საპროფილაქტიკო 5 ლაბორატორიული კვლევა

საპროფილაქტიკო 5 ლაბორატორიული კვლევა

2021 / 22 დეკემბერი

აკადემიურმა გამოცემამ Journal of Health Economics რამდენიმე წლის წინ ძალიან საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს პრევენციულ ღონისძიებებსა და მკურნალობაში დახარჯული ხარჯები შეადარა. საბოლოო შედეგი გასაკვირი არ აღმოჩნდა - დაავადების თავიდან არიდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურადაც მომგებიანია. მიუხედავად ამისა, ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა და ლაბორატორიული ანალიზების გაკეთება არავის ეხალისება.

გეგმური ვიზიტისა და გამოკვლევების ჩატარების სიხშირის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, რადგანაც იგი სხვადასხვა ფაქტორზეა (სქესი, ასაკი, ოჯახური ანამნეზი) დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარებული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა შევაფასოთ.

  • რა ლაბორატორიული ანალიზები შეიძლება გაკეთდეს პრევენციული მიზნებისთვის?

დაავადებათა პრევენციაში სისხლის რუტინულ ანალიზებს განსაკუთრებული როლი ეკისრება, რადგანაც მათი დახმარებით დაავადების ადრეული ნიშნები კლინიკური ჩივილების ჩამოყალიბებამდე შეიძლება იქნეს შემჩნეული. ჩივილების გათვალისწინებით, შეიძლება ექიმმა ერთდროულად რამდენიმე სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევა დანიშნოს, რათა პაციენტს თითოეული ანალიზისთვის სათითაოდ სისხლის აღება არ დასჭირდეს. ამას ანალიზების პროფილს ან პანელსაც უწოდებენ და იგი კონკრეტული სისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება

  • სისხლის საერთო ანალიზი

მისი დახმარებით შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს ანემია, აუტოიმუნური დაავადებები, ლეიკემია და სხვ. 

 

  • საბაზისო/გაფართოებული მეტაბოლური პანელი

ამ ანალიზის შედეგების მიხედვით შეიძლება შეფასდეს თირკმლის, ფილტვების და ღვიძლის ფუნქციები, განისაზღვროს სისხლში გლუკოზისა და ელექტროლიტების დონე. 

  • ლიპიდური პროფილი

ეს ლაბორატორიული ანალიზი სისხლში ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის განსაზღვრისთვის გამოიყენება. ისინი სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებაზე არიან პასუხისმგებელნი, რასაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გამოწვევა შეუძლია. ლიპიდური პროფილის ანალიზი ექიმს საშუალებას აძლევს კორონარული არტერიების დაზიანების ადრეული ნიშნები ამოიცნოს. 

  • თიროიდული პროფილი

ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონული ორკესტრს დირიჟორსაც უწოდებენ, რადგანაც ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მისი პათოლოგიური დაზიანების შემთხვევაში უამრავი კლინიკური ჩივილი შეიძლება გამოვლინდეს, რასაც მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დაავადებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა ხნის ასაკს გადაშორებული ადამიანებისათვის. ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, მისი ფუნქციის წელიწადში ერთხელ მაინც გამოკვლევას დიდი პრევენციული მნიშვნელობა აქვს.

 

ბევრისთვის ექიმთან ვიზიტი და პრევენციული ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც დატვირთული სამუშაო განრიგის გამო სამსახურიდან დასვენების დღის აღება ხდება საჭირო. ამის გარდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფიზიკური კონტაქტი ინფიცირების რისკს ზრდის, რაც ხშირად ექიმთან ვიზიტისა და პრევენციული ლაბორატორიული გამოკვლევებისგან თავის შეკავების მიზეზი ხდება. თუმცა, აპლიკაცია ექიმო საშუალებას იძლევა ოჯახის ექიმთან ონლაინ-კონსულტაცია გაიაროთ და თქვენთვის სასურველი ლაბორატორია შესაბამისი ანალიზებისათვის ბინაზე გამოიძახოთ. 







რეკომენდებული