Somnox - რობოტი, რომელიც ადამიანს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში ეხმარება

Somnox - რობოტი, რომელიც ადამიანს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში ეხმარება

2022 / 04 ნოემბერი

უძილობა იგივე ძილის დარღვევაა, რომელიც ჩაძინების, ძილის სტაბილურად გაგრძელების და/ან დილით ადრე გაღვიძების სირთულეებით ხასიათდება. უძილობის მოდელებს საერთო მიზეზი აქვს და მას ჰიპერაგზნება ეწოდება. აგზნების შემცირებისთვის კი სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ტექნიკაა მშვიდი სუნთქვის შენარჩუნება.

 

ძილის რობოტი Somnox ოვალური ფორმის ბალიშის მსგავსი რობოტია, რომელიც მომხმარებელს აძლევს ფიზიკურ და აუდიტორულ მითითებებს სუნთქვის დასამშვიდებლად. აღსანიშნავია, რომ რობოტს ბალიშის მსგავსი ფორმა აქვს და მისივე ადგილზე უნდა განთავსდეს.

 

 

რობოტი ათავისუფლებს გონებასა და სხეულს სტრესისგან სამი ელემენტის მეშვეობით: სუნთქვა, ხმები და დადებითი ემოციები.

 

სუნთქვა

 

მას აქვს ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგაც, მომხმარებელი მას იხუტებს და რბილი, ფაფუკი ზედაპირის ქვეშ არსებული რობოტის მექანიზმი ადამიანთან ერთად იწყებს სუნთქვას. ამ მექანიზმს სხვაგვარად ფილტვებსაც უწოდებენ, რომლებიც ადამიანის ფილტვების მსგავსად მუშაობენ. მომხმარებელი კი ბუნებრივად სინქრონიზდება რობოტის სუნთქვის სიხშირესთან დროთა განმავლობაში.

 

somnox-ი ცვლის ჩვენს ავტონომიურ ნერვულ სისტემას ჩვენი სხეულის არაცნობიერი ფიზიოლოგიური რეაქციების მიღმა, თუნდაც, როგორიცაა სუნთქვა და გულისცემა. აღსანიშნავია, რომ რობოტის მექანიზმი ჩვენს სუნთქვაზე ისევე მოქმედებს, როგორც სუნთქვის ვარჯიშები, რომლებსაც ექსპერტები ძილის წინ გვირჩევენ ხოლმე.

 

ხმები

 

Sleep Robot-ს შეუძლია გამოსცეს ბუნების ხმები და დამამშვიდებელი მუსიკა, რათა დაეხმაროს სხეულს სრული რელაქსაციის რეჟიმის მიღწევაში. მაგალითად, მედიტაციის მუსიკა ჩართულია მშვიდი მდგომარეობის გამოსაწვევად. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი მუსიკა Somnox აპლიკაციის საშუალებით.

 

დადებითი ემოციები

 

რობოტი შექმნილია კომფორტის შესაქმნელად და მარტივად გამოსაყენებლად. მისი ფორმა ორსულობის ბალიშითაა შთაგონებული. ერგონომიული ექსპერტების დახმარებით, Somnox-მა შექმნა რობოტის ფორმა, რათა მომხმარებლებს შეენარჩუნებინათ ძილის ბუნებრივი პოზიცია, კისრისა და მხრების ბუნებრივი განლაგებიდან გადახრის გარეშე. ის იქცევა მძინარე პარტნიორად და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მკერდის გვერდით მოათავსოს რობოტი და ხელებით ჩაეხუტოს მას.

 

რამდენად სანდოა რობოტი?

 

სამეცნიერო ვალიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომლისკენაც Somnox-ი ისწრაფვის. მათმა მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა სუნთქვისა და მუსიკის გავლენის შესახებ ძილის ხარისხზე. კვლევის გარდა, მომხმარებლის ტესტირება არის პროდუქტის ან იდეის დადასტურების ძირითადი კომპონენტი; ამიტომ, მათ შეაგროვეს 5000-ზე მეტი ადამიანის უკუკავშირი, რათა Somnox ძილის რობოტის ფუნქციების დადებითი გავლენა თვალსაჩინო გაეხადათ. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი რობოტთან ერთად საშუალოდ 21 წუთით ადრე იძინებს, ვიდრე რობოტის გარეშე.

 

რაც შეეხება Somnox-ის მომავალს, მისი მწარმოებელი კომპანია ამჟამად მუშაობს "უხილავ" სენსორებზე, რომლებიც შეიძლება ჩამონტაჟდეს ტანსაცმელში, რათა აღმოაჩინოს სტრესის ან შფოთვის ნიშნები. შემდეგ ისინი მიაწოდებენ მომხმარებლებს უკუკავშირს და ურჩევენ სუნთქვის პრაქტიკას, რომელიც მას სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება.

 

ეს ტექნოლოგიური განვითარება კი მიუთითებს მომავალზე, რომელშიც გვექნება უწყვეტი სენსორები. ისინი ჩვენს ჯანმრთელობას გააკონტროლებენ და პერმანენტულად მოგვცემენ სწორ რჩევებს.