ციფრული ჯანმრთელობა შინაური ცხოველებისთვის

ციფრული ჯანმრთელობა შინაური ცხოველებისთვის

2022 / 05 სექტემბერი

ოთხფეხა მეგობარი ხშირად ჩვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი ხდება ხოლმე. თუმცა, იმისთვის, რომ ეს თანამგზავრი ჯანმრთელი, ენერგიული და ბედნიერი იყოს, მასზე პერმანენტული ზრუნვაა საჭირო.

 

საბედნიეროდ, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როცა ზრუნვის პროცესი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ბევრად უფრო გამარტივებულია. მაგალითად, ჩასაცმელი მოწყობილობები და ჭკვიანი ტრეკერები, რომლებიც ცხოველების მოვლის ბაზარზე ასეთი აქტუალურია, მნიშვნელოვნად გვეხმარება, ჩვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობა მუდმივად ვაკონტროლოთ.

 

ქვემოთ მოცემულია იმ ტექნოლოგიათა უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას უზრუნველყოფენ:

 

ტანსაცმელი

 

ესაა ერთგვარი ჩასაცმელი მოწყობილობები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ პარამეტრებს აკვირდებიან, როგორებიცაა: სხეულის ტემპერატურა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და pH დონე. ამ პარამეტრებზე დაკვირვება ხელს უწყობს შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე მუდმივ თვალყურის დევნებას.

 

ჩასაცმელი ტრეკერები კიდევ უფრო კონკრეტულ მიზანს ემსახურება. იმის ცოდნა, თუ სად არის შენი შინაური ცხოველი (განსაკუთრებით, თუ ის დაიკარგება) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საყვარელი არსების საპოვნელად ტრეკერის არსებობა დიდი შეღავათია. გაითვალისწინე, რომ ტრეკერის შეძენისას, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ჩაშენებული GPS ტრეკერი და არ ეყრდნობოდეს მხოლოდ ბლუთუზს.

 

დისტანციური მონიტორინგი

 

ჭკვიან აქსესუარებს ასევე შეუძლიათ, დისტანციურად შეამოწმონ სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრები. მაგალითად, PetPace ჭკვიანი საყელო აკონტროლებს გულისცემას, სუნთქვას, ტემპერატურას, აქტივობასა და კალორიების წვას. კიდევ ერთი კარგი ტექნოლოგიაა VetGuardian პლატფორმა. ის ჰგავს რადარს, რომელიც თვალყურს ადევნებს შენი შინაური ცხოველის სასიცოცხლო სიგნალებს შორიდან.

 

ზოგადად, საავადმყოფოებში ვეტერინარები ყველანაირ სენსორს უყენებენ ვეტპაციენტებს, მაგრამ ისინი ძნელად მუშაობენ, რადგან ენერგიული შინაური ცხოველების პარამეტრებს ეს მოწყობილობები სირბილის დროს კარგად ვერ აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებულ ტექნოლოგიას გასაოცარი შედეგი აქვს, რის გამოც, ის ადამიანთა საავადმყოფოებშიც უნდა დაინერგოს.

 

3D ბეჭდვა

 

ეს არ ვრცელდება მხოლოდ ადამიანებზე: შინაური ცხოველების პროთეზირება ასევე გაუმჯობესებულია 3D ტექნოლოგიით. ისევე, როგორც ადამიანის შემთხვევაში, შინაურ ცხოველებს ხანდახან სჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა დაკარგული კიდურების ჩასანაცვლებლად. სწოედ ამიტომ, ნელ-ნელა ახალი, 3D მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა უკვე აღწევს ბაზარზე, რათა ცხოველებისთვის პროთეზები აწარმოოს.

 

ციფრული ტექნოლოგია ვეტერინარებისთვის

 

ვეტერინარებმა ეფექტურად უნდა მართონ თავიანთი ონლაინ კონსულტაციები, ტელემედიკამენტის დანიშნვის პროცესი, უპასუხონ ადამიანებს, რომლებიც google-ში ეძებენ თავიანთი შინაური ცხოველების სიმპტომებს და სვამენ უამრავ კითხვას.

 

სმარტფონის აპებს შეუძლიათ ჩვენი შინაური ცხოველების სამედიცინო დოკუმენტების თვალყურის დევნება, ვეტერინართან კონტაქტის შენარჩუნება, განსაკუთრებით - ოპერაციის შემდგომი მენეჯმენტისთვის. ტელემედიცინას შეუძლია, გააუმჯობესოს ვეტერინართან წვდომა ნებისმიერ დროს.

 

დისტანციური ზრუნვა არის ჯანდაცვის ახალი რეალობა და რადგან პანდემია აჩქარებს ონლაინ შეხვედრების, ელექტრონული ვეტერინარის პლატფორმებისა და ვირტუალური მოვლის გამოყენების პრაქტიკას, ვეტერინარები უნდა ფლობდნენ დამატებით ორგანიზაციულ და მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხებს.

 

აქვე გეტყვი, რომ თუკი შენს ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან თუნდაც, უბრალოდ გსურს, რომ მისი ჯანმრთელობა გადაამოწმო, შეგიძლია, ექიმოში დისტანციურად ჩვენს ვეტერინარებს დაუკავშირდე, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას მარტივად მოგაწვდიან.