რატომაა ზამთარში რეგულარული სამედიცინო შემოწმება საჭირო?

რატომაა ზამთარში რეგულარული სამედიცინო შემოწმება საჭირო?

2023 / 05 იანვარი

ზამთარი ბევრის საყვარელი სეზონია, თუმცა, ცივ ამინდს თან მრავალი დაავადება ახლავს და შესაბამისად, ზამთარში იმუნიტეტი უფრო მაღალი რისკის ქვეშაა. ასე რომ, ამ პერიოდში სწორად მოიქცევი, თუკი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევ შენს ჯანმრთელობას.

 

ამ სეზონზე აუცილებელია სხეულის რეგულარული შემოწმება. სწორედ ამიტომ, ბლოგში განვიხილავთ ანალიზებსა და ორგანოებს, რომლებიც ამ პერიოდში უნდა გადაიმოწმო.

 

ისხლის წნევა

 

50 წელს გადაცილებული ადამიანები ზამთარში უფრო მეტად იღლებიან მცირე აქტივობების შემდეგაც კი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არტერიული წნევა ზოგადად უფრო მაღალია ზამთრის სეზონზე, რადგან დაბალი ტემპერატურა სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს.

 

არტერიული წნევის შემოწმებით, აუცილებლად მიიღებ სწორ წარმოდგენას შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის დაგეხმარება, განსაზღვრო, გჭირდება თუ არა შემდგომი მკურნალობა.

 

გულის შემოწმება

 

ზემოთ მოყვანილი მიზეზის გამო, ამ ამინდში გულის შეტევის ალბათობა ასევე მაღალია. თუ უკვე გაწუხებს გულის პრობლემები, აუცილებლად ჩაიტარე გულის გამოკვლევა. ამით სამომავლო გართულებების რისკს გააკონტროლებ.

 

შაქრის დონე

 

ზამთარი ხშირად გვიბიძგებს, უფრო მეტი ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი საკვები მივიღოთ. თუმცა, ისინი ხშირად სისხლში შაქრის დონეს ზრდის. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა ვარჯიშის გეგმის დაცვას ართულებს ხოლმე. შედეგად, შენი დიაბეტის წამლებისთვის ან ინსულინისთვის უფრო რთულია ეფექტურად იმოქმედოს შაქრის დონეზე. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი ამ პერიოდში შაქრის დონეს თვალყურს ადევნებ ხოლმე.  

ფილტვები/სასუნთქი გზა

 

ცივი ამინდი ასევე იწვევს ზედა სასუნთქი გზების შევიწროვებას. უფრო მეტიც, მშრალი ჰაერი არღვევს ტენიანობის ფენას, რომელიც ფილტვებში სასუნთქ გზებს „ეფარება“. შედეგად, სუნთქვა ცოტათი ძნელდება ხოლმე. ეს ეფექტი შეიძლება გაუარესდეს, თუკი უკვე გაწუხებს რესპირატორული პრობლემები, მაგალითად, როგორიცაა: ასთმა. სწორედ ამიტომ, გაიარე შემოწმება წინასწარ, ზამთრის თვეებისთვის მედიკამენტების მოსამზადებლად.

 

თვალის შემოწმება

 

თვალების სიმშრალე და ქავილი ხშირი პრობლემაა ზამთარში დაბალი ტენიანობის გამო. ასევე, ადამიანების უმეტესობა საკუთარ სახლებსა თუ ოფისებში სიცივესთან გასამკლავებლად გათბობას რთავს ხოლმე. თბილი და მშრალი გარემო შიდა სივრცეში კი უფრო სწრაფად აორთქლებს ტენს თვალიდან. ასე რომ, კარგი იქნება, თუ თვალის ჯანმრთელობაზე მეტ ყურადღებას გაამახვილებ ზამთარში.

 

გრიპის შემოწმება

 

მზის ნაკლები შუქი და ნისლიანი ამინდი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომაა, რომ გრიპის ინფექციები ასე ხშირია ზამთრის სეზონზე. უფრო მეტიც, ცივი ამინდი ხშირად გვაიძულებს სახლში დავრჩეთ, რაც კიდევ უფრო აადვილებს მიკრობების გავრცელებას. ამის მიმართ კი ხანდაზმული ადამიანები უფრო დაუცველები არიან. თუ შეამჩნევ, რომ გარშემო ვინმეს გრიპი აქვს, პირველივე სიმპტომის დროს გადაემოწმე გრიპზე.

 

გარდა ამისა, ვირუსის დროს დაიცავი ჯანსაღი კვების გეგმა და იძინე 7-8 საათი ღამით. ხშირად დაიბანე ხელები და შეინარჩუნე უსაფრთხო დისტანცია ვირუსით დაავადებული ადამიანებისგან. ექიმებისა და ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ზამთრის სეზონზე სხეულის სრული შემოწმება სავალდებულოა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის უფრო დიდი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

 

საბედნიეროდ, სხეულის სრული შემოწმება აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მაგალითად, ექიმო პაკეტურ შეთავაზებებს გთავაზობს ამ პერიოდში იმისთვის, რომ სრულად გადაამოწმო საკუთარი ჯანმრთელობა. ყველაფერ ამას კი დისტანციური ჯავშნით მარტივად მოახერხებ.