როგორ აუმჯობესებს სამედიცინო პლატფორმები ჯანდაცვის სფეროს?
2022 / 06 ოქტომბერი
პლატფორმებმა რევოლუცია მოახდინა თითქმის ყველა ინდუსტრიაში და შექმნა სრულიად ახალი ინდუსტრიებიც. სწორედ ასეთებია: Facebook, AirBnB, Amazon, Google, Uber, iTunes, OpenTable და ა.შ
აქედან ყველა მათგანი პლატფორმაზე დაფუძნებული კომპანიაა, რომლებმაც დააკავშირეს ან გააუმჯობესეს კავშირი მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის.
ნელ-ნელა ჯანდაცვის სფეროშიც ჩნდება ისეთი პლატფორმები, რომლებიც მაქსიმალურად ამარტივებს პაციენტისა და ჯანდაცვის პროვაიდერს შორის ინტერაქციას. სწორედ ამიტომ, დროა განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა პლატფორმებმა ჯანდაცვა სრულად შეცვალოს.
პლატფორმები ქმნიან ღირებულ პარტნიორობას
კარგად ჩამოყალიბებულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს პაციენტებსა და ექიმებს, ფაქტობრივად, სარგებელი მოაქვს ორივე მხარესთვის. პლატფორმის მეშვეობით სერვისის მიწოდება და მიღება ბევრად მარტივია. ხშირად, მისი მეშვეობით, ექიმის დღის განრიგი ბევრად უფრო მოწესრიგებულია და ხშირად მას დისტანციურად უწევს პაციენტისთვის დანიშნულების მიცემა/კონსულტაცია და ა.შ ანალოგიურადვე, პაციენტი იღებს ხარისხიან სერვისს სახლშივე და არ უწევს ცოცხალ რიგებში დგომა, დაწესებულებამდე ტრანსპორტში დროის კარგვა და ა.შ გამოდის, რომ ორივე მხარე მოგებული რჩება ამ სიტუაციაში.
პლატფორმები მარტივი გამოსაყენებელია
ჯანდაცვის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ის დამაბნეველია არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ - ინდუსტრიის შიგნითაც. თუ ჰკითხავთ საავადმყოფოს ან ჯანდაცვის დამზღვევს, რატომ იყენებენ ისინი გარკვეულ პროტოკოლს ან სისტემას, ალბათ, უმეტეს შემთხვევაში, გიპასუხებენ, რომ "ეს არის ის, რაც ყოველთვის გამოიყენებოდა".
პლატფორმის ტექნოლოგიას შეუძლია პოტენციურად გაამარტივოს პაციენტის გამოცდილება, ანგარიშგება, დაგეგმვა და გადახდის მეთოდიც კი. მას აქვს პოტენციალი, იყოს მოსახერხებელი აპლიკაცია პაციენტებისთვის და საშუალებას მისცემს მათ, პირდაპირ დაუკავშირდნენ მათ პროვაიდერს.
შესაძლებლობების სამყარო
რეალური პროგრესი უკვე მიღწეულია ტექნოლოგიების მეშვეობით იმ ინდუსტრიებში, რომლებიც მის გამოყენებას ირჩევენ. პლატფორმის ტექნოლოგია არის ერთ-ერთი გზა ჯანდაცვის სფეროსთვის მარტივი და კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად. იქნება ჯანდაცვა ოდესმე სახალისო (ან პოზიტიური)? ალბათ კი, რადგან დღესდღეობით ტექნიკური შესაძლებლობების მრავალფეროვნება ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, მარტივი, კომფორტული და სახალისო გზებით აკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობა.
პლატფორმის ტექნოლოგიას შეუძლია, მალევე შეამსუბუქოს ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა, როდესაც მათ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება და გაუადვილოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს ცხოვრება. ისევე როგორც სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია სამუდამოდ შეიცვალა AirBnB-ით, უკვე ვხედავთ, რომ ჯანდაცვაც სულ მალე შეიცვლება პლატფორმის ტექნოლოგიით.