რატომაა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი საჭირო?

რატომაა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი საჭირო?

2022 / 13 ივლისი

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ორსულობის დროს ან რეპროდუქციულ ცხოვრებაში რაიმე დარღვევის გამოა საჭირო. თუმცა, ისევე, როგორც სტომატოლოგიური და მხედველობის გადასამოწმებელი ვიზიტები, ისეა - რეპროდუქციული სისტემის შემოწმების საჭიროებაც.

 

ორსულობითა და მშობიარობით დაწყებული, ნაყოფიერებით, მენსტრუაციითა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (სგგდ) დამთავრებული, გინეკოლოგის საჭიროება პერმანენტულად ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ საჭიროებების შესახებ დეტალურად გიამბო:  


გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტის მიზეზები

გინეკოლოგი არის ექიმი, რომელიც ქალის ჯანმრთელობაზეა სპეციალიზირებული - მისი ფოკუსი კი, უმეტესწილად, ქალის რეპროდუქციული სისტემაა.

 

არის შემთხვევები, როცა თავად ვერ საზღვრავ, ხდება თუ არა რაიმე ცუდი შენს სხეულში. ამიტომ ყოველთვის რეკომენდირებულია ექსპერტის (რომელიც ამ შემთხვევაში გინეკოლოგია) შეხედულებები და დახმარება.

 

ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა და პრობლემების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართო გინეკოლოგს:

 

  • ნაყოფიერება, ორსულობა და მშობიარობასთან დაკავშირებული საკითხები.
  • მენოპაუზა, მენსტრუაცია და ამასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
  • ნებისმიერი ტკივილი ან ანომალია, რომელიც დაკავშირებულია მენჯის ორგანოებთან, რომლებიც მოიცავს კუნთებსა და ლიგატებს.
  • აბსცესები და მენჯის სხვა ანთებითი დაავადებები.
  • შარდისა და განავლის შეუკავებლობა.
  • სექსუალური დისფუნქცია.
  • სექსუალობასთან დაკავშირებული კითხვები.
  • პრეავთვისებიანი პირობები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის დისპლაზია ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
  • ქალის რეპროდუქციული ტრაქტის თანდაყოლილი დარღვევები.
  • სიმსივნეები სარძევე ჯირკვალში ან რეპროდუქციულ ტრაქტში და მის გარშემო.
  • ორსულობასთან დაკავშირებული სიმსივნეები.
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
  • ქრონიკული პირობები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, როგორიცაა ენდომეტრიოზი.
  • რეპროდუქციული ტრაქტის კეთილთვისებიანი დაავადებები, როგორიცაა ფიბროიდები, საკვერცხის ცისტები, ვაგინალური წყლულები, ვულვის წყლულები, სარძევე ჯირკვლის დარღვევები და ა.შ.
  • მენსტრუაციის გამოტოვება.
  • უჩვეულო ვაგინალური ან ანალური გამონადენი.
  • ტკივილი, შეშუპება ან სიმსივნეები მკერდში ან ნებისმიერი გამონადენი მკერდიდან.
  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი.

 

ალბათ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ გინეკოლოგები ასევე აძლევენ ჯანმრთელობას ზოგად რჩევებს თავიანთ პაციენტებს. ეს მოიცავს დიაგნოსტიკას და მედიკამენტების დანიშვნას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა: წელის ტკივილი, აკნე, თავის ტკივილი განწყობის ცვლილებები და სხვ.

 

რა ასაკში შეგიძლია გინეკოლოგთან ვიზიტი?

 

გინეკოლოგს შეუძლია ნებისმიერი ასაკის გოგოს ან ქალს უმკურნალოს. ექსპერტები გვირჩევენ, გინეკოლოგთან ვიზიტი 13-15 წლიდან დავიწყოთ.

 

ექიმთან ურთიერთობის დამყარება საშუალებას აძლევს გოგონას/ქალს, უფრო კომფორტულად დაუსვას კითხვები მენსტრუაციის, სექსუალობისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

ის ასევე აძლევს ექიმს შანსს, წარმართოს ქალის საერთო კეთილდღეობა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციის გზით.

 

და ბოლოს, თუკი გინეკოლოგთან ვიზიტს გეგმავ, ნუ გადადებ. ექიმოდან შეგიძლია დისტანციურად გაიარო კონსულტაცია სასურველ ექიმთან ან დაჯავშნო კლინიკაში ადგილზე ვიზიტი.