ვეტერინარული ტელემედიცინის მნიშვნელობა შინაური ცხოველებისთვის

ვეტერინარული ტელემედიცინის მნიშვნელობა შინაური ცხოველებისთვის

2022 / 11 აპრილი

ტელემედიცინა უკვე მრავალი წელია, ადამიანს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. თუმცა, ნელ-ნელა ის ვეტერინარულ მედიცინაშიც აქტუალური ხდება.

 

მანამ, სანამ ვეტერინარული ტელემედიცინის მნიშვნელობაზე გადავალთ, გავიხსენოთ, თავად ტელემედიცინის არსი რაში მდგომარეობს. ეს არის პაციენტების ტელეკომუნიკაციებით (მაგ: ვიდეოზარი, აპლიკაცია..) დისტანციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულად იცვლება ინფორმაცია პაციენტსა და ექიმს შორის.

 

ანალოგიურად, ტელემედიცინის დახმარებით, შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველის მოვლა ბევრად უფრო ეფექტური გავხადოთ; ამასთანავე, დავზოგოთ დროც და მატერიალური რესურსიც.

 

და მაინც, რაში გვეხმარება ვეტერინარული ტელემედიცინა?

 

 

 

  1. ჯანმრთელობის ზოგად შეფასებაში

ტელემედიცინის სერვისების მეშვეობით, ვეტერინარებს შეუძლიათ, მომხმარებლებს სანდო საექსპერტო რჩევები მიაწოდონ. ამავდროულად, ხშირად ტელემედიცინის აპლიკაციებით შინაური ცხოველების მფლობელებს ხშირი კონტაქტი აქვთ ვეტერინარებთან და თავიანთი ცხოველების შესახებ მუდმივად აწვდიან მათ ინფორმაციას.

 

  1. ოპერაციის შემდგომ მოვლაში

როდესაც ცხოველს ოპერაცია უტარდება, ოპერაციის შემდგომი მოვლა გამოჯანმრთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მფლობელებს შეუძლიათ დაეხმარონ ვეტერინარებს ამ კრიტიკული ეტაპის მონიტორინგში მათივე სმარტფონის მეშვეობით. ვეტერინარებს კი შეუძლიათ, თვალყური ადევნონ პაციენტის პოსტოპერაციულ გამოჯანმრთელებას და მფლობელებს ჭრილობის ადგილის სურათების გაგზავნა სთხოვონ. ამ გზით ვეტერინარები ახერხებენ, თვალყური ადევნონ განკურნების პროცესს და მალევე გაარკვიონ ნებისმიერი ანომალია.

ასევე, ვიდეო ან ვიდეოზარები შეიძლება, ვეტერინარს ცხოველის ქცევის კონტროლში დაეხმაროს. ამით შინაური ცხოველის კლინიკაში შემოწმება საჭირო აღარ არის.

 

  1. ვეტერინარულ მომსახურებას ბევრად მოსახერხებელს ხდის

შინაური ცხოველის ბევრი მფლობელისთვის კლინიკაში მათი მიყვანა ხშირად გამოწვევა ხდება; შესაძლოა, მათ შინაურ ცხოველს არ სიამოვნებს ეს პროცესი, ან უბრალოდ თავს კარგად ვერ გრძნობს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვიზიტზე მისვლის ენერგია არ გააჩნია. ტელემედიცინა შინაური ცხოველების მფლობელებს ამ პრობლემების შემსუბუქების გზას სთავაზობს და მათ კლინიკაში ვიზიტი მხოლოდ მაშინ უწევთ, როცა ეს აუცილებელია.

 

  1. მახლობლად ვეტერინარული კლინიკების არარსებობის პრობლემას ჭრის

უნდა ვაღიაროთ, რომ სამედიცინო დაწესებულებები ადამიანებისთვის გაცილებით მრავლადაა, ვიდრე ცხოველებისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად, მათ მფლობელებს შორს წასვლა უწევთ საიმისოდ, რომ თავიანთი შინაური ცხოველი ვიზიტზე მიიყვანონ. ტელემედიცინა ამ პრობლემასაც მარტივად ჭრის და მისი მეშვეობით კილომეტრების გავლა საჭირო აღარ ხდება.

და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველების ჯანმრთელობაც ისეთივე ყურადსაღებია, როგორც ადამიანების, ვეტერინარულ ტელემედიცინას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შინაური ცხოველების მოვლაში. ამგვარი მომსახურების საჭიროება Covid-19-ით გამოწვეულ პანდემიაში კიდევ უფრო მძაფრად გაჩნდა.

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ EKIMO-ს აპლიკაციას ვეტერინარული მომსახურებაც დაემატა და ამიერიდან შეძლებთ, აპლიკაციიდან ელექტრონულად ჩაეწეროთ ვეტერინართან ვიზიტზე ან სულაც მასთან კონსულტაცია ონლაინ გაიაროთ.