რა ზეგავლენა აქვს სამუშაო გარემოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე?

რა ზეგავლენა აქვს სამუშაო გარემოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე?

2022 / 09 დეკემბერი

 სამუშაო/რუტინული გარემო ხშირად ჩვენს ფსიქოლოგიაზე არასასიამოვნოდ მოქმედებს. მეტიც - არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც სწორედ ამგვარი გარემო გვიქმნის სტრესსა და შფოთვას. 

როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ დროს? ამ და სხვა კითხვებზე ფსიქოლოგი, ეკა ცხვარიაშვილი გვპასუხობს:

  • რა ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიაზე სამუშაო/რუტინულ გარემოს და კონკრეტულად რა ასპექტები იწვევს სტრესს?

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სამუშაო რუტინა იმდენად მსუბუქია ემოციურად, რამდენადაც სწორად გვაქვს არჩეული სფერო, რომელშიც ვმუშაობთ. თუ ჩვენი სამუშაო თავის თავში აერთიანებს ჰობს და საქმეს, მაშინ ჩვენ, არა თუ ვისტრესებით, არამედ სიამოვნებასაც ვიღებთ ჩვენი საქმიანობით.

ის, რაც სასურველია, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ გვიწევს განსხვავებულ სფეროში დავიმკვიდროთ თავი, სადაც სასურველობაზე მეტად ჭარბობს ვალდებულების განცდა ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობისას. 

სიტყვა რუტინა თავის თავში აერთიანებს მონოტონურ, უცვლელ ქცევებს, რაც არასასურველი სამსახურის შემთხვევაში ემსახურება ანაზღაურების მიღებას. ამგვარი რუტინა სტრესი თავს იჩენს მაშინ, როცა სამსახური უფრო მეტად გვაზიანებს, დისკომფორტს გვიქმნის, ვიდრე სარგებელი მოაქვს.

 

როგორ გვეხმარება სტრესის მაკონტროლებელი ტექნოლოგიები სიმშვიდის შენარჩუნებაში?

 

  • თქვენი გამოცდილებით, როგორი გარემოა ყველაზე სტრესული და რა გამოვლინებები შეიძლება ჰქონდეს ამ ტიპის სტრესს

სტრესულია გარემო, სადაც: სწორად არ არის მოვალეობები გადანაწილებული, სადაც იმაზე მეტს გვთხოვენ, ვიდრე გვევალება და შეგვიძლია, სადაც ერთმანეთის საზღვრებს პატივს არ სცემენ, სადაც შრომა არ არის შესაბამისობაში ანაზღაურებასთან, სადაც ძალიან ბევრს ვშრომობთ და ძალიან ცოტას ვისვენებთ. 

მქონია შემთხვევა, როცა კლიენტი მომმართავს კონკრეტული შეკვეთით, მაგრამ ვერ ნახულობს დროს, რომელსაც გამოიყენებს საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის. 

რა შეკვეთაც არ უნდა იყოს, ვერ შესრულდება! რადგან ადამიანს არ აქვს დრო გააზრებისთვის, არ აქვს დრო დასვენებისთვის, არ აქვს დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ამიტომ მსგავს ქეისებზე მუშაობას,  როგორც წესი, დროის მენეჯმენტის განხილვით ვიწყებ.

 

ყველაფერი, რაც თავის ტკივილის შესახებ უნდა იცოდე

 

 
  • როგორ არის შესაძლებელი სტრესის მართვა ამგვარ გარემოში? 

იმისთვის, რომ ნაკლები სტრესი იყოს რუტინული სამსახური, აუცილებელია, მოვაგვაროთ რამდენიმე პრაგმატული დეტალი, რადგან ღრმად სუნთქვა ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გვიშველის, კერძოდ :

  • გვქონდეს შრომის შესაფერისი ანაზღაურება;
  • მოვითხოვოთ მოვალეობების სწორად გადანაწილება გუნდში, (იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ, ე.წ ,,სხვისი საქმის კეთება“ დამატებითი ანაზღაურების გარეშე);
  • მნიშვნელოვანია, დასვენების დღეების ნაყოფიერად გამოყენება და შესვენების დროის შერგება ყოველგვარი შფოთვის გარეშე (რაშიც დაგეხმარებათ აწმყოს შეგრძნება);
  • ყოველთვის გვახსოვდეს, რომ რაც უფრო ხარისხიანად და კარგად ვისვენებთ, მით უფრო ნაყოფიერები ვართ სამსახურში.
  • გარდა ამისა, რაიმე პრეპარატები თუა საჭირო მსგავს სიტუაციაში?

ერთადერთი პრეპარატი ჩვენს გონებაშია, რომელსაც სააზროვნო ოპერაცია განაპირობებს  და ეს არის დროის სწორი მენეჯმენტი, მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნა - სამსახური, დასვენება, ძილი, განტვირთვა, ურთიერთობები და, რაც მთავარია, ეს ყოველივე დანაშაულის განცდის და შფოთვის გარეშე.

როგორ აუმჯობესებს სამედიცინო პლატფორმები ჯანდაცვის სფეროს?

 

  • და ბოლოს, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად გავრცელებული პრობლემაა სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი?

გავრცელებულია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენციის სამყაროში, საბოლოოდ კი ადამიანს ავიწყდება, რომ უმჯობესია იყოს განსაკუთრებული თავისი უნიკალურობით,  ვიდრე - პირველი.

ამრიგად, ერთი მხრივ, არასწორი კონკურენცია და, მეორეს მხრივ, დროის, ღირებულებების, რესურსების არასწორი განაწილება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას.

შეგახსენებთ, რომ ექიმოში დეკემბრისბოლომდე მენტალური ჯანმრთელობის დღეებია. გადმოდი ექიმოში და გაიარე პროფესიონალ ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან თუ ფსიქიატრთან კონსულტაცია.