როგორ ხარ?

როგორ ხარ?

2020 / 03 ივნისი

ფინეთში ხანმოკლე საუბარი არ არსებობს. თავისი სიტყვაძუნწობით ცნობილ ქვეყანაში ორ ადამიანს შორის მოკლე მისალმება და მოკითხვა ძალიან იაშვიათია. სწორედ ამიტომ, ამ სკანდინავიურ ქვეყანაში უცხო ადამიანს არასდროს ეკითხებიან “როგორ ხარ?”. თუ ეს კითხვა მაინც გაიჟღერებს, პასუხად აუცილებლად ამომწურავ პასუხს მიიღებენ.

 

თანამედროვე სალაპარაკო ენამ და ცხოვრების სწრაფმა რითმმა ამ კითხვას პირვანდელი მნიშვნელობა დაუკარგა და იგი უბრალო ფორმალობად აქცია. თუმცა, ყველაფერს შესაბამისი კონტექსტი აქვს - ექიმის მიერ ნაკითხი “როგორ ხარ” საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგანაც ეს პაციენტისა და მედიკოსის ურთიერთობის პირველი საფეხურია.

 

საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მარტივია, თუ იცი, როგორ აუარო გვერდი ჯანდაცვის სისტემის თანმდევ ბიუროკრატიულ სირთულეებს. ვინც ამას ვერ ახერხებს, ხშირად ექიმთან ვიზიტს გამოხატული ჩივილების შემთხვევაშიც კი თავს არიდებს. 2015 წელს მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია მიზეზები, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ  ექიმთან ვიზიტისგან. როგორც აღმოჩნდა, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

  • სიზარმაცე
  • რწმენა, რომ ჩივილი თავისით გაივლის
  • დიაგნოზის სიმძიმის შიში
  • ექიმთან კომუნიკაციის სირთულე
  • მოსაცდელში დიდი ხნით ლოდინი

ეს უკანასკნელი ნამდვილად დიდი პრობლემაა როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. ეს გულისხმობს: ცოცხალი რიგის ნომრის აღებას, პაციენტის ბარათის გახსნას/მოძიებას და კონსულტაციის თანხის გადახდას. ამგვარ ლოჯისტიკურ საკითხებში დახარჯული დრო ხშირად ექიმთან ვიზიტზე საერთოდ უარის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. როგორც კვლევიდან ჩანს, ამგვარი დაგვიანებით ყველაზე მეტი ზიანი ისევ და ისევ პაციენტის ჯანმრთელობას ადგება. 

 

ასეთ დროს ყველაზე მოსახერხებელი წინასწარ, დისტანციურად ჩაწერაა, რაც რამდენიმე ბარიერს აგარიდებს თავიდან:

  • ანკეტის გასახსნელად ცოცხალ რიგში დგომა აღარ მოგიწევს
  • თავიდან აიცილებ რეგისტრატურისა და სალაროს რიგებს 

ამგვარად, ექიმთან ვიზიტის თანმდევ უსიამოვნო პროცედურებს და მასთან დაკავშირებულ შფოთვას მარტივად გაუმკლავდები. 

 

როგორც მიმდინარე პანდემიამ გვიჩვენა, ზოგიერთ ექიმთან ვიზიტი ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლია გაიარო. ეს მედიკოსთან პირდაპირი ურთიერთობის თანმდევი შფოთვის დაძლევაში დაგეხმარება. დისტანციური კონსულტაცია კარგია იმითაც, რომ საკუთარი ჩივილების ჩამოყალიბება წინასწარ შეგიძლია, რაც თავიდან აგარიდებს ექიმთან განმეორებით ვიზიტის ჩანიშვნას. ამ მოცემულობაში ეტაპობრივი ადაპტირება ბევრი დარგის წარმომადგენელსა და პაციენტს მოუწევს. ამ პროცესში ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ეს მარტივად მოხსნის კონსულტაციის თანმდევ საორგანიზაციო პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვაში შეგიწყობს ხელს. 

 

ექიმების კალიგრაფიაზე ხუმრობები მაშინ არის სასაცილო, როდესაც მისი გარჩევა შენ არ გიწევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხი, სინამდვილეში მნიშვნელოვანი პრობლემაა ჯანდაცვის სფეროსთვის. ელექტრონული დანიშნულება თავიდან გარიდებს უხერხულობას როგორც ექიმთან მისი დაზუსტებისას, ასევე ფარმაცევტთან, მედიკამენტის შეძენისას. გარდა ამისა, ელექტრონული დანიშნულება, ხელნაწერთან შედარებით, შენს სამედიცინო ისტორიაში ინახება და შეუძლებელია, დაგეკარგოს. აფთიაქის რიგში დგომაც უკვე წარსულს ჩაბარდა. მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობა ამ საზრუნავსაც აქრობს. მედიკამენტების შესაძენად აფთიაქში ჩასვლაც კი აღარ არის საჭირო - კურიერი სამკურნალო საშუალებებს პირდაპირ კარზე მოგიტანს.

 

თანამედროვე ადამიანების სწრაფი ცხოვრების წესი ზოგჯერ ძალიან მცირე დროს ტოვებს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ხშირად ამას კარგად ვიაზრებთ, თუმცა შეცვლის ძალა არ შეგვწევს. ЕKIMO-ს დახმარებით, ეს ამოცანა უკვე ადვილად მისაღწევი ხდება. ჭკვიანური და სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, საკუთარ თავზე ზრუნვა მარტივია. მთავარია იცოდე, რომ შენი ჯანმრთელობა შენსავე ხელშია.

რეკომენდებული