რას გულისხმობს „პალატა next“ და როგორ აუმჯობესებს ის პაციენტის მოვლას?

რას გულისხმობს „პალატა next“ და როგორ აუმჯობესებს ის პაციენტის მოვლას?

2022 / 09 აგვისტო

ჯანდაცვაში ბოლო პერიოდში მრავალმა ტექნოლოგიურმა ინოვაციამ იჩინა თავი და მათ შორის ერთ-ერთია „პალატა next“, იგივე „თანმიმდევრული მოვლა“, რომელიც ექიმებმა, ოპერატიულმა ექსპერტებმა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს.

 

თანმიმდევრული მოვლა ორიენტრიებულია პაციენტებისთვის და სამეცდიცინო პროფესიონალებისთვის ყველა საჭირო ტექნოლოგიით აღჭურვილი სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიწოდებაზე.

 

პალატა „next“-ის მეშვეობით პერსონალს მოქნილი ტექნოლოგიებით მიეწოდება ინფორმაცია. ეს ტექნოლოგიები ფუნქციონირებენ თანმიმდევრულად, განურჩევლად მდებარეობისა და ოთახის კონფიგურაციისა. სენსორები მათ პირდაპირ აწვდიან პაციენტის ელექტრონულ ჩანაწერებს. ინტუიციური დაფები და დახვეწილი ანალიტიკა კი უზრუნველყოფს იმას, რომ პერსონალი და ხელმძღვანელობა სწრაფად ანალიზებენ მონაცემებს და დიაგნოზს მალევე სვამენ.

 

უფრო კონკრეტულად კი, თანმიმდევრული მოვლა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ ისეთი მონაცემების შეგროვებას, რომელთაც ადრე არ აგროვებდნენ. ის აერთიანებს IoT სენსორებს AI-თან, რომელიც დაფუძნებულია NVIDIA® Clara™ Guardian-ზე და აღჭურვილია NVIDIA GPU გამოთვლით. IoT სენსორები პასიურად აგროვებენ ინფორმაციას. კერძოდ, მონაცემები გროვდება კამერებიდან, მიკროფონებიდან, Bluetooth®-დან და ულტრა ფართო დიაპაზონიდან (UWB), ასევე რეალურ დროში მდებარეობის სისტემებიდან (RTLS). ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შემდეგ ამუშავებენ ამ ინფორმაციას და ავტომატურ პასუხებს ააქტიურებენ. სწორედ ამგვარად შეიძლება ელექტრონული ჩანაწერების მეშვეობით დადგინდეს ესა თუ ის დიაგნოზი.

 

პაციენტის პალატის „next“ სტრატეგიას აქვს ხუთი ძირითადი მახასიათებელი:

მარტივი ღილაკი: ეს გულისხმობს კლინიკური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ერთ პლატფორმაში ინტეგრირებას, რაც კლინიცისტებს გაუადვილებს პაციენტის საჭირო მონაცემებზე წვდომას, როცა ეს დასჭირდებათ.

რეალურ დროში მონაცემების ცოდნა: პაციენტის ტელემეტრიასა და ბიომეტრიულ მონაცემებზე რეალურ დროში წვდომა ერთ ადგილას შეიძლება დაეხმაროს კლინიცისტებს დიაგნოსტიკისა და კლინიკური გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებაში ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.

ავტომატური დოკუმენტაცია: ექიმები დიდ დროს ხარჯავენ პროცესების დოკუმენტირებაზე, რომელსაც ისინი უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებში. ელექტრონულმა ჩანაწერებმა, შესაძლოა, ეს პროცესი გააადვილოს. დოკუმენტაციის პროცესის ავტომატიზაცია ათავისუფლებს კლინიცისტებს, დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეს დაუთმონ.

უკონტაქტო ტექნოლოგია: კამერები და სენსორები საშუალებას აძლევს ტექნოლოგიას, დააკვირდეს პაციენტის მდგომარეობას.

მოქნილი სივრცეები: პანდემიის დროს ბევრ ჯანდაცვის ორგანიზაციას უწევდა ახალი ადგილების მოძიება ICU პაციენტების მოსავლელად, როგორიცაა ავტოფარეხები ან კარვები ავტოსადგომებზე. პაციენტის ოთახის „next“ სტრატეგია ჯანდაცვის ორგანიზაციებს უადვილებს სივრცეების გარდაქმნას.

აღსანიშნავია, რომ თანმიმდევრული ზრუნვით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს ტრადიციული სტაციონარული ოთახები, საოპერაციო ოთახები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, ამბულატორიული მოვლის ცენტრები, დისტანციური კლინიკები, „საავადმყოფო სახლში“ და სხვა.

 

და ბოლოს, მსგავსი პალატები არამხოლოდ დაეხმარება პაციენტებს, მიიღონ უფრო სწრაფი, კომფორტული და მათზე ორიენტირებული მოვლა, არამედ სამედიცინო დაწესებულებსაც - მოიზიდონ მეტი ინვესტიცია ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დასანერგად.