როგორ ცვლის ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჯანდაცვის სფეროს?

როგორ ცვლის ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჯანდაცვის სფეროს?

2022 / 18 მაისი

სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  სიტყვა „ბლოკჩეინია“. ეს კი იმიტომ, რომ ბლოკჩეინს ნამდვილად აქვს პოტენციალი, ჯანდაცვის სფეროში რევოლუცია მოახდინოს. მაგრამ რაშია მისი ამხელა პოტენციალი რეალურად და როგორ შეუძლია ჯანდაცვის ინდუსტრიას ამ  უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება?

 

უსაფრთხოება

 

სამედიცინო ინდუსტრია წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად ზარალდებოდა პაციენტის მონაცემების უსაფრთხოდ გაზიარებისა და წვდომის შეუძლებლობის გამო. თუმცა, ბლოკჩეინს უსაფრთხოების საუკეთესო სტანდარტების შექმნა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებს, იმუშაონ ერთად როგორც ორგანიზაციულ საზღვრებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ბლოკჩეინი ნდობისა და თანამშრომლობის ახალ სამყაროს ქმნის, სადაც მონაცემების გაზიარება სრულიად უსაფრთხო ხდება.

 

მოლაპარაკებები და კონტრაქტები

 

ჯანდაცვაში ყველამ იცის, რამდენად რთულია კონტრაქტების მართვისა და  მოლაპარაკებები პროცესი. სწორედ ამიტომ, ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ჯანდაცვის სფეროში ამ მიმართულებითაც აქტიურად იყენებენ.

 

მაგალითად, 2020 წელს HealthVerity-ის მიერ შეძენილმა პლატფორმამ Curisium კონტრაქტების მართვისა და მოლაპარაკებებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგია გამოიყენა. ამ პროცესის გამარტივების სისტემის შექმნით, Curisium საშუალებას აძლევს პროვაიდერებსა და გადამხდელებს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური კონტრაქტის შეთანხმებებში, რომლებიც ეფექტური და უსაფრთხოა.

 

 

მონაცემები

 

ბლოკჩეინის ტექნოლოგია რომ მონაცემთა შეგროვებაში, გაცვლასა და ანალიზში გვეხმარება, ამის კარგი მაგალითია 2017 წელს შექმნილი აპლიკაცია Ever, რომელიც დღესდღეობით 170-ზე მეტ საავადმყოფოსა და 5 მილიონ პაციენტს აკავშირებს.

 

2017 წელს დაარსებულმა Ever-მა მოახდინა ტაილანდის სამედიცინო ლანდშაფტის მოდერნიზება და ის ბლოკჩეინის ტექნოლოგიით აღჭურვა. Ever უზრუნველყოფს საუკეთესო უსაფრთხოებას ყველა დაკავშირებული მონაცემისთვის, ასევე ამ მონაცემების მფლობელი მხარეების მჭიდრო და მარტივ კომუნიკაციას - ეს ყველაფერი კი მოქნილ ტექნოლოგიას, ბლოკჩეინს ეფუძნება.  

კონფედენციალობა

 

ბლოკჩეინის ქსელები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, ერთმანეთთან გამჭვირვალე და, ამავდროულად, კონფიდენციალური კომუნიკაცია დაამყარონ, რაც ხელს უწყობს პაციენტის მონაცემების დამალვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი - მათზე წვდომასა და გაზიარებას.

 

ერთ-ერთი აპლიკაცია Patientory იყენებს ამ უპირატესობას პაციენტზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და სერვისების შემუშავებაში, რაც კომპანიას აძლევს მეტ კონტროლს მათ კეთილდღეობაზე. პაციენტის განახლებული ისტორიები და მონაცემები, პანდემიის თვალყურის დევნება, რეპორტინგი, უსაფრთხო კომუნიკაცია დამოწმებულ ჯანდაცვის პერსონალთან შესაძლებელი ხდება ამ აპლიკაციის ინოვაციური გადაწყვეტებით.

 

ცოტა ხნის წინ, BIS Research-ის საფუძველზე გაირკვა, რომ ბლოკჩეინის გამოყენებითა და ინტეგრაციით ჯანდაცვის სფეროს 2025 წლისთვის შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდეს დაზოგილი.

 

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის უკვე მრავალი საინტერესო და კრეატიული გადაწყვეტა გაჩნდა პიონერი კომპანიებისგან მთელ მსოფლიოში, ამას მხოლოდ დასაწყისი შეგვიძლია, ვუწოდოთ.