სამი მარტივი წესი პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად
2020 / 06 იანვარი
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა მთლიანი ორგანიზმისთვის არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ მოგიყვებით სამ მარტივ წესს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, თავი მშვიდად შეგიძლიათ იგრძნოთ.
ნაწილი პირველი
თქვენ მხოლოდ კბილის ძაფი, ჯაგრისი და დღეში 5 წუთი დაგჭირდებათ. კბილების ყოველდღიურად გამოხეხვა და კბილის ძაფით გაწმენდა, პირიდან ბაქტერიებსა და შაქარს მოგაშორებთ. ეს დაგეხმარებათ აიცილოთ კბილების გაფუჭება. პირველი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენისთვის.
ნაწილი მეორე
აუცილებელია, რომ სტომატოლოგს გააწმენდინოთ კბილები. ისინი ისეთ ადგილებს გაასუფთავებენ, რომლებსაც თქვენ ვერ მიხედავთ (მაგ: ღრძილების ქვეშ). რეგულარული ვიზიტები საბოლოო ჯამში უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე უკვე შექმნილი პრობლემების გამოსწორება.
ნაწილი მესამე
ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ სტომატოლოგთან მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც ატყობს, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ჩვენ გირჩევთ, რომ დიდხანს არ გაწელოთ ექიმთან ვიზიტი, რომ უკვე დაგვიანებული არ იყოს. რეგულარული ვიზიტების დროს ისინი უფრო კომფორტული და მარტივი იქნება. პოტენციურად საშიში პრობლემების საწყის ფაზაში მოგვარება, ბევრ დისკომფორტს აგარიდებთ თავიდან.