრიპი შეიძლება, საშიში იყოს. გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკი, როგორიცაა პნევმონია, უფრო მაღალია ასაკოვან ხალხში.

 

ასევე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების მიღება ბოლო პერიოდში, რადგან სეზონურ გრიპებთან ერთად, COVID-19 კვლავ გავრცელებულია.

 

გთავაზობთ პრაქტიკულ გზებს, რათა თავი დაიცვა ამ ორმაგად საშიშ გრიპის სეზონზე:

 

მოერიდე ახლო კონტაქტს

 

მოერიდე მჭიდრო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან. როდესაც ავად ხარ, შეინარჩუნე დისტანცია სხვებისგან, რათა ისინიც დაიცვა ავადმყოფობისგან.

 

დარჩი სახლში, როცა ავად ხარ 

 

თუ ეს შესაძლებელია, დარჩი სახლში და ნუ წახვალ სამსახურსა თუ სკოლაში, როცა ავად ხარ. ეს დაგეხმარება, ნაკლებად გადასდო სხვებს ვირუსი. 

 

დაიფარე პირი და ცხვირი 

 

ხველების ან ცემინებისას დაიფარე პირი და ცხვირი. ეს გარშემომყოფებს, ვირუსის გადადებისგან დაიცავს. გრიპის ვირუსები, ძირითადად, წვეთოვანი გზით ვრცელდება, რომლებიც გრიპის მქონე ადამიანების ხველების, ცემინების ან საუბრის დროს წარმოიქმნება.

 

დაიბანე ხელები 

 

ხელების ხშირი დაბანა დაგიცავს მიკრობებისგან. თუ საპონი და წყალი მიუწვდომელია, გამოიყენე ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალება.

 

მოერიდე თვალებზე, ცხვირსა ან პირზე შეხებას

 

მიკრობები შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ადამიანი ეხება ნივთს, რომელიც დაბინძურებულია მიკრობებით და შემდეგ ეხება მის თვალებს, ცხვირს ან პირს.

 

გაიძლიერე იმუნური სისტემა

 

იმუნური სისტემის გაძლიერება კიდევ ერთი გზაა გრიპისგან თავის დასაცავად. ძლიერი იმუნური სისტემა ეხმარება შენს ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. და თუ ავად გახდები, ძლიერი იმუნური სისტემა დაგეხმარება სიმპტომების სიმძიმის შემცირებაში.

 

იმუნიტეტის გასაძლიერებლად, იძინე მინიმუმ 7-დან 9 საათამდე დღეში. ასევე, დაიცავი რეგულარული ფიზიკური დატვირთვა - მინიმუმ 30 წუთი კვირაში სამჯერ.

 

დაიცავი ჯანსაღი, ნუტრიენტებით მდიდარი კვების გეგმაც. შეზღუდე შაქარი, უსარგებლო საკვები და ცხიმოვანი საკვები. ამის ნაცვლად, მიირთვი სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული, რომელიც სავსეა ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

 

დაიცავი ჯანმრთელობის სხვა კარგი ჩვევები 

 

გაწმინდე და დეზინფექცია გაუკეთე ხშირად შეხებად ზედაპირებს სახლში, სამსახურსა ან სკოლაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმე ავად არის. მართე სტრესი, დალიე ბევრი სითხე და მიირთვი ნოყიერი საკვები.

 

ჩაიტარე გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია

 

გაბატონებული მოცირკულირე გრიპის ვირუსი იცვლება წლიდან წლამდე, ამიტომ ყოველწლიურად მოგიწევს ვაქცინაციის განახლება.

 

გაითვალისწინე, რომ ვაქცინის ეფექტურობას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. თუ ვაქცინაციის შემდეგ დაგემართა გრიპი, ვაქცინამ შესაძლოა, შეამციროს ავადმყოფობის სიმძიმე და ხანგრძლივობა.

 

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაციის გარდა, ჰკითხე ექიმს პნევმოკოკური ვაქცინაციის შესახებ. ისინი იცავს პნევმონიისგან, მენინგიტისა და სისხლის მიმოქცევის სხვა ინფექციებისგან.

 

გრიპის ვირუსი საშიშია ხანდაზმულებში და სუსტი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობაში, ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები. სწორედ ამიტომ, მიიღე პრევენციული ზომები საკუთარი თავის და სხვების დასაცავად.

 

თუკი გრიპის ნიშნები აღგენიშნება, შეგიძლია, ექიმთან კონსულტაცია ექიმოს სამედიცინო აპლიკაციით მარტივად, სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნო, რის მერეც ექიმი სწორ კონსულტაციას გაგიწევს.