რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბავშვებთან ერთად დასვენებას გადავწყვეტთ?

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბავშვებთან ერთად დასვენებას გადავწყვეტთ?

2020 / 11 აგვისტო

ზაფხულის დადგომა ყველაზე მეტად ალბათ ბავშვებს უხარიათ. მათგან განსხვავებით, მშობლების შემთხვევაში საქმე რამდენად რთულად გახლავთ. შვებულების მოლოდინში მათ საქმე კიდევ უფრო ემატებათ - დასასვენებლად პატარასთან ერთად წასვლა ხომ ჯეროვან დაგეგმვას საჭიროებს. 

 

სანამ დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტ:

 

უპირველეს ყოვლისა, ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, თუ უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვას და როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში. თუ პატარა მისთვის სრულიად უცხო გარემოში მიგყავს, წინასწარ გაამზადე საინფორმაციო ბარათები, სადაც დატანილი გექნებათ მისი სახელი და გვარი, ასაკი და საკონტაქტო ნომრები. უცნობ სივრცეში პატარა შეიძლება ადვილად დაიკარგოს. ასეთ დროს მსგავსი საინფორმაციო ბარათი მას დიდ დახმარებას გაუწევს.

 

 

  • შეავსე სამგზავრო აფთიაქი

 

 

ცელქი პატარების გადამკიდე, საოჯახო აფთიაქში მუდმივად უნდა იყოს მსუბუქი, ზედაპირული ჭრილობების პირველადი დამუშავებისთვის საჭირო სამედიცინო საშუალებები: წყალბადის ზეჟანგის ან ქლორჰექსიდის ხსნარი ჭრილობის გასასუფთავებლად, ბეტადინის ხსნარი პირველადი დამუშავებისთვის და სტერილური საფენები შესახვევად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამგზავრო აფთიაქში იქონიო ალერგიის, ინტოქსიკაციისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები. 

 

 

  • მოიძიე ინფორმაცია კურორტზე არსებულ სამედიცინო პუნქტების შესახებ

 

 

გამგზავრებადე გაარკვიე, რა ტიპის სამედიცინო პუნქტია კურორტზე, რამდენად შორს არის იგი თქვენი დროებითი საცხოვრებლიდან და საჭიროების შემთხვევაში, რამდენად სწრაფად შეძლებ იქამდე მისვლას. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ამის ცოდნა ძალიან დაგეხმარება.

 

  • გაარკვიე, რამდენად უსაფრთხოა დასასვენებელი სივრცე ბავშვისთვის

 

არ დაიზარო ინფორმაციის წინასწარ მოძიება და გამოკითხვა. ეცადე, დეტალურად შეისწავლო ის ტერიტორია, სადაც დასვენებას აპირებ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, თუ რამდენად მოსახერხებელი და უსაფრთხოა ეს გარემო პატარასთვის. 

 

როგორ დავიცვათ ბავშვი ზღვაზე

 

 

  • გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალები

 

 

პატარების სათუთი კანი მზის მწველი სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სანაპიროზე თამაშში ისინი  შეიძლება ისე გაერთონ, რომ მზით დამწვრობა ვერც კი იგრძნონ. ასეთ დროს მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მოარიდე ბავშვი მზეს 12.00სთ-დან 16.00სთ-მდე პერიოდში, როცა ის ყველაზე მწველია. პატარას სახე და კისერი მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული უნდა იყოს - მას ქუდი მუდმივად ეხუროს. სწორად შეარჩიე მზისგან დამცავი საშუალება და ხშირად წაუსვით იგი ბავშვს პლაჟზე ყოფნისას.

 

 

  • დარწმუნდი, რომ პატარას სამაშველო ჟილეტი სწორად უკეთია

 

 

სანაპიროზე ყოფნის დროს, პატარას სამაშველო ჟილეტი გამუდმებით უნდა ეკეთოს, რადგანაც ხალხმრავლობის დროს მოუსვენარი ბავშვი თვალთახედვის არედან ძალიან სწრაფად ქრება. ასეთ დროს სამაშველო ჟილეტი მის მოძებნაში დაგეხმარება. დარწმუნდით, რომ ჟილეტის საკეტები სწორად ფუნქციონირებს და იგი პატარას კარგად აქვს ტანზე მირგებული. ამგვარად, ზღვაში ცურვისას თქვენი შვილი საიმედოდ იქნება დაცული. 

 

 

  • დარწმუნდი, რომ წყალში შესვლა უსაფრთხოა

 

 

აუცილებლად შეამოწმე, რომ  წყალში არ არის მინის ნამსხვრევები, პოლიეთილენის პარკები ან სულაც მედუზები, რომლებიც საკმაოდ მწარედ ისუსხებიან. დარწმუნდი, რომ ზღვა მშვიდი, ხოლო წყალი კი სუფთაა და იგი პატარასთვის. სრულიად უსაფრთხოა. 

 

 

როგორ დავიცვათ ბავშვი სოფლად

 

 

  • დარწმუნდი, რომ ბავშვი კარგად გარეცხილ ხილს მიირთმევს

 

 

სოფლად დასვენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი ნატურალური და ახალი ხილია, რომლის მირთმევა პირდაპირ ხიდანვე შეიძლება. თუმცა, გაურეცხავმა პროდუქტმა შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. თუ პატარას კარგად აუხსნი, რა მნიშვნელობა აქვს მის გარეცხვას, ეს შესაძლო ინტოქსიკაციას თავიდან აგაცილებს. ასევე ყურადღება მიაქციე, რომ პატარამ ხელები საპნით  რეგულარულად დაიბანოს. 

 

 

  • შეამოწმე პატარა მწერების / ტკიპების ნაკბენზე

 

 

ზაფხულის ცხელ პერიოდში ფუტკრებიცა და კრაზანებიც საკვების აქტიურ ძიებაში არიან. აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ ბავშვი, რომ სკების მიმდებარე ტერიტორიას მოერიდოს. როგორც წესი ფუტკარი მხოლოდ თავდაცვის დროს ინესტრება, თუმცა, მას თავდასხმის ზუსტად ამოცნობა უჭირს. 

მწერები და ტკიპები სოფლად მრავლად გვხვდება. განსაკუთრებით იქ, სადაც შინაური პირუტყვი ბინადრობს. ბალახში თამაშისას პატარას შეიძლება სხეულზე ტკიპა ისე აეკრას, რომ მან ვერაფერი იგრძნოს. ამიტომაც, საღამოს დეტალურად დაუთვალიერე სხეული, რომ მისი აღმოჩენა შეძლო. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე კოღოების ნაკბენებს, რადგანაც ამ უკანასკნელს პატარები განსაკუთრებულად იქავებენ, ხოლო მათი ხელები ხშირად საკამოდ ბინძურია. ასეთ დროს ინფექციის შეჭრის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. 

 

 

  • მოარიდე ბავშვი შინაურ ცხოველებს

 

 

შინაური ცხოველები უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უვნებლები და მშვიდები არიან. თუმცა, გარკვეული სიფრთხილის დაცვა აქაც აუცილებელია. აუცილებლად განუმარტეთ პატარას, თუ როგორ უნდა მოექცეს შინაურ ცხოველებს და რა დისტანცია უნდა დაიკავოს მათთან მიმართებაში. კატის დაკაწვრის ან ძაღლის კბენის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ რაბიოლოგის კონსულტაცია და ბავშვის დროული იმუნიზაცია აუცილებელია.

რეკომენდებული