როგორ გვეხმარება სტრესის მაკონტროლებელი ტექნოლოგიები სიმშვიდის შენარჩუნებაში?
2022 / 25 ნოემბერი
სტრესი დატვირთული და რუტინული ცხოვრების ნორმალური და განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ქრონიკული სტრესი მზარდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. თანაც, COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოაქცია სტრესის ქვეშ.
სტრესის აქტუალობიდან გამომდინარე, სულ უფრო ვითარდება მისი მაკონტროლებელი ტექნოლოგიები. ისინი გეხმარება, გაიგო, თუ რა ტიპის სიტუაციები გაგდებს სტრესში და შედეგად, შენ შეგიძლია შეცვალო შენი ქცევა.
სტრესის მაკონტროლებელი მოწყობილობა გეხმარება, მართო სტრესი და ხელი შეუწყო პირად კეთილდღეობას.
რა არის სტრესის მაკონტროლებელი მოწყობილობა?
ეს არის მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს ფიზიოლოგიური სტრესის ინდიკატორებს. ამ მოწყობილობების უმეტესობა ფოკუსირებულია გულზე. ისინი იყენებენ გულისცემის მონიტორებს, რათა თვალყური ადევნონ შენს გულისცემას.
ისინი ზომავენ ისეთ მეტრიკას, როგორიცაა გულისცემის ცვალებადობა (HRV). ეს არის დროის ინტერვალის საზომი შენს გულისცემებს შორის.
HRV თვალყურის დევნება შეიძლება იყოს შესანიშნავი ინსტრუმენტი ქცევის ცვლილების მოტივაციისთვის. კონტროლი დაგეხმარება გაიგო, თუ როგორ მოქმედებს შენი ქცევა შენს სხეულსა და ნერვულ სისტემაზე.
სტრესის ტრეკერების მეშვეობით შეგიძლია უკეთ გაიგო, თუ როგორ ამძიმებს სტრესი თქვენს სხეულს. და მათ შეუძლიათ გაჩვენონ, როგორ შეიძლება ეს დაძაბულობა მოქმედებდეს შენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში.
რატომ გჭირდება სტრესის მაკონტროლებელი მოწყობილობა?
დადასტურებულია, რომ სტრესი იწვევს სხვადასხვა - ქრონიკულ თუ არაქრონიკულ დაავადებებს. ის ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და II ტიპის დიაბეტის რისკს. სტრესი ასევე ცვლის შენი სხეულის ენდოკრინულ ფუნქციას. მას შეუძლია, შეაფერხოს ტვინის და უჯრედების ფუნქციაც.
არსებობს კავშირი ხანგრძლივ სტრესსა და დეპრესიას შორის. ტვინი ნებისმიერ მოთხოვნას სტრესით პასუხობს. მაგალითად, სტრესი მოკლევადიან პერიოდებში არაა საშიში.
თუმცა, მუდმივად მაღალი სტრესის დონემ, რომელიც არ კონტროლდება, შეიძლება ძალიან გადატვირთოს შენი სხეული.
ისინი, ვინც ქრონიკულ სტრესში არიან, ხშირად ეწევიან არაჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს მოიცავს ნაკლებ ძილს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცუდ კვებასა და ა.შ
ამ ქმედებებმა შეიძლება გაზარდოს სისტემური ანთება და გამოიწვიოს შფოთვა, რაც ხშირად დეპრესიაში გადადის.
სტრესს აქვს მყისიერი, ყოველდღიური სიმპტომებიც. თუ საკმარისად დიდხანს იმყოფები სტრესის ქვეშ, შეიძლება გახასიათებდეს:
- შემცირებული ენერგიის დონე, პროდუქტიულობა და მოტივაცია
- მუდმივი დაღლილობა
- ცუდი განწყობა და ემოციური რეაქტიულობა
- გადაჭარბებული ფიქრი და შფოთვა
- ძილის პრობლემები, როგორიცაა: უძილობა ან ჰიპერსომნია
- ნიკოტინზე, ალკოჰოლზე და სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება
- ყოველდღიური რუტინის შენარჩუნების გაძნელება
სტრესის მაკონტროლებელი მოწყობილობები დაგეხმარება, მეტი ყურადღება მიაქციოთ შენს განწყობას, გრძნობებსა და სტრესორებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესის ტრეკერებს არ შეუძლიათ სტრესის თავიდან აცილება მხოლოდ მათი ტარებით. მაგრამ მათ მიერ მოწოდებული მონაცემები დაგეხმარება გაიგო, როგორ უპასუხოთ სტრესს უფრო ჯანსაღად.