რას შეცვლის ზაფხული პანდემიის მიმდინაროებაში?

რას შეცვლის ზაფხული პანდემიის მიმდინაროებაში?

2020 / 08 ივნისი

 

პანდემიის დაწყების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ზაფხულის მაღალი ტემპერატურა გარდამტეხ როლს ითამაშებდა კორონავირუსის დამარცხებაში. მეცნიერები ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ. 

 

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-COV-2 ჯერ სრულიად ახალი და ამოუცნობია, ამიტომაც, მის შესახებ კიდევ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, მათ შორის ტემპერატურის გავლენა ვირუსზე. თუმცა ერთი რამ ცხადია: პანდემია განსხვავებულ კლიმატურ სარტყლებში დღემდე მნიშვნელოვნად პრობლემად რჩება. წარსული გამოცდილების ღრმა ანალიზი და მიმდინარე კვლევების უახლესი შედეგები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ახლო მომავლის პროგნოზები მეტ-ნაკლების სიზუსტით ივარაუდონ.

 

10 წლის წინ, ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ უბრალო გაციების გამომწვევ კორონავირუსებზე ჩატარებული კვლევა მათ სეზონურობაზე მიუთითებდა. ეს შედეგი გაიმეორა ახლახანს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც, რომლის ფარგლებშიც ბოლო 8 წლის განმავლობაში გაციების გამომწვევი 4 სხვადასხვა ტიპის კორონავირუსის გავრცელება შეისწავლეს. SARS-CoV-2-ის შესახებ ჩატარებულ ერთეულ, აკადემიურ გამოცემაში გამოუქვეყნებელი კვლევებიც იგივე ვარაუდს გამოთქვამენ. თუმცა, პანდემიები სეზონური გრიპისგან განხსვავებულად მიმდინარეობენ. ასე იყო ესპანური გრიპის პანდემიის დროსაც, როცა პიკი სწორედაც ზაფხულის ცხელ თვეებში აღინიშნა. 2003 წელს, SARS-ის ეპიდემია თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდა. რა გავლენას მოახდენდა ზაფხულის ცხელ ტეპერატურა ვირუსის გავრცელებაზე, მეცნიერებისთვის გამოუკვლეველი დარჩა.

 

ზაფხულის პროგნოზის გასაკეთებლად აშშ-ს მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ აქამდე გამოქვეყნებული კვლევები გააანალიზა, ასევე გაეცნო გამოუქვეყნებელ ნაშრომებსაც და დარგის წამყვან სპეციალისტებთან უამრავი ინტერვიუ ჩაატარა. ამის შემდეგ, მათ თავიანთი მოსაზრება თეთრ სახლს წარუდგინეს. მეცნიერთა განცხადებით, ერთეულ კვლევებში, ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნურად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ვირუსის გავრცელებას ანელებს. მიუხედავად ამისა, რეალურ გარემოში  ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური საკითხია. ამიტომაც, მხოლოდ ზაფხულის ცხელი ტემპერატურების იმედად არ უნდა ვიყოთ.

 

მკაცრი საკარანტინე რეჟიმის ეტაპობრივი შემსუბუქებისა და ჰაერის ტემპერატურის მატების პარალელურად, უახლოეს ხანში საცურაო აუზებიც გაიხსნება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ეს სივრცეები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

 

ამჟამად არ არსებობს, რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი წყალში ვრცელდება, თუ მისი ქლორით ან ბრომით დეზინფექციის პროცედურა დაცულია. აშშ-ს დაავადება კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოცემული გაიდლაინის მიხედვით, ეს უსაფრთხო სივრცეა, თუ რეკომენდაციებს სწორად დავიცავთ. თავდაცვის მეთოდები აქაც უცვლელია (დეზინფექცია და სოციალური დისტანცია), ერთი გამონაკლისის გარდა - წყალში პირბადის გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც მისი დასველების შემთხვევაში სუნთქვა ძნელდება.  

 

ამ ეტაპზე მეცნიერებს არ შეუძლიათ დაზუსტებით თქვან, გახდება თუ არა Covid-19 ენდემური, ანუ გრიპის მსგავსად სეზონური. თუმცა, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არსებობს. ერთი რამ ცხადია: ავსტრალიასა და ირანში მაღალმა ტემპერატურამ  კორონავირუსი ვერ შეაჩერა. შესაბამისად, ზაფხული ჩვენთვის ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გაზაფხულის პერიოდში დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ადამიანური გაუფრთხილებლობით შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ამის თავიდან ასარიდებლად, აქამდე გატარებული საპროფილაქტიკო ღონისძიებები ზაფხულშიც უცლველილი რჩება:

  • ხელების ხშირი დაბანა
  • ხალხმრავალ სივრცეებში პირბადის ტარება
  • სოციალური დისტანციის დაცვა

რეკომენდებული

როგორ ხარ?

როგორ ხარ?

2020 / 03 ივნისი

ფინეთში ხანმოკლე საუბარი არ არსებობს. თავისი სიტყვაძუნწობით ცნობილ ქვეყანაში ორ ადამიანს შორის მოკლე მისალმება და მოკითხვა ძალიან იაშვიათია. სწორედ ამიტომ, ამ სკანდინავიურ ქვეყანაში უცხო ადამიანს არასდროს ეკითხებიან “როგორ ხარ?”. თუ ეს კითხვა მაინც გაიჟღერებს, პასუხად აუცილებლად ამომწურავ პასუხს მიიღებენ.   თანამედროვე სალაპარაკო ენამ და ცხოვრების სწრაფმა რითმმა ამ კითხვას პირვანდელი მნიშვნელობა დაუკარგა და იგი უბრალო ფორმალობად აქცია. თუმცა, ყველაფერს შესაბამისი კონტექსტი აქვს - ექიმის მიერ ნაკითხი “როგორ ხარ” საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგანაც ეს პაციენტისა და მედიკოსის ურთიერთობის პირველი საფეხურია.