რატომაა ჯანმრთელობის პერიოდული გადამოწმება ადამიანისთვის აუცილებელი?

რატომაა ჯანმრთელობის პერიოდული გადამოწმება ადამიანისთვის აუცილებელი?

2022 / 21 თებერვალი

დროის სვლასთან ერთად, ჯანმრთელობის პრევენციული გადამოწმება სულ უფრო აქტუალური ხდება. თუკი რამდენიმე თაობის წინ ადამიანები, უმეტესწილად, იმიტომ სტუმრობდნენ ექიმს, რომ უბრალოდ ავად იყვნენ, დღეს პერიოდული და უწყინარი ვიზიტები ძალიან მომრავლდა. საზოგადოება სულ უფრო ცდილობს, გაერკვეს, როგორ იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით: ისინი ეწევიან აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას, იკვებებიან ჯანსაღად, ინარჩუნებენ წონას და ა.შ

 

პერიოდული გადამოწმება ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ექიმები მუდმივად ხაზს უსვამენ პრევენციის მნიშვნელობას, როგორც იმ პაციენტთა რაოდენობის შემცირების საშუალებას, რომლებიც სამედიცინო მკურნალობას ან ოპერაციას საჭიროებენ.

 

მიუხედავად რეგულარული გადამოწმების უამრავი სარგებლისა, შეგვიძლია, მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად, რამდენიმე მთავარი მიზეზი დავასახელოთ:

 

ავადობის რისკის შემცირება

 

სამედიცინო შემოწმება, რომელსაც სხვაგვარად „ფიზიკურ გამოცდას“ უწოდებენ, მოიცავს სხეულის სრულ შემოწმებას. თუმცა, სხეულის შემოწმებამდე ექიმი ასევე იკვლევს პიროვნების პირად და/ან სამედიცინო ისტორიასა და სხვა შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის, წინა ოპერაციებს ან სამედიცინო პროცედურებს, წარსულ და ახლანდელ დაავადებებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველა აქამდე მიღებულ მედიკამენტს, ადამიანის ჩვევებსა და ცხოვრების წესს. შესაბამისად, ჯანმრთელობის გადამოწმება მოიცავს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა იმის დასადგენად, თუ სად გაქვთ სუსტი წერტილი და რაიმე ტიპის მცირე რისკი ხომ არ არსებობს თქვენს სხეულში. ასეთის არსებობის შემთხვევაში, დროულად გენიშნებათ მკურნალობა და მცირდება სხვა, უფრო რთული რისკების შანსი.

 

სტრესთან დაკავშირებული დააავადებების იდენტიფიცირება

 

დღევანდელი ცხოვრების რიტმი თუ ინდივიდუალური მიზეზები ხშირად ხდება სტრესის გამომწვევი ფაქტორი. სტრესი კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ვნებს სხეულის ამა თუ იმ ნაწილს; მეტიც, მან თავისუფლად შეიძლება, გამოიწვიოს დაავადებები და დარღვევები, რომლებიც ვლინდება როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად.

 

საინტერესოა, რომ ხშირად უბრალო თავის თუ გულის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ სტრესი იყოს. შესაბამისად, რეგულარული შემოწმება დაეხმარება თქვენს ექიმს ასეთი საკითხების დიაგნოსტირებაში. ის ასევე მოგცემთ დანიშნულებას, თუ როგორ უნდა იმკურნალოთ ჯერ სტრესის, შემდეგ კი მისით გამოწვეული დაავადებების ასარიდებლად.

 

 

 

სისხლის ანალიზის შედეგების გაგება

 

ადამიანთა უმეტესობამ იცის ზოგადი და გავრცელებული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა გაციება ან ცხელება, რადგან ისინი ჩვეულებრივ ფიზიკურად ვლინდებიან. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომლებიც ფარულად მიმდინარეობს და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ. სწორედ ასეთი რისკების გადასამოწმებლადაა საჭირო რეგულარული ვიზიტი ექიმთან.

 

ისინი ჩვეულებრივ ითხოვენ სისხლის ანალიზებს, რომელიც ჯანმრთელობის ყოველწლიური შემოწმების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი სხვადასხვა პოტენციური დაავადების (არსებობის შემთხვევაში) გამოვლენაში დიდ როლს თამაშობენ. 

 

საკუთარ ჯანმრთელობაში გათვითცნობიერება

 

ბევრი ადამიანისთვის, ხშირად ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მიზეზი მანამდელი დაავადება თუ დარღვევა ხდება: ისინი რადიკალურად იცვლიან კვებას, გადადიან ფიზიკურად აქტიურ რეჟიმზე და ა.შ თუმცა, დაავადების გარეშეც შესაძლებელია ეს ყველაფერი, თუკი პერიოდულად შევიმოწმებთ ჩვენს ჯანმრთელობას და უფრო მეტად ვიქნებით მოტივირებულები, ჯანსაღად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, რაც მეტად გავიცნობთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მით უფრო მივხვდებით, რა გვჭირდება ჩვენ და ჩვენს სხეულს.

 

ჯანდაცვის ხარჯების შემცირება

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხეულის სრული შემოწმება და სხვა სახის პროფილაქტიკური გამოკვლევები რეგულარულად გვეხმარება დაავადებების პრევენციასა და თავიდან აცილებაში, ასევე არსებული დაავადებების მკურნალობაში ადრეულ ეტაპზე. ეს, თავის მხრივ, ამცირებს თქვენი ავადმყოფობის შანსსა და შესაბამისად - თქვენს სამედიცინო ხარჯებსაც.

 

ასევე, არ დავივიწყოთ დროის ფაქტორი - ავადმყოფობამ შეიძლება გამოიწვიოს სამსახურიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან დასვენების საჭიროება, რაც ხშირად ხდება ცხოვრების სტილის დამრღვევი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, დროული გადამოწმება ამცირებს როგორც მატერიალურ, ისე დროით და სხვა ტიპის რესურსებსაც.

 

სიმშვიდის შენარჩუნება

 

რაც უფრო მეტი ვიცით საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, მით უფრო ნაკლებად ვნერვიულობთ ფარულ პროცესებზე, რომლებიც ჩვენგან შეუმჩნევლად შეიძლება მიდიოდეს სხეულში. მსგავს საკითხებზე ნერვიულობა თავისუფლად შეიძლება სტრესის გამომწვევი გახდეს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, სხვა მრავალ დაავადებას ედება საფუძვლად. ამიტომაც, პერიოდული გადამოწმება მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ეჭვების გაფანტვასა და მშვიდად ყოფნაში. თანაც, დღესდღეობით ეს პროცესი ბევრად უფრო გამარტივებულია, რადგანაც გადამოწმებისთვის საჭირო სერვისებით სარგებლობა ონლაინაც შეგიძლიათ ექიმოდან.

 

გამოიძახე შენთვის საჭირო ანალიზები სახლიდან გაუსვლელად.