ვეტ ჰაუსი - ადგილი, სადაც შენს ოთხფეხა მეგობარზე ზრუნავენ

ვეტ ჰაუსი - ადგილი, სადაც შენს ოთხფეხა მეგობარზე ზრუნავენ

2022 / 12 ივნისი

იმისთვის, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა უფრო მარტივი და სასიამოვნო გამხდარიყო, 2016 წელს თბილისში, მიცკევიჩის 70 ნომერში მრავალპროფილური ვეტერინარული საავადმყოფო „ვეტ ჰაუსი“ გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლინიკაა ამიერკავკასიაში, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი წლების განმავლობაში.

აქვე გეტყვი, რომ ვეტ ჰაუსი აერთიანებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც ჩვენი შინაური ცხოველების დასახმარებლად გვჭირდება ხოლმე, მაგალითად:

დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას სხვადასხვა პროფილის დაავადებებზე.

გარდა ამისა, ვეტერინარული კლინიკა მოიცავს სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს, ესენია:

 

  • სამი თერაპიული კაბინეტი;
  • ორი ქირურგიული კაბინეტი;
  • 24 საათიანი პოსტოპერაციული და ინფექციური სტაციონარი;
  • ვეტერინარული მაღაზია;
  • გრუმინგის კაბინეტი.

 

შესაბამისად, შენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ვეტ ჰაუსში შეძლებ შეიძინო შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, ნივთები.. და გარდა ამისა, მის გარეგნობაზეც იზრუნო და გრუმინგის კაბინეტშიც შეიარო.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ვეტ ჰაუსი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ერთგვარ სასტუმროებსაც სთავაზობს (კატებისთვის ცალკე, ძაღლებისთვის ცალკე).

 

კერძოდ, ძაღლების სასტუმრო მოიცავს 20 ნომერს, რომლის წინაც განთავსებულია ეზო სათამაშოდ და სასეირონოდ. ხოლო კატებისთვის შექმნილია კომფორტული, სამიარუსიანი ოთახები, რომლებსაც მინის წინა ფასადი და მყუდრო დასამალი კუთხეები აქვთ. 

 

აქვე გეტყვი, რომ ვეტ ჰაუსში 2020 წლიდან საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს  პრაქტიკული კურსები 1.ვეტერინარის ასისტენტისა და ვეტერინარის დამხმარესთვის და 2. გრუმერისა და გრუმერის დამხმარესათვის. 

 

კურსები იყოფა ორ ნაწილად: თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად და თუკი ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობის დიდი სურვილი გაქვს და ამ კუთხით კარიერულ წინსვლას გეგმავ, ეს კურსები ნამდვილად დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში.

და ბოლოს, ბლოგს კარგი ამბით დავასრულებთ - სულ ახლახან ვეტ ჰაუსის კლინიკა ექიმოს შემოუერთდა და ამიერიდან შენი ოთხფეხა მეგობრისთვის ვეტერინართან ვიზიტის დაჯავშნას, ონლაინ კონსულტაციასა და ვაქცინაციას ვეტ ჰაუსში მარტივად შეძლებ ჩვენი აპლიკაციით.