ლაბორატორიული ანალიზების გამოძახება კომპანიებისთვის

ლაბორატორიული ანალიზების გამოძახება კომპანიებისთვის

2022 / 04 იანვარი

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას კერძო სექტორი განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ბევრი მათგანი მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადაეწყო. თუმცა, ზოგიერთი სამსახურისთვის ფიზიკური სახით ფუნქციონირება ამ დრომდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დასაქმებულების ჯანმრთელობის დასაცავად, მათ მკაცრი კოვიდ-რეგულაციების დაცვით უწევთ ფუნქციონირება - ზოგიერთი სამსახური თავიანთ თანამშრომლებს რეგულარულად ტესტავს კორონავირუსის არსებობაზე. ეს სრულიად ლოგიკურიც არის, რადგანაც სამუშაო პროცესში ფიზიკური კონტაქტი გარდაუვალია, რაც თანამშრომლებისა და მომხმარებლის ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

 

სწორედ ამიტომ, ექიმო კერძო კომპანიებს ახალ სერვისს სთავაზობს. აპლიკაციის საშუალებით მეგალაბისა და მედ დიაგნოსტიკის ლაბორატორიების უფასო გამოძახება ხდება შესაძლებელი. ამგვარად მნიშვნელოვნად მცირდება ტესტირებასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ხარჯები და საგრძნობლად იზოგება დრო, რადგანაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი თანამშრომლები ერთდროულად გატესტონ. 

 

ექიმოს დახმარებით, კომპანიებს შეუძლიათ თავიანთ თანამშრომლებს შემდეგი სახის ანალიზები ჩაუტარონ:

 

  • კორონავირუსის PCR ტესტი (63 ლარიდან);
  • კორონავირუსის სწრაფი ტესტი (31.5 ლარიდან);
  • კოვიდის შემდგომი გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა, კოაგულოგრამა, D-დიმერი) (63 ლარიდან);
  • COVID-19-ის შემდგომ გართულებების დიაგნოსტიკა (135 ლარიდან);

 

დამსაქმებელი თვითონვე ირჩევს მისთვის სასურველ დროს, ლოკაციასა და ანალიზის სახეობას, რის შემდგომაც სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი გუნდი მას შესაბამის მომსახურებას გაუწევს. მომსახურების ღირებულება გასატესტ დასაქმებულთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ხოლო ანალიზის პასუხების მისაღებად ლაბორატორიაში ფიზიკური ვიზიტიც აღარ ხდება საჭირო - გამოკვლევის პასუხები კომპანიას  ელექტრონულად ეგზავნება. 

 

მეგალაბის ლაბორატორიის გამოძახება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელია. ამას გარდა, ექიმოს მომხმარებლები მეგალაბის ნებისმიერ ანალიზზე 10% ექსკლუზიურ ფასდაკლებას მიიღებენ. მედ დიაგნოსტიკის მომსახურების მიღება კომპანიებს 24/7-ზე თბილისში, გორში, მარნეულში, წნორში, ქუთაისსა და ბათუმში შეუძლიათ. 

როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, უკვე საქართველოშია. ძველი შტამებისგან განსხვავებით, იგი ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. მოსალოდნელია, რომ იგი ცირკულაციაში მყოფ დელტა-ვარიანტს ეტაპობრივად, სრულად ჩაანაცვლებს. წარსული გამოცდილებით უკვე ვიცით, რომ კორონავირუსი გავრცელებას ძალიან ადვილად ახერხებს, თუნდაც უსიმპტომო მიმდინარეობის პირობებშიც კი. ამის ფონზე, სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ რუტინული ტესტირება ამ დრომდე საკვანძო როლს თამაშობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ლაბორატორიების მიერ შეთავაზებული სწრაფი, საიმედო სერვისებით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელი და მნიშვნელოვანი ხდება. 

რეკომენდებული