სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებები

2022 / 01 აგვისტო

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებების განკურნება, უმეტესწილად, შესაძლებელია, მათზე ყურადღების არმიქცევამ, შესაძლოა, უნაყოფობა ან დაავადების ქრონიკული ფორმა გამოიწვიოს.

 

იმის ცოდნა, თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება, დაგეხმარება ეფექტურად გაუმკლავდე სგგდ-ებს, სანამ ისინი გრძელვადიან ზიანს მიაყენებენ ორგანიზმს. აი, რა უნდა იცოდე გავრცელებული სგგდ-ის შესახებ:

 

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

 

HPV-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, რაც დიდწილად HPV ვაქცინის ხელმისაწვდომობითაა გამოწვეული.

 

HPV-ის ზოგიერთი ტიპი გენიტალური მეჭეჭების სახით ვლინდება. ამ ვარდისფერმა ან ხორცისფერმა მუწუკებმა შეიძლება ქავილი გამოიწვიოს, ასევე - დისკომფორტი და სისხლდენა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამავე ვირუსის სხვა შტამები, რომლებმაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო, პენისის კიბო ან პირისა და ყელის კიბო გამოიწვიოს.

 

ვირუსის აღმოჩენა ნაცხის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო მისი გამწვავების თავიდან ასარიდებლად კი ვაქცინირება ხდება საჭირო.

 

ჰერპესი

 

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები სგგდ-ია. არსებობს მისი ორი ვირუსული შტამი: ჰერპეს სიმპლექსის ტიპი 1 (HSV-1) და ჰერპეს სიმპლექსის ტიპი 2 (HSV-2), ორივე სქესობრივი გზით გადამდებია და იწვევს გენიტალურ ჰერპესს. სიფილისის მსგავსად, ჰერპესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფზე -განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

სიფილისი

სიფილისი, უმეტესწილად, სოციალურ ფაქტორებზე დამოკიდებული, მაგალითად: არაჰიგიენურ გარემოზე, აივ-ის დიაგნოზზე, თამბაქოს ან ნარკოტიკების მოხმარების ისტორიაზე.

სიფილისი, უმეტესწილად, სიფილისის წყლულთან პირდაპირი კონტაქტით გადადის. ინფექცია შეიძლება დაიწყოს მრგვალი, მყარი, უმტკივნეულო წყლულით, რომელიც მდებარეობს პენისზე, საშოში, ანუსზე ან პირში. ზოგჯერ ეს წყლულები შეუმჩნეველია, რადგან ისინი უმტკივნეულოა და შემდეგ სიმპტომები ქრება. თუმცა, ინფექცია აგრძელებს წინსვლას. მკურნალობის გარეშე, დაავადების შემდგომ ეტაპებზე შეიძლება დაზიანდეს გული, სისხლძარღვები, ღვიძლი, ძვლები, სახსრები და კანი.

 

ჰეპატიტი

 

ჰეპატიტი დაავადებაა, რომელიც ღვიძლის ანთებას და ფიბროზს იწვევს. ის შეიძლება ადამიანს სქესობრივი გზითაც გადაეცეს. მას აქვს რამდენიმე ფორმა, თუმცა კი ყველა ფორმის სიმპტომები მსგავსია: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, მუქი შარდი და კანისა და თვალების გაყვითლება.

 

ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები, A ჰეპატიტის ვირუსი (HAV) ჩვეულებრივ გვხვდება განავალში. ის შეიძლება გავრცელდეს ოჯახში ახლო პირადი კონტაქტის, საკვების ან წყლის დაბინძურების შედეგად.

B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) ასევე სქესობრივი გზით გადამდებია. მაგრამ ის ასევე შეიძლება განვითარდეს ნემსის გაზიარებით ან გადაეცეს დედიდან შვილს დაბადებისას.

HBV-ს მსგავსად, სქესობრივმა კავშირმა ასევე შეიძლება გაავრცელოს C ჰეპატიტის ვირუსი (HCV), რომელიც გადადის სისხლით, სპერმატოზოიდით და სხეულის სხვა სითხეებით.

ტრიქომონიაზი

ამ სტატიის სხვა სგგდ-ებისგან განსხვავებით, ტრიქომონიაზი, რომელსაც ზოგჯერ „ტრიხს“ უწოდებენ, არის პარაზიტული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პარაზიტი Trichomonas vaginalis-ით. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი სგგდ-ია, ტრიქომონიაზი სერიოზულად მოქმედებს ორსულ ქალებზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ პარაზიტულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის წონის კლება და მემბრანების გახეთქვა.

 

ქალებში ტრიქომონიაზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, წვას, სიწითლეს ან ტკივილს სასქესო ორგანოებში; ხშირია შარდვის დროს დისკომფორტი, ასევე თხელი გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე, თეთრი, მოყვითალო ან მომწვანო უჩვეულო სუნით. მამაკაცებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს ან გაღიზიანებას პენისის შიგნით, წვას შარდვის ან ეაკულაციის შემდეგ, ან პენისიდან გამონადენს. იმის გამო, რომ მამაკაცები, როგორც წესი, არ განიცდიან სიმპტომებს, მათ ხშირად არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, არ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას და ასე ავრცელებენ ამ პარაზიტს პარტნიორებზე შემთხვევით. მკურნალობის გარეშე ეს ინფექცია შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

 

ზემოხსენებული დაავადებებიდან ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გირჩევ, აუცილებლად მიხვიდე ექიმთან, რომელიც რელევანტურ კვლევებს დაგინიშნავს. თანაც, აქვე გეტყვი, რომ ექიმოში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ანალიზებზე ფასდაკლება მოქმედებს და ჩვენთან მარტივად და ბევრად უფრო ხელმისაწვდომად შეძლებ შენთვის სასურველი კვლევების ჩატარებას.