რატომ ვამთქნარებთ?
2020 / 03 თებერვალი
ადამიანები ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში ვამთქნარებთ. მაგალითად,
- როდესაც დაღლილები ვართ
- ახალგაღვძებულზე
- მოწყენილზე
- შეშფოთებულზე
- მშიერზე
- როცა ახალ აქტივობას ვიწყებთ
- როდესაც სხვა ამთქნარებს
თქვენ კი ახლაც შეიძლება დაამთქნაროთ, რადგან ამ საკითხზე ტექსტის წაკითხვაც, მისი ერთ-ერთი გამომწვევია.
მთქნარებას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. თუმცა, მისი ფიზიოლოგიური დატვირთვა დღემდე გამოცანად რჩება. ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ რეალურად არ ვიცით, რატომ ვამთქნარებთ.
დაახლოებით 30 წლის წინ ფიქრობდნენ, მთქნარების მიზეზი ჟანგბადის დონის გაზრდა იყო სისხლში. თუმცა, ეს ჰიპოთეზა 1987 წელს გამოქვეყნებული ექსპერიმენტების შედეგად, უგულებელყოფილია.
ერთ-ერთი თანამედროვე თეორია მას ტემპერატურის დარეგულირებით ხსნის. ამ თეორიის მიხედვით, მთქნარება ტვინის გამაგრილებელი მექანიზმია. გაგრილება კი იმიტომ შეიძლება დასჭირდეს ტვინს, რომ როდესაც სხეულის ტემპერატურა თბილია, დაღლილად და ძილისპირულად ვგრძნობთ თავს.
მთქნარებაზე ერთი რამ, რაც სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, არის, რომ ის გადამდებია. ამბობენ, რომ რაც უფრო ემპათიურია ადამიანი, მასზე მით უფრო მეტად მოქმედებს სხვისი მთქნარების დანახვა. როდესაც ადამიანი სხვის დამთქნარებას ხედავს, ტვინის ის უბნები უაქტიურდება, რომლებიც სოციალურ ფუნქციებში მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ გადამდები არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ სხვა ცხოველებისთვისაც არის. მაგალითად, როდესაც ძაღლები ადამიანის მთქნარებას ხედავენ, ხანდახან თავადაც ამთქნარებენ.