რატომ გვცვივა თმა შემოდგომაზე?

რატომ გვცვივა თმა შემოდგომაზე?

2022 / 30 სექტემბერი

დადგენილია, რომ დღიურად 100-მდე თმის ღერის ჩამოცვენა ნორმად ითვლება. თუმცა, როდესაც შემოდგომა დგება, ბევრი ადამიანისთვის თმისცვენა უფრო ხშირ ხასიათს იღებს.

 

რატომ არის თმის ცვენის საგრძნობლად მაღალი კოეფიციენტი შემოდგომაზე?

 

შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომაზე თმისთვის ცუდი დღეები დგება. ეს გამოწვეულია თმის ბუნებრივი ციკლით, რომლის დროსაც თმის ზრდისა და დასვენების პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება. როგორც წესი, თმის ციკლის ზრდის ფაზაში წარმოიქმნება ახალი თმა. ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს ოთხიდან ექვს წლამდე. დასვენების პერიოდი კი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ამ ფაზას ტელოგენი ეწოდება.

 

ტელოგენის ფაზაში თმა ადვილად ცვივა. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე უფრო ხშირია ტელოგენური ფაზები, რაც, საბოლოო ჯამში, თმის ცვენას იწვევს. ამის მიზეზი კი ზაფხულში მზის ინტენსიური გამოსხივებაა. როგორც სკალპის დამცავი მექანიზმი, მეტი თმის ფესვი გადადის ზრდის ფაზიდან მოსვენების ფაზაზე. დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგ კი შემოდგომაზე ეს თმები ცვივა. რაც უფრო მეტად არის ჩვენი თმა და სკალპი მზეზე ზაფხულის განმავლობაში, მით მეტად გვცვივა თმა შემოდგომაზე. იმის გამო, რომ თმის ზრდა ციკლურად ხდება, ტელოგენური ფაზა ასევე შეიძლება დაემთხვეს გაზაფხულსაც.

 

ჯანსაღი სკალპის მნიშვნელობა

 

სეზონური თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის იზრუნეთ თმისა და სკალპის, რაც შეიძლება, ჯანსაღად შენარჩუნებაზე. უფრო კონკრეტულად კი:

 

  1. გამოიყენეთ თმის მოვლის პროდუქტები - ეცადეთ, ხშირად დაიტენიანოთ სკალპი, რადგან მშრალი სკალპი ხშირად ანთებისა და თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი ხდება ხოლმე. ასევე, ღრმა კონდიცირების ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელ საკმაოდ მნიშვნელოვანია.
  2. აირიდეთ თმისთვის საზიანო ვარცხნილობები - დაჭიმულ და აქაჩულ ვარცხნილობებს შეუძლია თმის ცვენა გამოიწვიოს/ხელი შეუწყოს.
  3. მიიღეთ ვიტამინები - შესაძლოა, სეზონურ თმის ცვენას ვიტამინის დეფიციტიც დაემთხვეს. გარკვეულმა ვიტამინებმა და მინერალებმა (A, B, C, D, E, თუთია და რკინა) შეიძლება, გავლენა იქონიოს თმის ზრდაზე.
  4. გამოიყენეთ ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული რბილი სავარცხელი - რბილი სავარცხელის გამოყენებამ შეიძლება, გაზარდოს ცხიმის ჯანსაღი დონე თქვენს თმაზე, რაც თმის გაჯანსაღებას გამოიწვევს.
  5. ნუ გამოიყენებთ ქიმიურ საშუალებებს თმისთვის - თუ გაწუხებთ თმის ცვენა, შეზღუდეთ საღებავების, პეროქსიდის სამკურნალო საშუალებებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

 

თმის ხელახალი ზრდა

 

კარგი ამბავი ის არის, რომ სეზონური თმის ცვენა დროებითია. ეს ტექნიკურად არც კი განიხილება თმის „დაკარგვად“ - ეს უბრალოდ ციკლის დაჩქარებული ფაზაა, რომელიც სეზონიდან რამდენიმე კვირაში უნდა ლაგდება. თუმცა, თუკი თმას და სკალპს შესაბამისად უვლით და ცილებით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, თმის ღეროები უმოკლეს დროში გაიზრდება.

 

აქვე გეტყვით, რომ თმის მოვლის საშუალებების შეძენა მარტივად და დისტანციურად შეგიძლიათ ექიმოს პლატფორმის მეშვეობით.