რა მოსდის ტვინს, როდესაც მთელი დღე სერიალებს ვუყურებთ
2020 / 27 იანვარი
ბევრი ადამიანისთვის, მთელი დღე სახლში დარჩენა, კომფორტულ ტანსაცმელში კოტრიალი და სერიალების ყურება რელაქსაციის საუკეთესო მეთოდია.
თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს შეიძლება ტვინსა და სხეულზე საზიანო ცვლილებებს ვიწვევდეთ.
როდესაც ბევრ ეპიზოდს გადაბმულად ვუყურებთ, დიდი ხნის განმავლობაში ვსხედვართ, იზოლირებულები ვართ სოციალური აქტივობებისგან და ბევრ არაჯანსაღ საკვებს ვიღებთ. ეს პრობლემაა, რადგან ამ დამაზიანებელი ჩვევებით, ჯანსაღ აქტივობებს ვანაცვლებთ.
თუ უკვე ფიქრობთ ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებაზე, კარგი ამბავიც გვაქვს: აუცილებელი არ არის, ეს ერთბაშად გააკეთოთ.
მაგალითად, თავდაპირველად, შეგიძლიათ შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ:
- დარწმუნდით, რომ სერიალების ყურება ძილში არ გიშლით ხელს. სანამ ყურებას დაიწყებდეთ, განსაზღვრეთ, რომელზე დაძინება დაგჭირდებათ იმისთვის, რომ დილით კარგად გამოძინებული იყოთ.
- წაივარჯიშეთ. ვარჯიში მნიშვნელოვანია ნეიროგენეზისთვის, ანუ ტვინში ახალი ახალი უჯრედებისა და კავშირების წარმოსაქმნელად. შეგიძლიათ, სანამ სერიალებს „ჩაუჯდებოდეთ“, უბანში გაისეირნოთ და ყოველი ეპიზოდის ხუთ წუთს ფეხზე დამდგარმა უყუროთ.
- უყურეთ მეგობრებთან ერთად. როდესაც სერიალს 6 საათის განმავლობაში მარტოები უყურებთ, ეს დრო სხვა ადამიანებთან ინტერაქციის საათებს აკლდება. აჯობებს, თუ მეგობრებისგან და ახლობლებისგან ნაკლებად იზოლირებული იქნებით, რათა დეპრესიასა და სხვა ფსიქიკურ პრობლემებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი.
- თუ ყურების დროს წახემსება გიყვართ, აირჩიეთ ჯანსაღი ხემსი. მაგალითად, შეგიძლიათ ჰუმუსი და ბოსტნეული ან ხილი მიირთვათ. უმჯობესია, თუ მარილიან და ცხიმიან საკვებს თავს აარიდებთ.
ამ რეკომენდაციების გაითვალისწინების შემთხვევაში, ხანდახან ისევ შეძლებთ სერიალის ერთბაშად ყურების სიამოვნების მიღებას. ოღონდ, ამჯერად იმ დარდის გარეშე, რომ შეიძლება ტვინს აზიანდებდეთ.