წყლის რეგულარულად მიღების მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის

წყლის რეგულარულად მიღების მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის

2022 / 25 ივნისი

ადამიანის ჯანმრთელობისთვის რეგულარული ჰიდრატაცია უდიდეს როლს თამაშობს. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად წყლის საჭირო დოზას არ იღებს.

 

რატომაა საჭირო წყლის დალევა და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე?

 

წყალი ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას - წყალი ნერწყვის მთავარი კომპონენტია. ნერწყვში ასევე შედის ელექტროლიტების, ლორწოს და ფერმენტების მცირე რაოდენობა. ეს აუცილებელია მყარი საკვების დასაშლელად და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

 

წყალი არეგულირებს შენი სხეულის ტემპერატურას - ჰიდრატაციის შენარჩუნება გადამწყვეტია შენი სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ფიზიკური დატვირთვის დროს სხეული ოფლის სახით კარგავს წყალს. ოფლი კი სხეულის გაგრილებას უწყობს ხელს; შესაბამისად, სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, თუ ორგანიზმში წყლის მარაგს არ შეავსებ.

 

წყალი იცავს ქსოვილებს, ზურგის ტვინს და სახსრებს - წყლის მოხმარება ხელს უწყობს სახსრების, ზურგის ტვინის და ქსოვილების დატენიანებას და დამშვიდებას. ეს გეხმარება, ისიამოვნო ფიზიკური აქტივობით და შეამცირო დისკომფორტი, რომელიც ართრიტით არის ხოლმე გამოწვეული.

 

წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას - ექსპერტები ადასტურებენ, რომ წყლის დალევა ჭამის წინ, ჭამის დროს და მის შემდეგ ეხმარება ორგანიზმს უფრო ადვილად დაშალოს საკვები.

 

წყალი წონის დაკლებაში გეხმარება - კვლევები ადასტურებს, რომ მეტი წყლის მიღებით მეტი ცხიმი იწვება.

 

წყალი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას - გარდა იმისა, რომ წყალი ხელს უწყობს საკვების დაშლას, ის ასევე ხელს უწყობს ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნივთიერებების გამოთავისუფლებას საკვებიდან. შემდეგ კი ის ამ ვიტამინის კომპონენტებს დანარჩენ სხეულს აწვდის.

 

წყალი კანს უფრო ბზინვარეს ხდის - წყლის ადეკვატური მიღება ხელს შეუწყობს კანის დატენიანებას და კოლაგენის გამომუშავებას.

 

რა ოდენობის წყალი უნდა მიიღო დღის განმავლობაში?

 

ჯანდაცვის ექსპერტები ჩვეულებრივ რეკომენდაციას უწევენ დაახლოებით 2 ლიტრამდე წყლის დალევას დღეში. მაგალითად, ზრდასრულთათვის, აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის ზოგადი რეკომენდაცია არის:

 

2,7 ლიტრი დღეში - ქალებისთვის

3,7 ლიტრი დღეში - მამაკაცებისთვის

 

ეს მოიცავს ყველანაირ სითხეს: წყალს, სასმელებს და საკვებიდან მიღებულ სითხეს. გაითვალისწინე, რომ შენ იღებ წყლის საშუალოდ 20 პროცენტს იმ საკვებიდან, რომელსაც მიირთმევ.

 

ის, თუ რა ოდენობის წყალი უნდა მიიღო დღის განმავლობაში ასევე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

 

  • სად ცხოვრობ
  • როგორ იკვებები
  • როგორია ტემპერატურა, ან რომელი სეზონია
  • როგორ გარემოში გიწევს ყოფნა
  • რამდენად აქტიური ხარ
  • ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა გაქვს

 

საბოლოო ჯამში, წყლის დალევა უდიდეს როლს თამაშობს ორგანიზმის ჯანრმთელობაში და სწორედ ამიტომ, მისი რეგულარულად მიღება პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის.

 

თუმცა, გაითვალისწინე, რომ არც ძალიან ბევრი წყლის მიღებაა გამართლებული. ამან შესაძლოა ინტოქსიკაცია და ტვინის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც უჯრედებში (მათ შორის ტვინის უჯრედებში) ძალიან ბევრი წყალია, რაც საბოლოო ჯამში შეშუპებას იწვევს. სწორედ ამიტომ, მიიღე იმდენი წყალი, რამდენიც შენი ორგანიზმისთვის იქნება სასარგებლო.